x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სვეტლანა ალილუევა-კრემლის პრინცესას კაცები
image

1926 წლის 28 თებერვალს დაიბადა იოსებ სტალინის ერთადერთი ქალიშვილი მეორე ცოლისგან-ნადეჟდა ალილუევასგან -სვეტლანა, ბელადის საყვარელი ქალიშვილი, საბჭოთა ფილოლოგი-მთარგმნელი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, მემუარების ავტორი .1967 წელს დარჩა ემიგრაციაში და მოგვიანებით მიიღო აშშ-ს მოქალაქეობა.

თუმცა დღეს საუბარი გვექნება სვეტლანა ალილუევაზე სულ სხვა კუთხით-"სვეტლანა ალილუევა და კაცები", ქართველის, გერმანელის და ბოშას ნაჯვარი 5-ჯერ იყო გათხოვილი და ამის გარდა საყვარლებიც არ აკლდა, საბოლოოდ მაინც, ყველასგან მიტოვებულს, მარტოობაში ამოხდა სული 2011 წელს, 85 წლის ასაკში.



14 წლის იყო როდესაც ლავრენტი ბერიას ვაჟი სერგო ბერია შეუყვარდა, ბერიას შვილი მასზე ორი წლით უფროსი იყო, სკოლაში მისი საუკეთესო დაქალს, მარფა პეშკოვას(მაქსიმ გორკის შვილიშვილი), სვეტლანა გატაცებით უყვებოდა სერგოზე, თუ როგორ გაიცნო გაგრაში და შესანიშნავი ბიჭი იყო.თვითონ ბერიას არ სურდა მისი ვაჟი ბელადის ქალიშვილზე დაქორწინებულიყო, მრავალი მიზეზის გამო, საბოლოოდ სერგომ სვეტლანას საუკეთესო დაქალი მარფაზე დაქორწინდა, მათი ქორწილის შემდეგაც კი სვეტლანას კარგა ხანი უყვარდა სერგო, რეკავდა, ხმას არ იღებდა და შემდეგ ყურმილს კიდებდა.


imageფოტოზე: სერგო ბერია და მარფა პეშკოვა


40-იანი წლების დასაწყისში სვეტლანას სერიოზული რომანი ჰქონდა მწერალ ალექსეი კაპლერთან, რომელიც მასზე ორჯერ უფროსი, ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ 1943 წელს კაპლერი დაიჭირეს, ინგლისის სასარგებლოდ შპიონაჟი "შეტენეს" და 5 წლის ვორკუტაში გადაასახლეს.

image

1944 წელს სვეტლანა პირველად გათხოვდა, ცოლად გაჰყვა მისი ძმის ვასილის თანაკლასელს გრიგორი მოროზოვს, მასთან გაუჩნდა ვაჟი იოსები, თუმცა მათი ქორწილება დიდხანს არ გაგრძელებულა.

image



1949 წელს სვეტლანა მეორედ გათხოვდა იური ჟდანოვზე, პოლიტბიუროს წევრის, ანდრეი ჟდანოვის შვილზე, მეორე ქმრისგან ქალიშვილი კატია შეეძინა.

image

ამის შემდეგ სვეტლანას რომანი ჰქონდა პოეტთან და მთარგმნელთან.ცოლიან დავით სამოილოვთან, ამის შესახებ მისმა ცოლმა გაიგო და კინაღამ დაასახიჩრა სვეტლანა.


1957 წელს სტალინის ქალიშვილი მესამედ თხოვდება, ამჯერად მისი რჩეული არის, ივან (ჯონი)სვანიძე, რომელიც შორეულ ნათესავად ეკუთვნოდა, მათი ქორწილება სულ ორი წელიწადი გაგრძელდა.



ზუსტად ამავე პერიოდში სვეტლანამ საყვარლად გაიჩინა ცნობილი დისიდენტი ანდრეი სინიავსკი, ქალს ძალზე სურდა მისი ცოლობა, თუმცა სინიავსკი არ ფიქრობდა მასზე დაქორწინებას, სამაგიეროდ სინიავსკის დადებითად იმოქმედა სტალინის ქალიშვილზე პოლიტიკური თვალსაზრისით, იგი "წითელი პრინცესადან" ანტისაბჭოთა პროპაგანდისტად აქცია.

imageფოტოზე: ანდრეი სინიავსკი



1965 წელს ალილუევა მეოთხედ გათხოვდა(ფაქტიურად) ინდოელ ბრაჯეშ სინგხზე, სვეტლანა სსრკ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ანდრეი კოსიგინმა მისი მამის ყოფილ კაბინეტში დაიბარა და სვეტლანას განუცხადა, რომ არ მისცემდა უფლებას უცხოელზე დაქორწინებულიყო, სინგხი ისედაც სასიკვდილოდ დაავადებული იყო და მალევე, 1966 წელს გარდაიცვალა.

image

სვეტლანას მეხუთე ქორწილი უკვე ამერიკაში შედგა ემიგრაციის შემდეგ, 1970 წელს მისი ქმარი არქიტექტორი უილიამ პიტერსი იყო, შეეძინათ ქალიშვილი ოლგა პიტერსი (ამჟამად ცნობილია ფსევდონიმით კრის ევანსი).2 წლის შემდეგ (1972წელს) წყვილი გაიყარა.

image

ამის შემდეგ სვეტლანა ჯერ საბჭოთა კავშირში დაბრუნა(1984 წელს), შემდეგ კი თბილისში გადმოსახლა ქალიშვილთან ერთად (1986 წელს)

მაშინდელმა პირველმა მდივანმა ედუარდ შევარდნაძემ მათთვის თბილისში ცხოვრების ყველა აუცილებელი პირობა შექმნა: მათ თბილისის ელიტურ რაიონში კეთილმოწყობილი სამოთახიანი ბინა გადაეცათ, მათ განკარგულებაში იყო ასევე ავტომანქანა და ფულადი სახსრები. გარდა ამისა, ოლგას მასწავლებლები რუსულ და ქართულ ენებში უფასოდ ამეცადინებდნენ. იგი დაკავებული იყო საცხენოსნო სპორტით. დედა-შვილი მეზობლებს, ქართული მეცნიერებისა და კულტურის წარმომადგენლებს დაუმეგობრდნენ და ხშირად სტუმრობდნენ გორში იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმს.

image

1986 წლიდან სვეტლანა ალილუევა კვლავ აშშ-ში გამეგზავრა.


იქვე გარდაიცვალა 2011 წლის 22 ნოემბერს უისკონსინის შტატის მოხუცთა თავშესაფარში 85 წლის ასაკში კიბოთი.

აღსანიშნავია, რომ მისი დაკრძალვის ადგილი და თარიღი უცნობია.


2012 წელს აშშ-ს ფედერალურმა ბიურომ გაასაჯაროვა საიდუმლო დოკუმენტები, აღმოჩნდა, რომ სტალინის ქალიშვილს ამერიკის სპეცსამსახურები გამუდმებით უთვალთვალებდნენ.

image

ასევე დაგაინტერესებთ:რა ბედი ეწიათ საბჭოთა ბელადების შვილიშვილებს?

1
992
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
992
  
2019, 1 მარტი, 9:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1