x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
" განსაცდელები მოთმინებას გვასწავლის, მოთმინებაში იმედი ცოცხლდება და სადაც იმედია, იქ ღმერთი მთელი სისავსით შემოდის" - ამონარიდები მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგებიდან
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე თბილისის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარია.


image

მისი ქადაგებები საკმაოდ ცნობილია საზოგადოების დიდი ნაწილისათვის. იგი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ლექციებში, დისკუსიებში და საზოგადოებისათვის საინტერესო თემებს განიხილავს, ასევე ხშირად ეწყობა მასთან შეხვედრები კითხვა–პასუხის რეჟიმში. ხოლო ყოველ ოთხშაბათს, ღამისთევის შემდეგ, მის მრევლს საშუალება აქვს მასთან ერთად ათონის დარბაზში ცხელი ყავა ან ჩაი მიირთვას და ერთი საათის განმავლობაში, როგორც თვითონ უწოდებს, მას "პროვოკაციული" კითხვები დაუსვას.


გთავაზობთ ნაწყვეტებს მისი ქადაგებიდან:


ბოროტების არ უნდა შეგვეშინდეს, საერთოდ ძალიან ხშირად არის ხოლმე, მე პირადად ყოველ წამს ვაწყდები განსაცდელებს, თითოეული თქვენგანი აწყდება განსაცდელებს. მოდიხართ, აღსარებაში საუბრობში და თქვენ ნერვიულობთ, დარდობთ წვალობთ და ა.შ. ტირიხართ ზოგ შემთხვევაში, გეშინიათ, რომ რაღაც ხდება, ესეიგი ეს თქვენთვის მოულოდნელია, გაურკვევლობა მომავალში და მე ყოველთვის გეუბნებით ხოლმე, ნუ გეშინიათ ბოროტების...


წმინდა წერილი გვასწავლის, რომ სულ პატარა უმნიშვნელო რამ რომ აიღოთ ცხოვრებაში, ისიც კი ღვთის განგებულების გარეშე არ ხდება.


ადამიანს შეიძლება რწმენა შეერყას და თვით ღმერთი უარყოს - არი კი ღმერთი? ეს როგორ ხდება? ან მიმატოვა ღმერთმა!

თუ შენ არავითარ შემთხვევაში არ ხარ ურწმუნო და შენი არჩევანი არის, რომ არის ღმერთი, შენთან მოსული ადამიანად, გამოდის ის, რომ ღმერთმა დაუშვა ყველაფერი ის, რაც ხდება. თუ ღვთისგან არის და მე ამის მწამს, რატომ არ უნდა მქონდეს იმედი?

ასეთი განსაცდელები მოთმინებას გვასწავლის და მოთმინებაში იმედი ცოცხლდება და სადაც იმედია, იქ ღმერთი მთელი სისავსით შემოდის და შემთხვევით არ ხდება, იმიტომ ხდება ეს ყველაფერი, რომ მე ეს მჭირდება... მჭირდება და უნდა მქონდეს რექცია სწორი:

რაღაცა მოხდა ისეთი, რომ მე შემაწუხა, დამთრგუნა... უნდა დავწვა კითხვა

- რატომ მოხდა ეს ჩემს ცხოვრებაში?

წარმოიდგინეთ მძღოლი, რომელსაც მანქანა ჰყავს და კვირაში ერთხელ მანქანას ამტვრევს, ნუ ისე ამტვრევს, რომ გადარჩება ხოლმე.

ყოველი მანქანის დამტვრევის შემდეგ ვეკითხები

- აბა, რა მოხდა?

- რა გზებია, როგორი შუქნიშნებია, როგორ დადიან ეს ქართველი მძღოლები, ეს ქალები მანქანაზე საერთოდ არ უნდა დასვა, ეს ტაქსისტების საერთოდ მტრისას, ეს მარშუტკები საშინელებაა.

ყოველ ავარიაზე მოდის და ყვება ამ ისტორიებს, რა საშინელება ხდება ქუჩაში, ერთხელ, ორჯერ, ათჯერ, ასჯერ. რას იფიქრებ? ხომ იფიქრებ რომ ეს ადამიანი ცოტა არაადექვატურია?!

- რატომ?

- ვერ მიხვდი,

რომ ეს გარემო ესეთია და შენ გაქვს პრობლემა, შენ უნდა შეიცვალო, შენში უნდა შეცვალო რაღაც ისე, რომ აი, ამ რეალობაში შენ ყოველ კვირა ავარია არ მოგივიდეს.

ჩვენ ძალიან ხშირად, როცა ჩვენს გარშემო რაღაც პრობლემებია, გარეთ ვიყურებით, იმის ბრალია, იმის ბრალია, იქ ესეთია და შე დალოცვილო, ჩაიხედე შიგნით და რაღაცა შეცვალე.

ეს ხდება იმისთვის, რომ ღმერთმა დაგანახვოს - შენ გჭირდება ცვლილება, შენს სულიერ ცხოვრებას ახალი რამ უნდა შემატო, ახალ საფეხურზე აიყვანო. მეტამორფოზა შენში შეჩერდა ანუ შენში სინანული შეჩერდა და ის უნდა გაგრძელდეს, ეს ყველაფერი იმიტომ მოდის, რომ ახალი ეტაპი დაიწყოს შენს ცხოვრებაში და კი არ უნდა გაბოროტდე, კი არ უნდა დაითრგუნო, არამედ პიქით, საბრძოლველად განემზადო. საბრძოლველად არა ადამიანებისადმი, არამედ საკუთარი დაცემული ბუნების წინააღმდეგ და იბრძოლო იმისათვის, რომ ღმერთისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.



ქადაგების სრულად მოსასმენად, ნახეთ ვიდეო:



სტატიის ავტორი: ანი სპარსიაშვილი





0
207
2-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
207
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0