x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134365
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508436
კენდალ ჯენერმა, კორტნი და ქლოე კარდაშიანმა საერთო, მაცდურ ფოტოსესიაში მიიღეს მონაწილეობა

imageმაშინ როცა 38 წლის კიმ კარდაშიანმა, ტერი მუგლერის ჩვენებაზე, მონრეალში, კვლავ გააოცა საზოგადოება თავისი გამომწვევი ჩაცმულობით, მისმა დებმა, 39 წლის კორტნი, 34 წლის ქლოე და 23 წლის კენდალი, დრო ნამდვილად არ დაკარგეს - ისინი შეიკრიბნენ, რათა მონაწილეობა მიეღოთ საერთო, მაცდურ ფოტოსესიაში.

imageimageცნობილი ოჯახის წარმომადგენლებმა გადაღებისთვის ზედმეტად პიკანტური ლუქები არჩიეს: ქლოესა და კორტნის ბრჭყვიალა, გამჭირვალე კოსტუმები ემოსათ. კენდალს კი - მუქი-წითელი ლატექსის მინი კაბა, რომელსაც თეთრი, მაღალ ყელიანი ხელთათმანი ავსებდა. რეალითი-შოუს ვარსკვლავებმა რამდენიმე ფოტო გადაიღეს( მათ შორის ერთ-ერთმა ძლიერ აღაფრთოვანა საზოგადოება, კერძოდ, კენდალსა და ქლოეს ხელი კორტნის საჯდომზე უდევთ), რომლებიც, შემდგომ, დებმა საკუთარ Instagram-ზე განათავსეს.

imageimageთუ რა იყო ზუსტი მიზეზი ფოტოსესიისა, უცნობია. თუმცა, თუკი ინტერიერის მიხედვით ვიმსჯელებთ, ის სახლის პირობებში განხორციელდა. სავარაუდოა, რომ ამ ფოტოსესიით კენდალმა და კორტნიმ სცადეს ქლოეს ყურადღების გადატანა პირადი პრობლემებისგან. შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ ქლოეს უღალატა მისმა შეყვარებულმა და მისივე შვილის მამამ - ტრისტან ტომპსონმა კაილი ჯენერის უახლოესს დაქალთან - ჯორდინ ვუდსთან.

imageქლოეს მისმა გამომწერებმაც დაუჭირეს მხარი, რომლებმაც, თავისმხრივ, აღნიშნეს, რომ ვარსკვლავი შესანიშნავად გამოიყურება.

- " ტრისტანმა ბევრი დაკარგა".

- "ქლოე, ულამაზესი ხარ!".

- დაუწერეს მას Instagram-ზე.

image

0
98
შეფასება არ არის
ავტორი:ინ. ოპტიმისტი
ინ. ოპტიმისტი
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0