x
ნარცისიზმი-პიროვნული აშლილობა
ნარცისიზმი არის პატივმოყვარეობის, ეგოიზმისა და განდიდების პიროვნული თვისება.ტერმინის დამკვიდრება დაკავშირებულია ზიგმუნდ ფროიდის სახელთან. მას სჯეროდა, რომ ნარცისიზმი ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი კომპონენტია დაბადებიდან.ძველ ბერძნულ მითოლოგიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ნარცისი იყო პათოლოგიურად ეგოცენტრული კაცი, რომელსაც წყალში საკუთარი ანარეკლი შეუყვარდა.

image ნარცისიზმი ფსიქოლოგიაში განეკუთვნება პიროვნულ აშლილობათა სპექტრს. ნარცისული პიროვნების აშლილობა(ნპა) არის ხანგრძლივი პათოლოგიური ქცევის მოდელი, რომელიც ხასიათდება საკუთარი მნიშვნელობის გაზვიადებული შეგრძნებით, აღტაცების გადაჭარბებული მოთხოვნილებით და სხვა ადამიანების გრძნობების გაგების შემცირებული უნარით. ნპა-ს მქონე ადამიანები ბევრ დროს უთმობენ ძალაუფლებაზე და წარმატებაზე ფიქრს, დიდ ყურადღებას უთმობენ გარეგნობას. მსგავსი ტიპის ქცევა იწყება ადრეული მოზარდობის პერიოდიდან და ვლინდება სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში. პათოლოგიის მკურნალობა არ არის კარგად შესწავლილი და თერაპია საკმაოდ რთულია, რადგან ნპა-ს მქონე პირებს იშვიათად ჰგონიათ, რომ პრობლემა მათშია. მოცემული მდგომარეობა პირველად რობერტ ვაელდერმა აღწერა 1925 წელს, პათოლოგია უფრო ხშირია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში.
ნპა-ს მქონე ადამიანები ჩვეულებრივ აფასებენ საკუთარ თავს, როგორც სხვებზე უფრო მეტი ამიტომ, ისინი უარყოფენ სხვების სურვილებსა თუ გრძნობებს და მოელიან, რომ მას მოექცევიან როგორც რაიმე ნიშნით უპირატესს მიუხედავად მისი მიღწევებისა, თუ სტატუსისა. გარდა ამისა, ნპა-ს მქონე ადამიანებმა შეიძლება გამოავლიონ სუსტი ეგო, ვერ იტანენ კრიტიკას და აქვთ ტენდენცია დააკნინონ სხვები თავიანთი უპირატესობის გამოსავლენად.DSM-5-ის მიხედვით ნარცისები ხასიათდებიან თითქმის ყველა ქვევით ჩამოთვლილით:
1) ფიქსაცია ძალაუფლებაზე, წარმატებაზე, მიმზიდველობაზე და ა.შ.
2)საკუთარი თავის ხედვა, როგორც უნიკალურის, აღმატებულის
3)მუდმივი აღტაცების საჭიროება სხვებისგან
3)შურიანია და თან ჰგონია, რომ მისი შურთ
4)რწმენა, რომ მას განსაკუთრებულად უნდა მოექცნენ, დაემორჩილონ
5)პომპეზური და ქედმაღლური მანერები.
ეს მახასაითებლები, რა თქმა უნდა, არასრულია.ნარცისული პიროვნების აშლილობის მქონე ადამიანები აზვიადებენ თავიანთ მიღწევებს და ურჩევიათ მაღალი სტატუსის მქონე ადამიანებთან ურთიერთობა.
ამ პათოლოგიის გამომწვევ მიზეზებზე საუბრისას მეცნიერები იყენებენ ბიოფსიქოსოციალურ მოდელს, რომელიც მოიცავს გარემო, სოციალური და ბიოლოგიური ფაქტორების ურთიერთქმედებას. გენეტიკა–არსებობს მტკიცებულება, რომ ნარცისული პიროვნების აშლილობა მემკვიდრეობითია და ნპა-ს პათოლოგიის მქონე მშობლების შემთხვევაში უფრო მეტია შნასი იმისა, რომ მათი შვილები იყვნენ იმავე პათოლოგიის მქონენი.გარემო-გარემოს და სოციალური ფაქტორების როლი შეიძლება დიდი იყოს ნპა-ს განვითარებაში.ამ დროს პათოლოგიური ნარცისიზმი შეიძლება გმოიწვიოს არასწორმა აღზრდამ, ზედმეტმა მზრუნველობამ ან კონტროლმა. გრუპმანის და კუპერის (2006) მეტაანალიზის თანახმად, შესაძლოა შემდეგი ფაქტორები იყოს ნპა-ს მაპროვოცირებელი:ჰიპერსენსიტიური ტემპერამენტი, გადამეტებული ქება კარგი ქცევისთვის ან გადამეტებული კრიტიკა ცუდი ქცევისთვის, მძიმე ემოციური ძალადობა ბავშვობაში, არასანდო ზრუნვა მშობლებისგან, მანიპულაციური ქცევის დასწავლა მშობლებისგან ან თანატოლებისგან.ნეირობიოლოგია-ნარცისული პიროვნების აშლილობის მქონე ადამიანების თავის ტვინზე ჩატარებული კვლევები ძალიან ცოტაა. ერთმა კვლევამ გამოავლინა რუხი ნივთიერების სიმცირე მარცხენა წინა კუნძულში (თავის ტვინის რეგიონი: left anterior insula).მეორე კვლევის თანახმად გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს შუბლის წილის ქერქში (prefrontal cortex) რუხი ნივთიერების ნაკლებობა.თავის ტვინის ეს რეგიონები კავშირშია ემპათიის, თანაგრძნობის, ემოციური რეგულაციის და კოგნიტური ფუნქციონირების უნარებთან. ამ კვლევების თანახმად ნარცისულ პიროვნების აშლილობის მქონე ადამიენბს გარკვეული სირთულეები აქვთ სწორედ ემპათიასთან და ემოციურ რეგულაციასთან.

DSM-5 გამოყოფს ნარცისული პიროვნების ორ სუბტიპს. აშკარა, რომელიც ხასიათდება გრანდიოზულობის განცდით, ამპარტავნებით და ფარული, რომელიც ხასიათდება დაცვითობით და ჰიპერსენსიტიურობით. თეოდორე მილონის თანახმად ნარცისულ პიროვნებას ხუთი სუბტიპი აქვს:

  • არაპრინციპული ნარცისი - ნარცისული პიროვნება, რომელსაც თან ახლავს ანტისოციალური პიროვნების თვისებები.
  • სატრფიალო ნარცისი - ნარცისული პიროვნება, რომელსაც თან ახლავს თეატრალური პიროვნების თვისებები.
  • კომპენსატორული ნარცისი - ნარცისული პიროვნება, რომელსაც თან ახლავს ნეგატივისტური და აცილებადი პიროვნების თვისებები.
  • ელიტისტი ნარცისი - ნარცისული პიროვნება, რომელსაც თან არ ახლავს ა სხვა ტიპის პიროვნებისთვის დამახასიათებელი თვისებები.
  • ღვარძლიანი ნარცისი - ნარცისული პიროვნება, რომელსაც თანახლავს ანტისოციალური, პარანოდიული და სადისტური თვისებები.
    ვილ ტიტშავი ასევე გამოყოფს ნარცისული პიროვნების სამ სუბტიპს:


  • წმინდა ნარცისი - ნარცისული პიროვნება, რომელსაც თან არ ახლავს არცერთი სხვა პიროვნების ტიპისთვის დამახასიათებელი თვისებები.

  • ყურადღების ნარცისი - ნარცისული პიროვნება, რომელსაც თან ახლავს თეატრალური პიროვნების თვისებები.

  • წესებს მიღმა ნარცისი - ნარცისული პიროვნება, რომელსაც ახასიათებს ანტისოციალური თვისებები.image


    ალბათ ყველას აინტერესებს, თუ როგორ სოციუმში უწევთ ცხოვრება ნარცისიზმით დაავადებულ ადამიანებს.კვლევების თანახმად დადგენილია, რომ ნარცისი მუდამ ცდილობს განახორციელოს ცვლილებები ცხოვრებაში, ეს მას ეხმარება თვითშეფასების ამაღლებაში, მაგრამ რეალური სურათი სულ სხვა რამეს გვიჩვენებს. ის არის მარტოსული და ვერ ახერხებს ურთიერთობების შენარჩუნებას. ხშირად განდიდების ბოდვებს იგი მიჰყავს სრულ
    იზოლაციამდე. საზოგადოება მას გაურბის, ნარცისი კი მიიჩნევს, რომ უბრალოდ მისი შურთ. რაც შეეხება სასიყვარულო ურთიერთობებს, მათთვის დამახასიათებელია შედარებით ხანმოკლე, ზედაპირული სიყვარული.ურთიერთობებში ისინი ნაკლებად გამოხატავენ გრძნობებს, მათთვის სიყვარული სულაც არ არის რეციპროკული–მოითხოვენ, მაგრამ სამაგიეროს არ გასცემენ. ნარცისიზმის სიმწვავეს სწორედ, რომ სოციალური ურთიერთობები განსაზღვრავს.მათთვის, რაოდენობა ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია ხარისხზე. შესაბამისად, ცდილობენ რაც შეიძლება მეტი გული დაიპყრონ და რაც შეიძლება მეტი კომპლიმენტი მიიღონ.
    ამრიგად, ჩვენ მიმოვიხილეთ ნარცისიზმი პიროვნული აშლილობის ჭრილში, განვიხილეთ მისთვის დამახასიათებელი ნიშნები/სიმპტომები, ასევე განვასხვავეთ ნარცისიზმის სუბტიპები და ვეცადეთ გვეჩვენებინა ის სოციალური გარემო, სადაც ნარცისიზმით დაავადებულ ადამიანებს უწევთ ცხოვრება.



0
160
შეფასება არ არის
ავტორი:აბრამიშვილი ანი
აბრამიშვილი ანი
160
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0