ასტროლოგია დაქალის ბლოგი: 5 პრაქტიკული და მარტივი ჯადო კაცის დასატყვევებლად 2019, 28 თებერვალი, 10:41 ჩემს დაქალს ბიჭი მოეწონა. განა, უბრალოდ მოეწონა! უფრო მეტიც, თავს დებს, მიყვარს და მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლიაო. მთელი სადაქალო დავცინოდით, გვეგონა, აზვიადებდა. აბა, ერთი ნახვით შეყვარების ვიღას სჯერა!
როგორც გითხარით, თავიდან სასაცილოდ არ გვყოფნიდა ლიკას სიყვარულის გრძნობით დასნეულება. ამ თემას სერიოზულად მას შემდეგ შევხედეთ, რაც ქალბატონმა გამოგვიცხადა, ჯადო უნდა გავუკეთოო. რატომ უნდა დასჭირდეს ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე გოგოს ბიჭისთვის ჯადოს გაკეთება? ეს შეკითხვა დაქალებსაც გაგვიჩნდა და პასუხმაც არ დააყოვნა: "რა აღარ ვცადე, ფეისბუკზე დავიმატე, სასაცილო გიფებს ვუგზავნი, შეხვედრას ვთავაზობ, თავმოყვარეობის ყველა დონეს გადავაბიჯე და ის კი ხან რას იმიზეზებს, ხან - რას, რომ არ შემხვდეს." იქნებ, შეყვარებული ჰყავს? - გაგვიჩნდა ლოგიკური შეკითხვა, მაგრამ ლიკა თავს დებს, გადავქექე ინტერნეტი და დარწმუნებული ვარ, არავინ არ ჰყავსო. არც იმაში ეპარება ეჭვი, რომ ნამდვილი მამაკაცია და მხოლოდ ქალები აინტერესებს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ლიკამ გიორგისთვის ჯადოს გაკეთება. თავიდან ბევრი ვიცინეთ, მაგრამ ლიკამ სასიყვარულო ჯადოების გუგლში ძებნა და მერე ინგრედიენტების მოძიება რომ დაიწყო, მივხვდით, ჩვენი მეგობარი ნამდვილად არ ხუმრობდა.
ჩვენს დაქალს, ნინის, ბებიამისის მონაყოლი გაახსენდა: „როცა უნდათ ვინმეს თავი შეაყვარონ, აიღებენ ბოქლომს, დებენ კარის ზღურბლზე. როდესაც ადამიანი ამ ზღურბლს გადააბიჯებს, ბოქლომს ჩაკეტავენ და ამბობენ: "როგორც ამ ბოქლომს ვერავინ გააღებს, ასევე ვერავინ ვერ დაგვაშორებს ჩვენ." შემდეგ ბოქლომი უნდა გადამალო ან მდინარეში ჩააგდო თავის გასაღებიანად და ის ადამიანი, რომელზეც ფიქრობ, სამუდამოდ შენი ტყვე იქნება.
ხუმრობა არ გამიტარეს და ლიკამ "სასიყვარულო ჯადო კარტით" დაგუგლა. კარტზე, ჩვეულებრივ, ბოშები ულოცავენ. ესეც "ბოშური ჯადო" აღმოჩნდა. ჩვეულებრივი, 36-კარტიანი სათამაშო დასტიდან უნდა ამოარჩიო 2 კარტი, აქედან ერთი ჯადოს გამკეთებელს აღნიშნავს, მეორე - ჯადოს ადრესატს. ახალგაზრდა გოგონას აგურის დამა აღნიშნავს, ქალს - დამა გული, ახალგაზრდა ბიჭს - აგურის მეფე, ასაკიან მამაკაცს - გულის მეფე, მდიდარ მამაკაცს - ჯვრის მეფე. ეს ორი ამორჩეული კარტი ზევიდან უნდა დაალაგო ყველა დანარჩენ კარტს და ახალი ნემსით გადააკერო ერთმანეთს. ამის შემდეგ მოცემული იყო შელოცვის ტექსტი: კითხვის გაგრძელება > > >
319 2-ს მოსწონს
|