x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ეგვიპტეში ქალი ციხეში დაიჭირეს, რადგან მაიმუნს პენისზე წაეთამაშა
ბასმა აჰმედი

ეგვიპტელ ქალს 3 წლით აღუკვეთეს თავისუფლება მას შემდეგ, რაც ვიდეო გადაუღეს, რომელშიც ის მაიმუნს გენიტალიებზე ეხება.


არადა, სრულიად უწყინარი ვიდეოა, აბსოლუტურად არაფერი განსაკუთრებული. ქალი ხუმრობს. თუმცა, ეგვიპტის ხელისუფლებას, ეტყობა, ხუმრობა არ ესმის.


შემთხვევა 2018 წლის ოქტომბერში მოხდა, როცა 25 წლის ქალი ცხოველთა თავშესაფარში იმყოფებოდა.



ვიდეო ქალის მეგობარმა გადაიღო და გამოაქვეყნა, რასაც დიდი სკანდალი მოჰყვა სოციალურ ქსელებში.


ვიდეო მომხმარებლებმა მასიურად გააზიარეს და ქალს ლანძღვა-გინების კორიანტელი დაატეხეს თავს, რის შემდეგაც პოლიციამ მაიმუნების მოყვარულს საკუთარ ბინაში მიაკითხა, ბორკილები დაადო და ქალაქ მანსოურაში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა.


მალევე შედგა სასამართლო. დაკითხვისას ქალმა აღიარა, რომ მართლა ჩაიდინა მსგავსი ქმედება და მაიმუნს პენისზე მართლა მოეფერა, მაგრამ როგორც მანვე მოგვიანებით განაცხადა, "ცუდი არაფერი უფიქრია."


გარდა ამისა, მანვე სასამართლოს აუხსნა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ მისი მეგობარი ქალი ვიდეოს ჩაწერდა და მთელ ინტერნეტს უჩვენებდა, თუმცა სასამართლომ ქალის არგუმენტები არ გაითვალისწინა და 3-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.


ეგვიპტე ძალიან ჩამორჩენილი და კონსერვატიული ქვეყანაა და ამავე დროს ყველაზე სახიფათოც ქალებისთვის: გაეროს კვლევების თანახმად ეგვიპტელი ქალების 99, 3 % ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამხდარა ძალადობის მსხვერპლი სახელმწიფოსა თუ საკუთარი ოჯახის წევრების მხრიდან.

1
49
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
49
  
2019, 26 თებერვალი, 3:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1