x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
აბსოლუტურად შოკისმომგვრელი კადრები: ზურგში დანაგაყრილმა მამაკაცმა საავადმყოფო დატოვა, რათა... სიგარეტი მოეწია
ზომბი

ზოგიერთები ძალიან ბევრს ვსაუბრობთ ცხოვრების ჯანსაღ წესზე, სიცოცხლის გახანგრძლივების მეთოდებზე, ვვარჯიშობთ, არ ვეწევით სიგარეტს, ალკოჰოლს ან სრულებით არ მოვიხმართ, ან თუ მოვიხმართ, ძალიან იშვიათად, სიცივეში ვიცვამთ თბილად, ვაკონტროლებთ საკვებს, რისი შეჭმაც გვიწევს, ვიღებთ თევზის ქონს, ვიხეხავთ კბილებს...


მოკლედ, ვაკეთებთ ყველაფერს, რათა სიცოცხლე გავიხანგრძლივოთ და რატომ?


რატომ ვაკეთებთ ამ ყველაფერს?



რატომ და ჩვენ სულაც არ ვფიქრობთ, რომ უკვდავები ვართ.


მაშინაც კი არ ვფიქრობთ, რომ უკვდავები ვართ, როცა აბსოლუტურად ჯანმრთელები ვართ და არაფრის გვეშინია.


რატომ და ჩვენ გვინდა სიცოცხლე.


ზოგიერთებს კი შეუძლიათ, მაშინაც კი სჯეროდეთ, რომ უკვდავები არიან, როცა ზურგში უზარმაზარი დანა აქვთ ჩარტყმული. მათ შეუძლიათ, ასეთ მდგომარეობაში მყოფები მშვიდად გაემართონ...


სიგარეტის მოსაწევად.


საავადმყოფოს გარეთ.


მინუს 10 გრადუს ყინვაში.


თითქმის სრულიად შიშვლები.


სწორედ ასე მოიქცა რუსეთში 34 წლის მამაკაცი, რომელსაც ვლადიმირს ეძახდნენ და რომელსაც ზურგში უზარმაზარი დანა ჰქონდა ჩარტყმული და ჩატოვებული.


დანა მამაკაცის სხეულში ტარამდე იყო შესული.


მამაკაცს სისხლი სდიოდა.


"შენ მოკვდები, " ეუბნებიან ვიდეოში ექიმები მამაკაცს.


კიდევ ერთი საოცრება: მამაკაცს სიგარეტი ხელში არ უჭირავს. საავადმყოფოს ეზოში ზურგში დანით ის მიემართება, რათა...


სიგარეტი სთხოვოს ვინმეს, ვინც გარეთ შემთხვევით შეხვდება.


ერთმა ჩემმა ფრენდმა ფეისბუკზე დაწერა, ეს ვიდეო რომ ვნახე, ზურგში დანაგაყრილი მამაკაცი თავდაპირველად ზომბი მეგონაო.


ჩემ ფრენდს ეს მამაკაცი ეგონა ზომბი-აპოკალიფსის ჟანრის ფილმის პერსონაჟი. მან თავდაპირველად ვერც კი დაუშვა, რომ ეს იყო რეალური ადამიანი, რომელიც ზურგში დანით, საცვლის ამარა გაემართა საავადმყოფოს გარეთ, საშინელ ყინვაში, რათა ვიღაცისთვის სიგარეტი ეთხოვა.


ბოლოს აი, როგორ დამთავრდა ეს ისტორია: ექიმებმა მამაკაცი როგორც იქნა, დაარწმუნეს, რომ სიგარეტის მოწევის განზრახვისგან თავი შეეკავებინა, დააბრუნეს პალატაში, ამოუღეს დანა, ჭრილობა გაუკერეს და გადაარჩინეს.


და მათ კიდევ ერთხელ (ვინ იცის, მერამდენედ) იხსნეს იმ ადამიანის სიცოცხლე, რომელსაც სიცოცხლე არ სურდა.

0
321
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
321
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0