x
image
ღიმილიანი
როგორ დავამზადოთ ნატურალური შამპუნი სახლის პირობებში - ძალიან მარტივი და სასარგებლო რეცეპტი, როგორც თქვენი ჯანმრთელობისთვის, ასევე ბიუჯეტისთვის
იცოდით, რომ სახლის პირობებში შეგიძლიათ თქვენი შამპუნის დამზადება?

თანაც ეს ძალიან იაფი დაგიჯდებათ.

გთავაზობთ შამპუნის დამზადების გამოცდილ მეთოდს, რომლის საშუალებითაც დაზოგავთ ყოველთვიურად თანხას და მისი გამოყენების შემდეგ დარწმუნდებით, რომ იგი სჯობს ბევრ სხვა ადრე ნაცად შამპუნს.

imageგვირილას ნაყენი

რა დადებითი თვისებები აქვს?


– არის ნატურალური, ბევრი ქიმიური დანამატის გარეშე

– არ სჭირდება ბევრი დრო დასამზადებლად და არც ბევრი ენერგია

– თმებს სძენს ბზინვარებას

– გამომშრალი კანისთვის ძალიანს სასარგებლოა

- აქრობს ქერტლს

- თმებს მატებს მოცულობას



როგორ მოვამზადოთ:

დაგჭირდებათ ადუღებული წყალი, ნატურალური საპონი, გლიცერინი, რომელსაც თავისუფლად შეიძენთ აფთიაქებში და გვირილა.


imageნატურალური საპონი

ორი ჩაის კოვზი გვირილა ჩაყარეთ ნახევარ ლიტრიან ქილაში, დაასხით 150 მილიგრამი ადუღებული წყალი და 5 წუთი გააჩერეთ.

გახეხეთ ნატურალური საპონი და ასევე ორი ჩაის კოვზი მოათავსეთ სხვა ნახევარ ლიტრიან ქილაში, ამასაც დაუმატეთ 200 მილიგრამი ადუღებული წყალი, შემდეგ კარგად აურიეთ, იქამდე, სანამ არ გადნება.

ამის შემდეგ გვირილის ქილიდან გადაწურეთ გვირილის ნაყენი საპნიან ქილაში და კარგად აურიეთ, შედეგად გექნებათ 350 მილიგრამი სითხე, რომელსაც უნდა დაუმატოთ ერთი ჩაის კოვზი გლიცერინი.


ორი საათის შემდეგ სითხე დაიწყებს გამკვრივებას და თქვენი ნატურალური შამპუნიც მზადაა!



გაფრთხილება: რადგან შამპუნს არ აქვს ბევრი ქიმიური დანამატი, თმაზე დატანისას აქაფების შემდეგ ძალიან ტენიანი ხდება, თუმცა როგორცვე გაშრება, თმა იძენს ბზინვარებასა და მოცულობას.




0
1217
2-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
1217
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0