x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ფუმფულა მაჭკატები კვერცხის და ფქვილის გარეშე
image


ინგრედიენტები:


ხაჭო – 400 გრ.

მანის ბურღული – 4-5 ს. კ.


შაქრის ფხვნილი – 2 ს. კ.

მარილი – 1 მწიკვი

ზეთი – შესაწვავად


ქიშმიში, ჩირი, ცუკატები – სურვილის შემთხვევაში


მომზადება:


I. შეურიეთ ხაჭო, შაქარი, მარილი და მანის ბურღული ერთმანეთს. თუ ხაჭო თხევადი იქნება, რეცეპტში მითითებულზე მეტი მანის ბურღული დაამატეთ. ხოლო, თუ მშრალი — ცოტა რძე, წყალი ან კეფირი დაამატეთ, რომ ცომს ბურღული კარგად შეერიოს.

II. მოზილეთ ცომი. ის წებოვანი და ფხვიერი უნდა გამოვიდეს.

III. გააკეთეთ ცომიდან ბურთულები და ფქვილში ამოავლეთ. ბურთულების ზომა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამხელა მაჭკატები გინდათ რომ გამოვიდეს.

IV. გააბრტყელეთ ბურთულები.

V. გაცხელეთ ტაფა, ჩაასხით ზეთი და შეწვით საშუალო ცეცხლზე.

ასეთი მაჭკატები ძალიან გემრიელია არაჟანთან ან მურაბასთან ერთად. ეს იდეალური საუზმეა მთელი ოჯახისთვის. იმ შემთხვევაში, თუ საუზმის შემდეგ დაგრჩებათ, შეგიძლიათ მაცივარში შეინახოთ და საღამოს გააცხელოთ. თუმცა, ზოგს ცივი სახით უფრო მოსწონს.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image


ნატურალური მოჭიქული ხაჭო («სიროკი»), სახლის პირობებში (მომზადების დრო 20 წთ.)


image



შოკოლადის «ბურთულები» და იტალიური დესერტი (გამოცხობა არ უნდა)


image



საზეიმო ვაფლი


image


1
359
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
359
  
2021, 21 აპრილი, 23:39
ვაიმე, პეპი გამახსენდა მაჭკატებზე ;)
0 1 1