x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134397
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
ნიკო გომელაურის პოეზია - ".. არ ვაპირებ მე ჯერ არსად წასვლას..."

image

=მერე რა რომ ზამთარია=

მე მიყვარს თოვა

სიცელქე ანცი

მეც ვემსგავსები

თავგასულ

ყმაწვილს..

მიყვარს ზამთარში სიძუნწე

ფერთა,

მიმოფანტული ველებზე თეთრად,

მიყვარს ნაძვის ხე,

ბუხარი, სითბო..

ის, ვინც საჩუქრებს

ყოველ წელს ითხოვს..

ჩემს ბიჭებთან

როგორ მიყვარს დღის და

ღამის არევა,

რომც გტკიოდეს, რომც გციოდეს,

იქ თქვი ლუდის დალევა..

ჩვენ ერთად ვართ მთავარია

მერე რა რო ზამთარია...

=მე რომ წავალ=

image

მე რომ წავალ ალბათ იტყვის დედა

ეს რა კარგი გამიზრდია შვილი

და ინატრებს ის დღე მისცა ნეტავ.

პირველად რომ დამიკერა ღილი.

როცა წავალ გაიხსენებს მამა

პირველად რომ მნახა უკვე დიდი

კარგია რომ არ გამათამამა

კარგია რომ ასე კარგად მსჯიდი.

წავალ, მჯერა მერე იტყვის ქალი

შესაძლოა დაიღვაროს ცრემლად

ეცოცხლაო, ყოფილიყო მთვრალი

მთავარია ვიქნებოდით ერთად.

მე არ ვიცი რას იფიქრებს შვილი

ალბათ ცუდს და ალბათ ცოტა კარგსაც

თვითონ ვიცი მოვაკელი ხილი

და ვაკლებდი ნაყინსაც და მარწყვსაც.

რას იყვიან ძმები წავალ როცა.

ალბათ იქაც შემფიცებენ ძმობას

ჩემს გარეშე დაიცლება ბოცა

ჩემს გარეშე აყვებიან გრძნობას

იქ კი ვიცი ვინც დამხვდება იტყვის

მუდამ სცდიდა თავის ბედს და წერას

კარგი არ უკეთებია თითქმის

თუ არ ჩავთვლით რაღაც ლექსის წერას

მე მინდა რომ ვუპასუხო ყველას

ქალებს, შვილებს, ჩემიანებს, მასას

მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას

არ ვაპირებ

მე ჯერ არსად წასვლას...

===

image

არ ჩერდებაო დრო,

ვიღაცა ბრძენმა ბრძანა...

და ეთანხმება ბრბო,

ასე არ არის განა?!

-როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა,

დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა...

===

ღმერთს არ ეშლება, როცა თქეშია.

არ ეშლებოდა შექსპირს კაფია.

მე კი, შემინდეთ, ბევრი შემშლია.'

ესეც პატარა ეპიტაფია...

===

ვის გაუგია ივლისში თოვა?!

მაგრამ, თუ მთხოვე, მე თოვლად მოვალ.

მოვალ და შენში ვიპოვი ყვავილს,

რომელიც თოვლის ალერსით ყვავის...

===

წარმომავლობით ძველ-ბერძენია.

სთქვა:ის ვიცი რომ, არა ვიცი რა!

ჩემს საქმეში კი ყველა ბრძენია

- მე რაც არ ვიცი, ისიც იციან...

===

image

წავედი... ალბათ არ ღირდა წასვლა,

არც მოსვლა ღირდა, მაგრამ, ხომ მოხდა,

არც გრძნობაზე ღირს ხაზის გადასმა,

არც, თუ გახაზავ იმაზე ოხვრა.

===

საოცარი უნარია

დარდი წარა-მარა.

დრო ყველაფრის მკურნალია

-ოღონდ ჩემი არა...

===

აღარ გვჯერა სასწაულის

(ამიტომაც გაჭირდა).

არც მომავლის, არც წარსულის...

ადრე, მსგავსი არ გვჭირდა.

0
62
შეფასება არ არის
ავტორი:ლუდმილა 1988
ლუდმილა 1988
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0