x
მეტი
  • 25.04.2019
  • სტატია:89066
  • ვიდეო:339455
  • სურათი:451507
ხელმოწერა- ისტორიული ექსკურსი

ხელმოწერის ინსტიტუტს პიროვნების იდენტიფიკაციაში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია. დღესდღეობით ფიზიკურ, იურიდიულ პირებს, ასევე საერთაშორისო სამართლის სუბიექტებს, სახელმწიფოებს შორის შეთანხმებები, დადებული ხელშეკრულებები თუ გარიგებები ნამდვილობისთვის სწორედ ხელმოწერათა არსებობას და მათ ნამდვილობას საჭიროებენ. დღესდღეობით, ხელმწოწერის როლი იმდენადაა გაზრდილი, რომ მისი ჩვეულებიდან პოზიტიურ სამართალში კოდიფიცირებაც კი მოხდა. იგი განმტკიცებულია როგორც შოდასახელმწიფო სამართლით (კორძო სამართალი: სამოქალაქო სამართალი, შრომის სამართალი, საკორპორაციო სამართალი ა.შ.) ასევე საერთაშორისო სამართლის ისეთი უმნიშვნელოვანესი კოდიფიკაციით, როგორიცაა 1969 წლის ვენის კონვენცია სახელშეკრულებო სამართლის შესახებ.

თუმცა ხელმოწერის ჩამოყალიბებამ დიდი ისტორიული გზა განვლო:

Scribe Gar Ama
პიროვნების იდენტიფიკაციისთვის, მისი სოციალური სტატუსის თუ რანგის დასადგენად და დასამოწმებლად ავტოგრაფიული ხელმოწერა პირველად გაჩნდა დაახლოებით ძვ.წ. 3100-2500 წელს, ანტიკურ ხანაში- ძველ ეგვიპტესა და შუმერში. სწორედ ამ ხალხებმა გამოიყენეს პირველად პიქტოგრაფიული დამწერლობა, რათა სომბლოებისა და ჩანახატების გამოყენებით, მათი თიხის პატარა ნაჭრებზე ამოკვეთით, მოეხდინათ საკუთარი სოციალური სტატუსის თუ პიროვნების იდენტიფიკაცია. ზემოთ წარმოდგენილ ფოტოზე თითოეული ფირფითა ინდივიდუალური ინფორმაციის შემცველ ავტოგრაფიულ ხელმოწერას წარმოადგენს და ადასტურებს მფლობელის პროფესიას, სტატუსს და ვინაობას.


პირველი ხელმოწერა
თუ პირველი ავტოგრაფიული სიმბოლოები აღმოჩენილია შუმერულ თიხის ფირფიტებზე, რომელიც ძვ.წ. 3100-2500 წლით თარიღდება, პირველი ხელმოწერა თარიღდება 1098 წლით. იგი ეკუთვნოდა შუა საუკუნეების ესპანელ, კასტილიელ რაინდს და სამხედრო მეთაურს- ელ-სიდს.

ხელმოწერა და ძველი ქართული სამართალი
ხელმოწერის ინსტიტუტს ყურადღება აქვს დათმობილი ძველ ქართულ სამართალშიც. აღბუღას სამართლის წიგნი (XIV საუკუნე) დიდ ყურადღებას უთმობს ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობისთვის საჭირო გარემოებებსა და წესებს, მათ შორის ხელმოწერის არსებობას- “სყიდვა ასრე უნდა, კარგა გამოძიებით, … კაი მოწმით, წიგნით და ბეჭდით უნდა იყოს”.
ხელმოწერის საჭიროებაზე საუბრობს ძველქართული საანდერძო სამართალიც. როდესაც პირი ადგენდა ანდერძს (“აღთქუმაი”), იგი ხშირად უთითებდა შემდეგ სიტყვებს: “ვჰსწერ ჰაზრისა ჩემსა ყოვლითა ნებითა და ჯერჩინებითა ჩემითა მე… მყოფი სრულისა გონებასა და მეხსიერებასა”. საინტერესოა, რომ როცა ანდერძი დგებოდა სხვისი ხელით, მოანდერძეს მასზე ხელი უნდა მოეწერა ან რაიმე ნიშანი უნდა დაესვა თავისი ნამდვილი ნების დასამოწმებლად.
აქედან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში შუა საუკუნეებიდან აქტიურად გამოიყენება ხელმოწერის ინსტიტუტი.


ფართო გამოყენება
1677 წელს ინგლისის პარმალენტმა მიიღო ე.წ. თაღლითობის სტატუტი (The Statute of Frauds)- კანონი, რომელიც არანდვილად მიიჩნევდა გარკვეულ შეთანხმებებს, რომელთაც თან არ ახლდათ ხელმოწერა. აქედან გამომდინარე, სწორედ მე-17 საუკუნეში მოხდა პირველად ხელმოწერის საჭიროებაზე ხაზგასმა კანონის ძალით და მისი კოდიფიცირება. სწორედ ამ პერიოდიდიდან დაიწყო მისი ფართო გამოყენება.თუ აქამდე ხელმოწერა უბრალოდ პიროვნების იდენტიფიკაციის საშუალებას წარმოადგენდა, ამ პერიოდიდან ხელმოწერის არსებობამ იურიდიული ძალაც შეიძინა.


1869 წელს ახალი ჰემპშირის უზენაესმა სასამართლომ მისაღებად ცნო ტელგრაფების მეშვეობით ელექტრონული ხელმოწერა.
მეოცე საუკუნის 80-იან წლებში კი უამრავმა შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლომ სცნო ფაქსით ხელმოწერილი დოკუმენტები ნამდვილად.


21-ე საუკუნეში ხელმოწერას უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს იურიდიულ თუ ფიზიკურ პირთა შორის დადებულ გარიგებებში, საერთაშორისო შეთანხმებებსა თუ ხელშეკრულებებში. სანივთო სამართალი ზოგიერთი სახის ხელშეკრულებების ნამდვილობისთვის, და თავად ხელმოწერის ნამდვილობისთვისაც კი, ითვალისწინებს ხელმოწერის შესრულებას ნოტარიუსის თანდასწრებით (მაგალითად უძრავი ქონების შეძენისას).

image

დროთა განმავლობაში, კიბერ სივრცის, ვირტუალური სამყაროს განვითარებასთან ერთად, გაჩნდა იმის საჭიროება, რომ შექმნილიყო ორ ან მეტ პირს შორის ინფორმაციის გაცვლისთვის და გარიგების დადებისთვის ხელმოწერის ახალი სახის შექმნა, რაც უზრუნველყოფდა ფიზიკურად არათანამყოფ პირებს შორის კიბერ ურთიერთობის ნამდვილობას, ეფექტურობას.
ამისათვის გამოიყენება ელექტრონული ხელმოწერა. ე-ხელმოწერას ხშირად ვიყენებთ ინტერნეტის საშუალებით ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას. ალბათ ბევრჯერ გვაქვს პროდუქცია შესყიდული ისეთი ვებ-საიტებიდან, როგორებიცაა: ebay, amazon, Aliexpress და სხვა მსგავსი პლატფორმები. პროდუქტის გამოწერისთვის საჭირო წესების შესრულება, ერთი შეხვედით, მარტივად აღსაქმელია, თუმცა ამ ქმედების უკან დგას შედარებით რთულად აღსაქმელი ალგორითმი.
მსგავსი ინტერნეტ საიტების საშუალებით დადებული გარიგებები, რაღა თქმა უნდა, საჭიროებს ხელმოწერას როგორც გამყიდველის, ნების გამომვლენის, ასევე მყიდველის, ნების მიმღების მხრიდან.
განსხვავებით ხელით შესრულებული ხელმოწერისგან, ელექტრონული ხელმოწერა წარმოადგენს მათემატიკურ ციფრთა ერთობლიობას.
ე-ხელმოწრის სახეებიდან ყველაზე ეფექტური და ხშირად გამოყენებადია ციფრული ხელმოწერა, რომელიც შედგება 2 გასაღებისგან (ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ციფრთა ერთობლიობისგან). პირველი გასაღები არის ღია. მისი ნახვა შეუძლია ყველას, რათა ადრესატმა შეამოწმოს გამომგზავნის, ნების გამომვლენის ვინაობა. რაც შეეხება დახურულ გასაღებს, ის მხოლოდ ნების გამომვლენისთვისაა ცნობილი და გამოიყენება ნების გამოვლენის დადასტურებისას.
უფრო ადვილად აღსაქმელი რომ გახდეს, წარმოვიდგინოთ, რომ ინტერნეტ ვებ-საიტიდან ვყიდულობთ გარკვეულ პროდუქტს. ჩვენ, მომხმარებელი, პირველ რიგში, ვამოწმებთ გამყიდველის ვინაობას, ამისათვის კი გვეხმარება ციფრული ხელმოწერის ღია გასაღები. პროდუქტის შეძენის შემდეგ საჭიროა გამყიდველის მხრიდან ნების დადასტურება, რომ ის თანახმაა, მოგვყიდოს არჩეული პროდუქტი. ამისათვის გამყიდველი იყენებს ციფრული ხელმოწერის დახურულ გასაღებს და ადასტურებს ნების გამოვლენას. მსგავსი ხელმოწერების გამოყენების პროცესი არც ისე რთილია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. თანამედროვე კომპიუტერული პროგრამები საკუთარ თავზე იღებს მსგავსი პროცესის წარმართვას და გვიმარტივებს მომხმარებლებს ინტერნეტ პლატფორმებით სარგებლობას.


ავტორი: შალვა ქიტესაშვილი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი.

0
7
შეფასება არ არის
ავტორი:შალვა ქიტესაშვილი
შალვა ქიტესაშვილი
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0