x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134498
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508558
ავსტრალიაში პედოფილიის ბრალდებით გაასამართლეს აქამდე არსებული ყველაზე მაღალჩინოსანი მღვდელი
image
ავსტრალიაში გაასამართლეს უმაღლესი იერარქიის კათოლიკე მღვდელი, რომელიც ბრალდებულია ბავშვების მიმართ განხორციელებულ სექსუალურ ძალადობაში .



77 წლის კარდინალი ჯორჯ პელი არის ვატიკანის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იერარქიის წევრი, მას ბრალად ედება სექსუალური ძალადობა ბავშვების მიმართ, სასამართლომ მისი ბრალეულობა 5 შემთხვევაში სცნო.


ეს ხდებოდა ძირითადად 1970 - 1990 წლებში, შემდეგ კი 1996-1997 წელს, მალევე, როდესაც იგი გახდა მელბურნის არქიეპისკოპოსი, მელბურნის სასამართლომ განაჩენი ჯერ კიდევ დეკემბერში გამოიტანა, თუმცა სასამართლომ გამოიყენა დუმილის ფიცის უფლება.

image




.


განმეორებითი სასამართლო 27 თებერვალს გაიმართება, მაღალჩინოსან მღვდელს 50 წელი პატიმრობა ელოდება.


კარდინალი ჯორჯ პელი იერარქიით მესამე ფიგურაა ვატიკანში, ხელმძღვანელობდა დე-ფაქტოდ ფინანსურ საკითხებს და ძალზე ახლოს იყო რომის პაპთან ფრანცისკოსთან, პელი მას შემდეგ გადააყენეს თანამდებობიდან, როდესაც გასული წლის დეკემბერში მის მიმართ სასამართლომ განაჩენი გამოიტანა.


ავსტრალიის მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში აქამდე აკრძალული იყო ამ პროცესის გაშუქება, ინფორმაციის გაჟონვის შემთხვევაში დანიშნული იყო მსხვილი ჯარიმა და პატიმრობაც კი.


"ეს შემთხვევა საზოგადოებრივი თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.ნაფიცმსაჯულთა და სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდა ხალხი და მედია მთელი მსოფლიოდან, ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება გამომეყენებინა დუმილის უფლება მონაცემთა გამოქვეყნების თაობაზე "-განმარტა მელბურნის საქალაქო სასამართლოს მთავარმა მოსამართლემ პიტერ კრიდმა.

0
259
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
259
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0