x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გოჭივით ვირთხას სამაშველო ოპერაციამ მსოფლიო მედია დაიპყრო(ვიდეო)
imageუჩვეულო სამაშველო ოპერაცია წარმატებით ჩატარდა გერმანიის ქალაქ ბენსჰეიმში. როგორც BBC- იუწყება, ერთ-ერთ ხალხმრავალ ქუჩაზე საკანალიზაციო ლუქის სახურავში დიდი მსუქანი ვირთხა გაიჭედა.



მღრღნელი განწირულად კიოდა, რამაც გამვლელების თანაგრძნობა გამოიწვია, მათ დამოუკიდებლად ვერ შეძლეს ვირთაგვას განთავისუფლება.


"შეშინებული იყო, საშინლად ყვიროდა და ხელთათმანებს კბენდა" - განაცხადა ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელიც ორ შვილთან ერთად დასეირნობდა.


ამის შემდეგ საქმეში პროფესიონალები ჩაერთვნენ, რათა ვირთხას დახმარებოდნენ. შვიდმა მეხანძრემ და სპეციალური სამაშველო აპარატურით აღჭურვილმა სამაშველო განყოფილების წარმომადგენელმა საბოლოოდ "ბრუნვითი მოძრაობით" გაათავისუფლეს ვირთხა, რომელიც დაუყოვნებლივ ჩახტა კანალიზაციაში. მთელი ოპერაცია სამი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.


image



"ის ცხოველებიც კი, რომლებიც მრავალ ადამიანს სძულს, ხანდახან პატივიცემას იმსახურებენ ", - განაცხადა ერთ-ერთმა მაშველმა.

0
311
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
311
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0