x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
მე-6 და მე-10 კლასებში გამოცდები წელს აღარ დაინიშნება

მე-6 და მე-10 კლასებში გამოცდები წელს აღარ დაინიშნება


image


რამდენიმე დღის წინ განათლების სამინისტროს მიერ გავრცელდა ინფორმაცია მე-6 და მე-10 კლასებში გამოცდების ჩატარების შესახებ. თუმცა, დღეს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ განაცხადა, რომ გამოცდები ამ კლასებშ ამჯერადაც მოიხსნა.

"გვინდა, რომ უკვე შემოდგომიდან დავიწყოთ მ-10 კლასის მოდელის და ინსტრუმენტების პილოტირება. ეს იმას ნიშნავს, რომ წელს გამოცდების დამატება არ მოხდება არც მე-6 და არც მე-10 კლასში.

ახალ მოდელზე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ და გვსურს, რომ 2020 წლის ზაფხულისთვის ახალი ინსტრუმენტი დავნერგოთ და ეს იქნება საყოველთაო გამოცდების სახით", - თქვა ირინა აბულაძემ.



რამდენიმე დღის წინ მინისტრის მოადგილემ მე-11 მე-12 კლასის სამომავლო ბედზეც ისაუბრა:



„რაც შეეხება მე-11 და მე-12 კლასებს, არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი აკადემიური მომზადების. უნივერსიტეტები დღეს ამბობენ, რომ წლიდან–წლამდე უარესდება სტუდენტთა კონტინგენტი, წერა არ იციან, კითხვა არ იციან, აკადემიურად მზად არ არიან უნივერსიტეტისთვის. ზუსტად ეს უნდა უზრუნველყოს სკოლამ ბოლო კლასში. ახალი პროგრამა, რომელსაც ჩვენ 2020 წელს მე-11, მე-12 კლასებისთვის დავამტკიცებთ, იქნება ისეთი, როგორიც ბევრ მოწინავე ქვეყანაშია, მაგალითად ესტონეთში, ეს იქნება წინარე აკადემიური პროგრამა, რომელიც ცხადია, მოამზადებს ჩვენს ახალგაზრდებს“, – დასძინა ირინა აბულაძემ.


---------------------------------------------------------------------------------

ამავე თემაზე

---------------------------------------------------------------------------------

>>> მნიშვნელოვანი ცვლილებები სასწავლო მოდულში

---------------------------------------------------------------------------------

>>> მე-11 და მე-12 კლასის საატესტატო გამოცდები ოფიციალურად უქმდება

---------------------------------------------------------------------------------

>>> ზოგადი უნარების გამოცდა უქმდება

---------------------------------------------------------------------------------

>>> 2020 წლიდან ბარიერს თითოეულ პროგრამაზე თავად უნივერსიტეტი დაადგენს


---------------------------------------------------------------------------------

>>> მოსწავლეებს თითოეულ საგანში კომპეტენციის დადასტურება ისევ მოუწევთ – გამოცდები კვლავ ჩატარდება!

---------------------------------------------------------------------------------

>>> შესაძლებელია თუ არა მე-12 კლასის გამოცდები წელსვე გაუქმდეს?

---------------------------------------------------------------------------------

>>> ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი: რატომ არის საჭირო ზოგადი უნარების გამოცდა?...

---------------------------------------------------------------------------------

>>> მე-12 კლასელების პროტესტი განათლების სამინისტროს - წაიკითხეთ თუ რა კომენტარებს აკეთებენ ისინი:''ჩვენ ვართ ნარჩენები, რომლებიც რაღაცას ასრულებენ...მასწავლებლები არიან მოხუცები და ბევრი სხვა პრობლემაა..

1
127
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
127
  
2019, 26 თებერვალი, 3:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1