x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პაკო დე ლუსია-მსოფლიოს საუკეთესო გიტარისტი ფლამენკოს სტილში
image
5 წლის წინ
, 2014 წლის 26 თებერვალს 66 წლის ასაკში მექსიკაში გულის შეტევით გარდაიცვალა ესპანელი კომპოზიტორი და ვირტუოზი გიტარისტი, ფლამენკოს მეფე პაკო დე ლუსია(ნამდვილი სახელი ფრანცისკო გუსტავო სანჩეს გომესი)



დაიბადა 1947 წლის 21 დეკემბერს ქალაქ ალხესირაში მუსიკოსის ოჯახში, ხუთი შვილიდან იგი ყველაზე უმცროსი იყო.მამამისი ანტონიო სანჩეს პესინო ფლამენკოს გიტარისტი იყო, აღსანიშნავია, რომ მისი ძმებიც მუსიკოსები იყვნენ, პაკო დე ლუსიამაც (ფსევდონიმი მოგვიანებით დედის სახელიდან-პეპე დე ლუსიადან აიღო)5 წლის ასაკიდან აიღო ხელში გიტარა და ალხესირას ქუჩებში უკრავდა.



1958 წელს 11 წლის ასაკში მოხდა მისი პირველი სახალხო გამოსვლა ალხესირას რადიოში, ხოლო14 წლის იყო, როდესაც საკუთარ ძმასთან, პეპესთან ერთად ჩაწერა პირველი კომპოზიცია Los Chiquitos de Algeciras.



1960-იანი წლების დასაწყისში იგი საგასტროლოდ მიემგზავრება ხოსე გრეკოს ფლამენგოს მოცეკვავეთა დასთან ერთად, გარდამტეხი გამოდგა მუსიკოსისთვის 1963 წელი, როდესაც ნიუ-იორკში იგი ხვდება საბიკასს და მარიო ესკურედოს, სწორედ მათ ურჩიეს პაკო დე ლუსიას შეექმნა საკუთარი კომპოზიციები.ამავე პერიოდში ჩაწერა სამი ალბომი გიტარისტ რიკარდო მოდრეგოსთან ერთად: Dos guitarras flamencas (1964), 12 canciones de García Lorca para guitarra და 12 éxitos para 2 guitarras flamencas (1965). ხოლო მისი სოლო სადებიუტო ალბომი La fabulosa guitarra de Paco de Lucía გამოვიდა 1967 წელს, ამავე წელს იგი ბერლინის ჯაზ -ფესტივალზე გამოვიდა.



1970-იანი წლებიდან მოყოლებული პაკო დე ლუსია უშვებს ინოვაციურ ალბომებს, საზოგადოებამ ფლამენკო მიიღო, როგორც რევოლუციური გარდატეხა, განსაკუთრებით ეს შეინიშნება ალბომში El duende flamenco de Paco de Lucía (1972)ხოლო ალბომი Fuente y caudal გახდა ყველაზე გაყიდვადი ესპანური ალბომი რამდენიმე თვის განმავლობაში.

1979 წელს პაკო დე ლუსია სხვა ვირტუოზ გიტარისტებთან ჯონი მაკლაფინთან და ლარი კორელთან ერთად ქმნის ტრიოს და მიემგზავრება ევროპაში საგასტროლოდ, მოგვიანებით გამოდის ამ ტურნეს ვიდეოჩანაწერი, რომელიც ლონდონის როიალ ალბერტ-ჰოლშია ჩაწერილი.



"მათ მასწავლეს და მეც ვსწავლობდი, არასდროს მისწავლია მუსიკა და არ შემეძლო მესწავლა ჰარმონია, რადგან საკმარის დისციპლინას არ ვფლობდი, მაკლაფინთან და კორელთან დაკვრამ ეს შემაძლებინა"-აღიარა მუსიკოსმა ერთ-ერთ ინტერვიუში, 1981 წელს კორელი შეცვალა ელ დი მეოლამ, 1981 წელს გამოდის ყველაზე წარმატებული ალბომი Friday Night in San Francisco, რომელიც მილიონ ეგზემპლარზე მეტი გაიყიდა და გაზარდა ფლამენკოსადმი ინტერესი, როგორც აშშ-ში, ისე ევროპაში.

1983 წელს პაკო დე ლუსიამ ითამაშა ფილმში "კარმენი", რისთვისაც BAFTA- პრემიაზე იყო ნომინირებული საუკეთესო მუსიკისთვის.ამავე 80-იან წლებში პაკო დე ლუსია ქმნის მუსიკას კიდევ რამდენიმე ფილმისთვის .

1986 წელს პაკო დე ლუსიამ კონცერტი გამართა საბჭოთა კავშირში.

1990 წელს გამოდის ალბომი Zyryab, რომელიც ამერიკელ ვირტუზო ჯაზურ პიანისტთან ჩიკ კორიასთან ერთად არის ჩაწერილი.

1995 წელს პაკო დე ლუსიამ ბრაიან ადამსთან ერთად ჩაწერა სიმღერა Have You Ever Really Loved a Woman?, რომელიც მრავალი ქვეყნის ჰიტ-აღლუმების სათავეში მოექცა.

2004 წელს პაკო დე ლუსიას გადაეცა პრინც ასტურიასის პრემია (ესპანეთი)

სიცოცხლის უკანასკნელი წლები პაკო დე ლუსია მექსიკაში ცხოვრობდა, გარდაიცვალა 2014 წლის 26 თებერვალს კანკუნის პლაჟზე გულის შეტევით.

0
74
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0