x
image
გემი დალანდი
წყვილი 10 წელია მე-19 საუკუნეში ცხოვრობს (არავითარი სმარტფონი და მიკროტალღური)
სარა და გაბრიელ კრისმანებმა დროის მანქანის გამოგონებას არარ დაუცადეს და თვითონ გადასახლდნენ წარსულში. ისინი უკვე 10 წელია მე-19 საუკუნეში ცხოვრობენ, უფრო სწორად, თავისსავე მიერ შექმნილ ყოფაში, რომელიც მე-19 საუკუნის მსგავსია.

imageუფრო ზუსტად, სარა და გაბრიელი 1880-1890-იან წლებში “გადასახლდნენ", დროში, როცა კაცობრიობამ უდიდესი პროგრესი განიცადა და მათ ცხოვრებაში გაჩნდა ტელეფონი, ელ.ნათურა და ავტომობილი.

imageვინტაჟი წყვილს ყოველთვის მოსწონდა. მათ 1888 წელს აშენებული სახლი შეიძინეს ქალაქ პორტ-ტაუნდსენში და ასე დაიწყო მათი მოგზაურობა წარსულში.imageimageმაცივარი მათ ყინულებიანი ყუთით შეცვალეს. დენი აქვთ, მაგრამ ძველებურ ლამპებს იყენებენ, ისეთებს, როგორიც ედისონმა გამოიგონა. საღამოობით ისინი ზეთის ლამპებს ანთებენ, ზამთრის ცივ დღეებში კი გაზის ან ნავთის ძველებური გამათბობლებით თბებიან.imageწყვილს მობილური ტელეფონები არ აქვთ.გადასაადგილებლად კი ველოსიპედებს იყენებენ: სარა 1880-იანი წლების სამთვლიანი ველოსიპედით გადაადგილდება, გაბრიელი კი სამთვლიანი რეტროველოსიპედით.

imageწყვილი არც სამზარეულოს ტექნიკას იყენებს. მათ სახლში ვერ ნახავთ სამზარეულოს კომბაინს, მიკროტალღურს, სარეცხის მანქანას და სხვ. სარა ყველაფერს ხელით აკეთებს, წყვილი სამოსსაც კი თავისი ხელით იკერავს. სარა კორსეტსაც კი ატარებს ყოველდღიურად, ხოლო გაბრიელის სათვალე და პენსნე კი მე-19 საუკუნეში გახლავთ დამზადებული.imageწყვილს წვრილმანებიც კი არ ავიწყდება:სარა წელზე შატლენსაც კი ატარებს, საკიდიან აქსესუარს, რომელზეც სხვადასხვა საჭირო ნივთებს ამაგრებენ. პირსაბანის მაგივრობას სურა და ტაშტი უწევთ, თმას კი 130 წლის წინ დამზადებული სავარცხლით ივარცხნიან.imageსაჭმლის მოსამზადებლად წყვილი შეშის ღუმელს იყენებს. მათ სახლში მექანიკურ ხორცის მანქანას, თუჯის ვაფლის საცხობს და სხვა ძველებურ ნივთებსაც მრავლად ნახავთ..



imageსაჭმლის რეცეპტებიც ვიქტორიანული ეპოქისაა: სარა მე-19 საუკუნის კულინარიული წიგნით ხელმძღვანელობს და პურსაც თავად აცხობს.

imageანტიკვარული საწოლის ლეიბიც სარას ხელითაა შეკერილი. მან ის ბუმბულისგან დაამზადა.

imageთავისუფალ დროს წყვილი სეირნობს და წიგნებს კითხულობს.გაბრიელი ველოსიპედების მაღაზიაში მუშაობს, სარა კი მწერალია. კითხვა მათი საყვარელი საქმიანობაა, მათი საყვარელი ლიტერატურა კი მე-19 საუკუნეში დაწერილიი წიგნებია. წყვილი მათ მონდომებით ეცნობა, რომ კიდევ უფრო მიუახლოვდნენ თავისი ცხოვრების სტილით იმ ეპოქას.imageimageყოველ დილით სარა მექანიკურ საათს ქოქავს, წერს ძველებური კალმით, რომელშიც მელანი უნდა ჩაისხას. მწერალი ამბობს, რომ ვიქტორიანულ ეპოქაში ცხოვრება მას ეხმარება თავის წიგნებს მეტი დამაჯერებლობა შესძინოს. მაგალითად, ძველი სამოსის ყოველდღიური ტარება მას ეხმარება წარმოდგენა შეიქმნას დეტალებზე, რომლებიც მეტად ინტიმური იყო საიმისოდ, რომ მათ შესახებ ცნობები შემოენახათ.

imageრათქმაუნდა, თანამედროვე სამყარო თავის წესებს გვკარნახობს:გამომცემლობები ხელნაწერებს აღარ იღებენ, ამიტომ სარას კომპიუტერთან მუშაობაც უწევს. სარას თავისი გვერდიც აქვს ფეისბუქზე, სადაც თავის წიგნებსა და ვიქტორიანულ ეპოქაზე წერს.imageგარდა ამისა, წყვილი კონსულტაციას უწევს რეჟისორებს, პროდიუსერებს და მწერლებს, კითხულობენ ლექციებს და აწყობენ საგანმანათლებლო ღონისძიებებს.

imageსარას და გაბრიელს ხშირად აკრიტიკებენ, ამბობენ, რომ მათ ვიქტორიანული ეპოქიდან მხოლოდ გარეგნული ატრიბუტები აიღეს და რომ სინამდვილეში არაფერი კარგი ამ ეპოქაში არაა:ქსოვილებს ბრიტანეთის კოლონიის ღარიბი მოსახლეობა ამზადებდა მდიდარი ინგლისელებისთვის, ქალებს ხმის უფლება არ ჰქონდათ და უამრავი ადამიანი კვდებოდა ტიფით და ქოლერით. ამის მიუხედავად, წყვილს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავთ, რომლებიც მათი ცხოვრების სტილით აღფრთოვანებულნი არიან.

imageსარა და გაბრიელი ამბობენ:“ჩვენი მიზანი არაა, რომ ზუსტად აღვადგინოთ წარსული, ჩვენ სხვებზე მეტად ვიცით, რომ ეს შეუძლებელია. ჩვენ მსახიობები არ ვართ, სხვა ადამიანებს თავს არ ვაჩვენებთ. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ “ჩვენ" და ვაკეთოთ ის, რაც მოგვწონს. ის, თუ როგორც ვცხოვრობთ-სწორედ ესაა არჩევანის თავისუფლება."


0
198
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
198
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0