x
image
ღიმილიანი
4 ტიპის მამაკაცი - რომელთან გაქვთ თქვენ ურთიერთობა? გაიგეთ, როგორ უნდა გაარჩიოთ ისინი ერთმანეთისაგან
image

კაცების კატეგორია ძირითადად 4 ნაწილად იყოფა:1) ბიჭი, რომელიც ვერ გაიზარდა; 2) გრძნობებით მოთამაშე; 3) ჩამოუყალიბებელი კაცი და 4) კარგი მამაკაცი.

წარმოგიდგენთ მათ დახასიათებს და თქვენ გაგიადვილდებათ გაანალიზოთ, ვისთან გაქვთ საქმე.


მაშ ასე, დავიწყოთ:



1. ბიჭი, რომელიც ვერაფრით ვერ გაიზარდა



image

ასეთი ტიპის მამაკაცი ყოველთვის ბიჭად დარჩება, მიუხედავად მისი ასაკისა. გაზრდა და ასაკის მატება არასდროსაა ერთი და იგივე. ერთი ჩვეულებრივი მოვლენაა ხოლო, მეორე - პერსონალური არჩევანი. ბიჭი მამაკაცი ნაკლებად ფიქრობს ქალი გააბედნიეროს, მისთვის მნიშვნელოვანი საკუთარი თავის კარგად ყოფნაა. ამიტომ მასთან ერთად ცხოვრება ნიშნავს ყველა მოვალეობის საკუთარ თავზე აღებას, ის უფრო მეტად თავის მოდურ ჩაცმულობაზე იზრუნებს, ვიდრე საერთო საზრუნავზე. ის თქვენს პირად ურთიერთობაზე ყველასთან ილაპარაკებს და დედამისის გავლენის ქვეშ მუდმივად მოექცევა. როცა მისი საყვარელი ქალი რაიმეზე გაბრაზდება, ის საპასუხო რეაქციად უფრო მეტად იწყებს გაბრაზებას და არ იცის, როგორ დააწყნაროს იგი. ის ცუდი ადამიანი კი არაა, უბრალოდ ჯერ კიდევ ბავშვია. როცა მოწიფული ქალი მასზე თხოვდება, იგი გადაიქცევა პატარა გოგონად, რომელიც ვალდებულია ბიჭ მამაკაცს სულ ეკეკლუცოს და მიუხედავად ამისა, ცოტა ხანში ასეთი ურთიერთობა მამაკაცის დაუფიქრებლობისა და უპასუხისმგებლობის გამო ქალისთვის სატანჯველად გადაიქცევა, მამაკაცი ფიქრობს, რომ იგი პატივისცემას იმსახურებს, რადგან ის უკვე დიდია, თუმცა ასაკი ამ შემთხვეაში არაფერ შუაშია.




2. გრძნობებით მოთამაშე




image

სჯობს მარტო დარჩეთ, ვიდრე ასეთი ტიპის კაცთან გააბათ ურთიერთობა. ასეთი მამაკაცი ძალიან ჭკვიანი და ცბიერია და ძირითადად, ჰყავს რამდენიმე პარტნიორი ერთდროულად ან ცდილობს, რომ ჰყავდეს. ისინი კარგად გამოიყურებიან და იციან, როგორ წარმოაჩინონ თავი ქალთა საზოგადოებაში. ის შეიძლება იყოს მდიდარი, მაღალი, ჭკიანი, განათლებული, ცნობილი და რომანტიკული და საწოლშიც ყველაფერი ძალიან კარგად გამოსდიოდეს, მოკლედ, ყველა ის თვისება ჰქონდეს, რაც ქალს ძალიან მოსწონს. ურთიერთობის დასაწყისში ის თავს განსაკუთრებულად გაგრძნობინებთ, რომანტიკულია და ძალიან საყვარელი, ის გეტყვით იმას, რისი მოსმენაც გსურთ და გაჩვენებთ იმას, რისი დანახვაც გინდათ, ის დაუჯერებელ პირობებს მოგცემთ და გეტყვით, რომ სამუდამოდ ეყვარებით, იმისათვის, რომ მიიღოს თქვენი გული და გონება და მთლიანად გააკონტროლოს თქვენი ფიქრები. ასე რომ, ის ყველაფერს გააკეთებს საწოლში თქვენს შესატყუებლად, ამის შემდეგ კი ისტორია მთლიანად შეიცვლება. მისი დამოკიდებულება შეიცვლება ლაპარაკისას და ექნება ნაკლები დრო თქვენთვის და მოგაკლებთ ყურადღებას, თქვენ კი თქვენს თავში დაიწყებთ პრობლემის ძიებას. თქვენ არ ხართ პრობელმა, პრობელა არის ის! მას აქვს ლიმიტირებული დრო, რადგან მას ჰყავს უამრავი ქალი. ძალიან რთულია მასთან თამაშის მოგება, ალბათ, მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ის მატერიალისტ ქალს შეხვდება. ქალი მასთან მოგებული დარჩება, თუ ის სიყვარულის გამო არ ხვდება მოთამაშე მამაკაცს ანდა, თხოვდება მასზე.

მოთამაშე მამაკაცების გულში სიყვარულის ადგილი არაა. ის ქორწინდება მხოლოდ პოტენციურ მსხვერპლთან, რომლისგანაც მოელის რაიმე სარგებელს და არასდროს წყვეტს თამაშს დანარჩენ ქალებთანაც.


3. ჩამოუყალიბებელი მამაკაცი



image


ასეთი ტიპის მამაკაცთან პრობლემა ისაა, რომ მან არ იცის, რა უნდა. ადამიანები იფიქრებენ, რომ თქვენ საუკეთესო ურთიერთობა გაქვთ, როცა სინამდვილეში თქვენ არც კი იცით, რა ურთიერთობა გაქვთ ან რა ელის ამ ურთიერთობას. მას შეუძლია იყოს საოცარი კაცი, მოგცემთ სიყვარულს, მაგრამ დანაშაულებსაც ჩაიდენს და მერე პატიებას მართლა გურლწრფელად გთხოვთ, რადგან მან მართლა არ იცის, რეალურად რა უნდა თქვენგან და არა იმიტომ, რომ ის ცუდი მამაკაცია. რა თქმა უნდა, სიყვარულში არ უნდა იჩქაროთ, მაგრამ ძალიან დიდი განსხვავებაა გულგრილობასა და მოთმინებას შორის. თქვენი ურთიერთობა წარმატებული მხოლოდ იმ მამაკაცთან იქნება, რომელმაც რეალურად იცის, რა უნდა. ამიტომ ასეთ მამაკაცთან ურთიერთობა უბრალოდ დროის კარგვაა. როცა ქალი მის მიტოვებას გადაწყვეტს, ის ყოველთვის ეცდება მის შეჩერებას იმ პირობით, რომ შეიცვლება. ყველაზე დიდი შეცდომა ქალისთვის მომავალი გზის გაგრძელება და ცხოვრების დაგეგმვაა იმ ადამიანთან ერთად, რომელმაც არ იცის სად და რატომ მიდის ან საერთოდ გაჩერებულია ერთ ადგილზე.




და ბოლოს:

4. კარგი მამაკაცი


image

კარგი მამაკაცი საუკეთესო საჩუქარია ყოველი ქალის ცხოვრებაში. ის მოწიფული მამაკაცია და იცის, რა უნდა. ყველა თამაში მომთავრებული აქვს და მზადაა ჰყავდეს ერთი ქალი და იგი გააბედნიეროს. ის იქნება პასუხისმგებლობის მქონე, სანდო და მთელი გულით შეგიყვარებთ. იქნება ძალიან მგრძნობიარე თქვენთან ურთიერთობაში და არასოდეს გამოეპარება, რა გაწუხებთ. ყოველთვის მოგისმენთ, როცა რაიმეს გაზიარება გინდათ და სასარგებლო რჩევებსაც მოგცემთ. თუ ურთიერთობაში რაიმე გაურკვევლობაა, აუცილებლად შეეცდება თქვენი პოზიციის გაგებას და ჩხუბის გარეშე, ლაპარაკით მოაგვარებს პრობლემებს. ის არ დაგპირდებათ, არამედ გააკეთებს. თქვენ იქნებით მისი საუკეთესო მეგობარი და დასაყრდენი. ის იტირებს და იცინებს თქვენთან ერთად. ის მოგენდობათ ყოველგვარი ეჭვების გარეშე და ყოველთვის დაგიტოვებთ თავისუფალ სივრცეს.



image

ბევრი ქალი ფიქრობს, რომ კარგ მამაკაცთან ურთიერთობა ძალიან რთულია ან მათი პოვნა შეუძლებელია, სინამდვილეში ყველა აქამდე ჩამოთვლილ მამაკაცს შეუძლია გახდეს კარგი მამაკაცი, თუ ამას ისინი მოინდომებენ.


რომელთან გაქვთ ან გქონიათ თქვენ ურთიერთობა?

გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!


0
654
2-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
654
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0