x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
რა ცვლილებები განახორციელა დედოფლისწყაროს საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე
image


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ნუგზარ პაპიაშვილის ხელმძღვანელობით საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა დაამტკიცეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 2019 წელს დასახლებებში დასაფინანსებელი პროექტები. სხდომას მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილიც ესწრებოდა.


სხდომაზე საკრებულომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მისცა, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება - სპეცმანქანა „გრეიდერი მმზ 4502“ უსასყიდლოდ, სარგებლობის უფლებით გადასცეს ა(ა)იპ „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კომუნალური მომსახურების ცენტრს“.



„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტების ფონდმა“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა გაზარდა და განსახორციელებელ პროექტებს კიდევ ერთი -„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქ. დედოფლისწყაროში შიდა საავტომობილო გზებზე გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაცია“ დაემატა. აღნიშნული პროექტი საკრებულომ 2018 წლის 20 დეკემბრის N37 განკარგულებით დამტკიცებულ დანართში შეიტანა.



საკრებულოს გადაწყვეტილებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების ნაწილში განხორციელდა ცვლილება და ის 894, 9 ათასი ლარით გაიზარდა. მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსება გაიზარდა 1 89, 5 ათასი ლარით, წყლის სისტემის რეაბილიტაციის დაფინანსება - 46, 6 ათასი ლარით, სპორტული მოედნების მოწყობისათვის გამოყოფილ თანხას დაემატა 88, 1 ათასი ლარი, გარე განათების მოწყობისთვის გამოყოფილ თანხას - 55, 5 ათასი ლარი, კეთილმოწყობის ღონისძიებების დაფინანსება გაიზარდა 164, 0 ათასი ლარით, სკოლების რეაბილიტაციის დაფინანსება - 180, 0 ათასი ლარით, მერიის დაქვემდებარებაში არსებული შენობების რეაბილიტაციის დაფინნსება 85, 8 ათასი ლარით, ხოლო სკოლამდელი დაწესებულებების შენობების რეაბილიტაციის დაფინანსება - 28, 2 ათასი ლარით.

0
37
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0