x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თბილისში გაზის ნამწვს ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა-ყაზტრანსგაზის საგანგებო განცხადება
image


კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ საგანაგებო განცხადებას ავრცელებს:



„გვიან ღამით კომპანია „ყაზტრანსგაზ – თბილისში“ შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, კნოლევის ქუჩაზე ერთერთ საცხოვრებელ სახლში ორი ადამიანი იყო გარდაცვლილი. კომპანიის სპეციალისტების მიერ საცხოვრებელი სახლი შემოწმდა. ბინაში ტექნიკური ნორმების დარღვევით ღია წვის კამერიანი (ნიკალას ტიპის) გამათბობელი იყო დამონტაჟებული. ეზოში უსაფრთხოების ნორმების დარღვევით დამონტაჟებულია ასევე სამი ღია წვის კამერიანი წყალგამაცხელებელი. საცხოვრებელ სახლს გაზმომარაგება შეუწყდა“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში და ასევე მითითებულია, რომ საცხოვრებელი სახლის მთავარ მრიცხველზე თვითნებურად მიერთებულია რამდენიმე ქვემრიცხველი.


კომპანია მოუწოდებს აბონენტებს, დაიცვან უსაფრთხოების ელემენტარული წესები, დარეკონ ცხელ ხაზზე და მოითხოვონ საცხოვრებელი სახლების შემოწმება.განსაკუთრებული ყურადღებას „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ნაქირავებ ან ნაგირავებ ბინაში მცხოვრებლებს ურჩევს."



წუხელ ნაძალადევის რაიონში, კნოლევის ქუჩის 32 ნომერში ნაქირავებ ბინაში აღმოაჩინეს ორი ახალგაზრდას-21 წლის ბიჭის და 20 წლის გოგოს გვამები.ისინი დიდი ალბათობით CO-ს დაგროვების შედეგად გარდაიცვალნენ.


ცხედრები სამხარაულის ეროვნულ ბიუროში, ექსპერტიზაზე გადაასვენეს.


დადგინდა მათი ვინაობაც:ესენი არიან 1998 წელს დაბადებული დიმიტრი დარბაიძე, რომელიც გორის მუციპალატეტის სოფელ ქვეშიდანაა და 1999 წელს დაბადებული ანა ჯაფარიძე გარდაცვლილი დიმიტრი დარბაიძის თანასოფლელები ამბობენ, რომ ის თბილისში ქირით ცხოვრობდა და დედაქალაქში სამუშაოდ იმყოფებოდა.


გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.





1
935
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
935
  
2019, 28 თებერვალი, 21:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1