x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ისინი დაბრუნდებიან, ისინი კვლავ გვასწავლიან. ისინი გვაკვირდებიან- ამბობენ ბრაზილიელი მკვლევარები
image


უცხო ცივილიზაციასთან კონტაქტი ჯერჯერობით არ შემდგარა, არა იმის გამო, რომ კაცობრიობა განვითარების პროცესში ჩამორჩება, არამედ, იმიტომ, რომ უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლებს კონტაქტის სურვილი არა აქვთ.

ეს აზრი ბრაზილიელმა მკვლევარებმა გავრცელეს. ერიხ დანიკენისა და ჯორჯიო ცუკალოსის განცხადებით, უცხოელებმა იციან დედამიწის არსებობის შესახებ და მზად არიან დაბრუნდნენ. მაგრამ ეს დღე ხელოვნურად გადაიდო, რადგან, მათ იციან დედამიწელების არაკეთილგანწყობის შესახებ.

უძველეს დროში დედამიწელები და სხვა პლანეტების მაცხოვრებლები მჭიდროდ ურთიერთობდნენ. ეს უკანასკნელები აქტიურად ეხმარებოდნენ დედამიწელებს, ისინი მათში ხედავდნენ ღმერთებს, რომლებიც მათ ეხმარებოდნენ.


შემდგომში ადამიანურმა ცივილიზაციამ დამოუკიდებლად დაიწყო განვითარება. დედამიწელები იმედოვნებდნენ, რომ პლანეტაზე დაამყარებდნენ წესრიგს და სამყაროს დაიპყრობდნენ. ხალხმა დაიწყო ომი. უცხოელებს არ უნდათ, რომ ახლა დაგვიკავშირდნენ და ელოდებიან ხალხი როდის მიხვდება, რომ არასწორი გზა აირჩიეს. ჩვენ ვანადგურებთ ჩვენს პლანეტას, ჩვენს საკუთარ თავს.

ადრე ყველა თვლიდა, რომ ერთმანეთის ძმები და დები იყვნენ. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ როდესაც დედამიწელები შეცდომებს გამოასწორებენ, უცხოპლანეტელები თვითონ დაგვიკავშირდებიან.

გარდა ამისა, მკვლევარები მიიჩნევენ, რომ უცხოელები, შესაძლოა, უკვე დედამიწაზე იყვნენ.

ბევრი მეცნიერი მხარს უჭერს ბრაზილიელი ექსპერტების თეორიას. არსებობს ვერსია, რომლის მიხედვითაც ჩვენი პლანეტა არის ექსპერიმენტის ბაზა. ალბათ, ჩვენ ვართ ექსპერიმენტული კურდღელი ან სადამკვირვებლო ობიექტები. ასევე, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სხვა ცივილიზაციები ჩვენთან კონტაქტზე არ მოდიან არა იმის გამო, რომ ენა არ იციან. ისინი გვაკვირდებიან, სწავლობენ, ეცნობიაბ ჩვენს იარაღს, პოლიტიკურ სისტემებს.

ჩვენ არ ვართ განვითარების გვირგვინი და ევოლუციის მწვერვალი. ჩვენ მხოლოდ კოსმოსურ სივრცეში არსებული მილიონი სახეობიდან ვართ ერთ-ერთი. ისინი დაბრუნდებიან, ისინი კვლავ გვასწავლიან. ისინი გვაკვირდებიან- დარწმუნებული არიან მკვლევარები.

1
438
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
438
  
2019, 26 თებერვალი, 16:31
ერიხ დენიკენი ავსტრიელია და ცუკალოსი ბერძენი. ბრაზილიელი არცერთია :)
0 1 1