x
სენტიმენტალიზმი ევროპულ და ქართულ ლიტერატურაში
image

მე-18 საუკუნის 30-იან წლებიდან ინგლისში ჩნდება ახალი ლიტერატურული მიმდინარეობა, რომელიც შემდგომ მთელ ევროპაში ვრცელდება და რომანტიზმის ისტორიულ ფაზად გვევლინება; ესაა სენტიმენტალიზმი. მან კლასიციზმის მიერ გაღმერთებულ გონებას გრძნობის კულტი დაუპირისპირა.

„გონება შეიძლება შეცდეს, გრძნობა არასოდეს“- ჟან- ჟაკ რუსო. იგი აცხადებდა, რომ მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებამ გონების დაქვეითებას შეუწყო ხელი. სენტიმენტალისტები ქალაქურ ცხოვრებას სოფლურ იდილიასა და პატრიარქალურ ყოფას უპირისპირებდნენ.

სენტიმენტალიზმის ესთეკურმა პრინციპებმა ვერ ჰპოვეს დასრულებული და ჩამოყალიბებული გაფორმება. მისთვის დამახასიათებელი იყო გაფაქიზებული მგრძნობელობა და ყურადღების გადატანა ადამიანის შინაგან განცდებზე, რაც მას ახლოებდა რომანტიზმთან.


ტერმინი „სენტიმენტალიზმი“ მომდინარეობს ფრანგული სიტყვიდან „sentiment”, რაც „გრძნობას“ ნიშნავს. მან ფართო გავრცელება ჰპოვა ლორენ სტერნის რომანის „სენტიმენტალური მოგზაურობის“ გავრცელების შემდეგ.

სენტიმენტალიზმი ჩაისახა კლასიციზმის წიაღში . ინგლისში პეიზაჟური ლირიკიდან იღებს სათავეს და მის ფუძემდებალდ ჯეიმს ტომსონი ითვლება. მან დაწერა „წელიწადის დრონი“, რომელის ვერგილიუსის „გეორგიკებს“ ეყრდნობოდა, რომელიც შედგება 4 წიგნისგან. მისი მოჩვენებითი თემაა ფერმაში გაშვებული მეთოდების სწავლება. გეორგიკის ოთხი წიგნი ფოკუსირებულია კულტურებისა და ხეების (1 და 2), მეცხოველეობისა და ცხენების (3), მეფუტკრეობისა და ფუტკრის თვისებების შესახებ (4). დასრულებით კი სრულდება 4 გრძელი მითოლოგიური ნარატივით, ეპილეონი, რომელიც აღწერს არიტეის მიერ მეფუტკრეობის აღმოჩენას და ორფეოზის ამბავს ქვემოთ.

აღსანიშნავია ისიც, რომ რომანში „წელიდაწიდის დრონი“ თავს იჩენს სენტიმენტალიზმის ნიშნები. ავტორი ამტკიცებს, რომ ღრმა აზრი ებადება მხოლოდ მას, ვინც ძალუმაც შეიგრძნობს ნანახს, გრძნობა კი მხოლოდ ბუნებასთან ახლო ურთიერთობის დროს ჩნდება, თუმცა ბუნების სურათები მასთან ჯერ კიდევ განზოგადებულია.

ბუნების ემოციური განცდა პირველად იუნგის პოეზიაში გვხვდება - „საჩივარი, ანუ ღამეული ფიქრები სიცოცხლეზე, სიკვდილზე და უკვდავებაზე“. პოეტი სასაფლაოს ფონზე გვიხატავს სულის მელანქოლიურ განწყობილებას, ცხოვრების ამაოებაზე ფიქრი და მისით გამოწვეული სევდა ხომ სენტიმენტალური პოეზიის ერთ-ერთი მთავარი თემაა. იუნგის პოემის ნაწილმა - „ფიქრები საფლავზე“ „სასაფლაოს პოეზიას“ დაუდო სათავე.

ადრეული პოეზიის პოეტ-სენტიმენტალისტთა შემოქმედებისთვის დამახასიათებელი თვისებებია : გამძაფრებული მგრძნობელობა, ბუნების წიაღში განმარტოებისა და ფიქრისკენ ლტოლვა, პატრიარქალური ყოფის იდეალიზაცია, ცხოვრების დღეებით აღძრული მელანქოლიური განწყობა და სიკდვილის პოეტიზაცია.

საყურადღებოა, რომ ცოტა მოგვიანებით სენტიმენტალისტთა ნაწარმოებებში თავს იჩენს უბრალო ადამიანისადმი ინტერესი და სოციალური პროტესტი თემა. მაგალითად, ოლივერ გოლდსმიტის პოემა „მიტოვებული სოფელი“, რომელშიც იგი აკრიტიკებს სოფლის დეპოპულარიზაციას და აღწერს სოფელს და მის მრავალ მცხოვრებთა ემიგრაციას ამერიკაში. ასევე, მისი კრიტიკის მახვილი ეხება ქალაქებში მორალურ კორუფციას, სამომხმარებლო ნიმუშს, ლანდშაფტის მებაღეობასა და საერთაშორისო ვაჭრობის სიმდიდრეს. პოემა ძალზე პოპულარული იყო მე-18 და მე-19 საუკუნეებში.

მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში ვითარდება სენტიმენტალური პროზა, რომლის გვირგვინსაც სტერნის შემოქმედება წარმოადგენს. მისი რომანები ადამიანისადმი გამძაფრებული ინტერესითაა აგებული, მგრძნობელობა კი მათში სატირასა და იუმორთანაა შერწყმული. მის თხრობაში სენტიმენტალური ადგილი უჭირავს გმირის მსოფლგანცდას და მის ურთიერთობას სხვა ადამიანებთან, პერსონაჟის თავგადასავალი კი მის სულიერ ბიოგრაფიას წარმოადგენს. „სენტიმენტალურ მოგზაურობაში“ ავტორს აინტერესებს, თუ როგორ აღიქვა მისმა გმირმა ნანახი - იგი წარმოადგენს გმირის შინაგან სამყაროში მოგზაურობას.

სტერნის რომანებს არ გააჩნია მკაცრი კომპოზიცია, თვალში საცემია თხრობის უწესრიგობა და ფრაგმენტულობა, სიტყვებისა და გამოთქმების ორაზროვნება, რაც კლასიცისტური ესთეტიკის წინააღმდეგ მიმართული გამიზნული ხერხია. ინგლსურმა ს]სენტიმენტალიზმმა და განსაკუთრებით სტერნის შემოქმედებამ უზარმაზარი გავლენა მოახდინა ფრანგული და გერმანული ლიტერატურის განვითარებაზე.

ფრანგული სენტიმენტალიზმი ძირითადად ჯან-ჟაკ რუსოს და მისი მიმდევრების შემოქმედებითაა წარმოდგენილი. ისი შემოქმდების დემოკრატიული ხასიათი უბრალო ადამიანთა განცდებით დაინტერესსებაში გამოვლინდა. მას ადამიანთა თანასწორობის იდეა იმ დებულებიდან გამოჰყავდა, რომ ბუნება ერთნაირად აჯილდოვებს ყველა ადამიანს განცდის ნიჭით. მისი „ემილი, ანუ აღზრდის შესახებ“ ფილოსოფიური, რომანი-ტრაქტატია, რომელშიც ავტორი აღზრდის საკუთარ სისტემას გვაცნობს. აქ პირველად არის სისტემურად დამუშავებული ბუნებრივი აღზრდის თეორია, რომელშიც გათვალისწინებულია ბავშვის ფიზიკური, გონებრივი და ზნეობრივი განვითარება მისი პიროვნებად ჩამოყალიბების სხვადასხვა ეტაპებზე. ავტორი იძლევა სამ მნიშვნელოვან თეზისს ბუნებრივი განვითარების მიზანშეწონილობის, უფროსთა და ბავშვთა შორის არსებული განსხვავებებისა და ბავშვების განვითარების სხვადასხვა ეტაპებს შორის არსებული შინაგანი განსხვავებების შესახებ. ეს სამი თეზისი განსაზღვრავს აღზრდის მიზანს, შინაარსსა და განხორციელების მეთოდებს, თავად აღზრდის მიზანს კი წარმოადგენს აღსაზრდელის შეძლებისდაგვარად უკეთ მომზადება ცხოვრებისათვის. ნაშრომი დაყოფილია 4 წიგნად: სიცოცხლის პირველი წლის, საბავშვო ასაკის (2-12 წწ.), სიყმაწვილისა (12-15 წწ.) და ჭაბუკობის (15 წლიდან ქორწინებამდე) ხანებად. ამ ოთხწიგნეულს ერთვის მეხუთე წიგნიც გოგონების აღზრდის შესახებ, რომლებიც, ავტორის შეხედულებით, ყმაწვილთაგან განსხვავებულად უნდა აღიზარდონ და უნდა მომზადდნენ სამაგალითო ცოლებად და დედებად, რისთვისაც სჭირდებათ კონკრეტულ ხელობათა და დისციპლინათა ცოდნა. ბავშვების აღზრდა გადმოცემულია ბავშვის, ემილის აღზრდის ფონზე. რომანში აღწერილია მის მიერ ხელობების დაუფლება, მისი სიყვარული სოფის მიმართ და ბედნიერი ქორწინება სატრფოსთან. ამასთან, არც ემილი და არც სოფი არ წარმოადგენენ ცოცხალი ადამიანის ჩანახატებს, არამედ მხატვრულ-ფილოსოფიურ განზოგადებას, პერსონიფიცირებულ წარმოდგენას ადამიანის შესახებ. იგივე შეიძლება ითქვას ემილის მასწავლებელზეც, რომელშიც ავტორმა საკუთარი თავი გამოსახა.
1761 წელს პარიზში ამ რომანის გამოქვეყნებამ დიდი სკანდალი გამოიწვია. წიგნის მეოთხე თავში მოცემულმა ეპიზოდმა, რომელსაც „სავოის ვიკარიუსის აღსარება“ ეწოდა და რომელშიც საშინლად არის გაკრიტიკებული ოფიციალური ეკლესია, მკითხველი სრულიად გააოგნა და აღტაცებულ თაყვანისმცემლებთან ერთად, დაუძინებელი მტრებიც გაუჩინა. ჯერ ფრანგმა კათოლიკურმა, შემდეგ კი შვეიცარიულმა პროტესტანულმა ეკლესიამ დაგმო ეს წიგნი და დაწვა კიდეც პარიზის ერთ-ერთ მოედანზე. თავად ავტორი დიდი ხნის განმავლობაში იძულებული იყო, თავშესაფარი ეძებნა, რადგან მას სდევნიდნენ დიდებულებიც და უბრალო ადამიანებიც, რომლებსაც მისი ჯადოქრობის შესახებ გავრცელებული ჭორების სჯეროდათ. მიუხედავად იმისა, რომ ავტორი ინგლისელმა ფილოსოფოსმა, დ. იუმმა შეიფარა და მასთან წლების განმავლობაში ცხოვრობდა, მას ფიზიკურ უძლურებასთან ერთად ფსიქიკურიც გაუჩნდა და დევნის მანია დასჩემდა.

ყველაზე სრულად რუსოს მსოფლმხედველობას მისი მეორე რომანი „ჟიული, ანუ ახალი ელოიზა“ გამოხატავს, რომელიც 1861 წელს დაწერა და რომლითაც სათავე დაუდო სენტიმენტალიზმს. რომანის ძირითადი დრამატული კვანძია აზნაურის ქალიშვილის – ჟიულის ამბოხება დესპოტი მამისა და, მისი სახით, კონსერვატიული წოდებრივი მორალის საფუძველთა წინააღმდეგ. „ახალი ელოიზა“ სოციალურ-პოლიტიკური და იდეურ-ფილოსოფიური ნაწარმოებიცაა, რომელშიც ავტორი ქმნის თავისი დროის საზოგადოებისთვის სასურველი ადამიანის სახეს. იგი ეპისტოლარული ხასიათისაა. სენპრეს წერილებში გაკრიტიკებულია თანამედროვე პარიზი ცხოვრება და ნათქვამია, რომ მათი თავაზიანობა და კულტურა მხოლოდ მათ მანკიერებას ემსახურება, საზოგადოებაში არსებული წოდებრივი ზღურბლი კი ხელს უშლის ურბალო ადამიანთა ბუნებრივ გრძნობებს.

საყურადღებოა, რომ ცივილიზაციის კრიტიკა რუსოსთან სულაც არ ნიშნავს საზოგადოების დანგრევისკენ მოწოდებას, ბუნებასა და ცივილიზაციას შორის არსებული წინააღმდეგობა კი მათი შერწყმით უნდა გადაწყდეს.

რუსოს მიმდევრები იყვნენ შოდერლო დე ლაკლო, რომელიც ცნობილია რომანით „სახიფათო კავშირები“, რომელშიც დასმული სოციალური და ფსიქოლოგიური თემები დღემდე აქტუალურია. აქ აღმოაჩენთ ორ მივიწყებულ, მაგრამ მეტად მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას: ქალი, ვინც უარს არ ამბობს უზნეო მამაკაცთან ურთიერთობაზე, მისივე მსხვერპლი ხდება; და დედა, რომელიც არაფრად ჩააგდებს იმას, რომ მისი ქალიშვილი მასზე მეტად სხვა ქალს ენდობა, აუცილებლად დაისჯება. "ვფიქრობთ, ყველაზე მეტად გარყვნილ მამაკაცებსა თუ ქალებს გაუჩნდებათ სურვილი სახელი გაუტეხონ ამ ნაწარმოებს, რომელშიც მათი ხრიკებია სააშკარაოზე გამოტანილი, მორწმუნენიც აღშფოთდებიან რელიგია თავის სიმაღლეზე ვერ არისო, ხოლო ე.წ. თავისუფლად მოაზროვნეებში ღვთისმოსავი ქალი ვერავითარ თანაგრძნობას ვერ აღძრავს, პირიქით, სწორედ ამ ღვთისმოსაობის გამო მიიჩნევენ მას უბადრუკ დედაკაცად" - ვკითხულობთ ამ რომანის პირველი ფრანგული გამოცემის წინასიტყვაობაში. როგორ შეუძლია ნიღბიან ადამიანს სახიფათო თამაში? როგორ გაება ცბიერი ვიკონტი მის მიერვე დაგებულ სიყვარულის მახეში? როგორი ფსიქოლოგია აქვს გარყვნილ ქალს? მამაკაცს? როგორია სახიფათო თამაშების ფსიქოლოგია? ამ და უამრავ ცხოვრებისეულ კითხვაზე პასუხებს ამ წიგნიდან მიიღებთ. არადა, მისი პირველი გამოცემიდან ორი საუკუნე გვაშორებს და დღემდე აქტუალურია, როგორც მშობლებისთვის, ასევე ახალგაზრდებისთვის. საინტერესოა, რომ სწორედ ამ ერთადერთი ეპისტოლარული შედევრით დაიმკვიდრა ადგილი შოდერლო დე ლაკლომ მსოფლიო ლიტერატურაში.

ასევე, ცნობილია რუსოს მეორე მიმდევარიც ბერნარდენ დე სენ-პიერი თავისი საყოველთაოდ ცნობილი ნაწარმოებით „პოლი და ვირჟინი“, სადაც წარმოდგენილია პოლის და ვირჟინის დრამატული თავგადასავალი. აღნიშნული განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მარად ღირებული ფრაზებით. მაგალითად, როგორიცაა :

„ადამიანი მხოლოდ მაშინ აღწევს თავის ბედიერებას, თუ სხვების ბედნიერებისათვის ზრუნავს“;

„სათნოება თავის ჯილდოს იღებს“;

„ადამიანის ცხოვრება მთელი თავისი გეგმებით პატარა კოშკს გავს, რომელსაც თავის გვირგვინი სიკვდილად ადგას;“

„ღმერთი არსებობს, ჩემო შვილო, მთელი ბუნება ამას ღაღადებს, არ მჭირდება თქვენ ეს გიმტკიცოთ. მხოლოდ ბოროტ ადამიანს შეუძლიათ უარყონ ის ჭეშმარიტება, რომლისაც ეშინიათ;“

„სიკვდილი უდიდესი სიკეთეა. მისკენ უნდა ვისწრაფოთ. თუ სიცოცხლე სასჯელია, მის დასასრულს უნდა ვნატრობდეთ, თუ განაცდელია, - უნდა ვთხოვოთ, რომ იგი ხანმოკლე იყოს.“

რუსომ დიდი გავლენა მოახდინა მე-18 საუკუნის დასასრულისა და მე-19 საუკუნის დასაწყისის ევროპის ლიტერატურულ და ფისოლოფიურ ცხოვრებაზე.

ქართულ ლიტერატურაში სენტიმენტალიზმი მეცხრამეტე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში გამოვლინდა. მანამდე კი მისი სუსტი გავლენა იგრძნობოდა ალ. ჭავჭავაძის („მუხამბაზი ლათაიური”, „სიყვარულო, ძალსა შენსა”), გრ. ორბელიანისა და . ერისთავის შემოქმედებაში. 1852 წლიდან ჟურნ. „ცისკარში” დაიბეჭდა კარამზინის „საბრალო ლიზას” ქართული თარგმანი, ბესტუჟევმარლინსკისღამე ხომალდში და სხვა სენტიმენტალური ნაწარმოებები. დაიბეჭდა აგრეთვე ორიგინალური თხზულებანი: ივ. კერესელიძისსამგზავრო წიგნები და . თავზიშვილისჩემი გული”. თუ რამდენად მღელვარე გრძნობის გამომხატველია ივ. კერესელიძის „სამგზავრო წიგნები”, ადასტურებს ნაწყვეტი მისი თხზულებიდან; იგი გამოხატავს ავტორის მწუხარებას, რომელიც გორის ციხის ნახვით და „დროთა მიერ შთანთქმულ” საქართველოს დიდების განცდით არის გამოწვეული:

„ახ, საყვარელო მეგობარო, უნდა იცოდე, თუ რა გრძნობით გადავაბიჯებდით ფეხს უფლისაგან დაწყობილი, ვიდრე უკანასკნელი გიორგი XIII–დანა. რა მოველ გონსა, ვნახე, რომ მომდიოდა ცრემლი ნაკადულსავით; რომ ყოველი კლდე და ყოველი ქვა უცნაური ციხისა, თითოეული ჩუქურთმა... თითქოს ჩაიდგავდა სულსა, გამოცემდა ხმასა და მომითხრობდა გავლილს შორის დროის საქმეებსა, გამაჟრჟოლა ტანში. მეც დავიწყე ცრემლების მიბაძვით ქნარის მომართვა და ჭმუნვარებით დამღერა”.

ქართული სენტიმენტალიზმის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი გრ. რჩეულიშვილი იყო. მან დაწერა მოთხრობები: ანუკა ბატონიშვილი, „ქვრივის ლიმონები” და თამარ ბატონიშვილი, რომლებიც სენტიმენტალური ნაწარმოების ნიმუშებად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

სენტიმენტალიზმი ჩვენში იმ დროს გამოვლინდა, როდესაც უფრო მეტი ნიადაგი რეალიზმს ჰქონდა. . ჭავჭავაძემ იგრძნო მისი დრომოჭმულობა, მისი უნიადაგობა. დიდმა პოეტმა რეალიზმის უპირატესობა სენტიმენტალიზმთან შედარებით ნათლად გამოხატა ქვემოთ მოყვანილი შეფასებით: „დროა ხელოვნებამ თავი დაანებოსღრუბლებში ცურვასა”, მთვარის ხვეწნას, რომ ჩემს საყვარელს უთხარიო: „ცხრა მთას იქით ერთი უბედური პოეტია, რომელსაც შენ გამო ოხვრის კვამლი თვალებსა სწვავს და ცრემლს ადენს; დროა ხელოვნებამ თავი დაანებოს უგემურ ღმეჭასა და თვალების სრესას, ეგებ ცრემლი მომივიდესო, დროა ჩავიდეს ცხოვრების მდინარის ძირშია, იქ მონახოს შიგ მდებარე აზრი თავის ცხოველ სურათებისათვის.

მოვიხმობ რამდენიმე ციტატასაც, რომლებიც ამ საკითხთან მიმართებაში საკმაოდ საინტერესოა;

....სენტიმენტალური მიმართულების მაგალითები გვაქვს ჩვენს ლიტერატურაში, მაგალითებრ, „ვარდ-ბულბულიან და „შამი-ფარვანიან...“ (სფირიდონის და თადეოზის ბაასი“, ტ.5, გვ 58.

„...სენტიმენტალური ჩვენებურად არისო - სათუთი, მგრძნობელი. იქნება თქვენებურად ეგრე იყოს და სწავლაში და ესთეტიკაში მაგ სიტყვით აღნიშნავენ იმ მწერალთა, რომელნიც მეტად ჰსჭიმავდნენ გრძნობას, ძალად ტიროდნენ...“ („სარდიონ მესხიევის კრიტიკის გამო, ტ.5, გვ 118).

და ბოლოს აღვნიშნავ, რომ საკმაოდ დიდი როლი მიუძღვის სენტიმენტალისტებს ლიტერატურულ მიმდინარეობათა განვითარებასა და საზოგადოებასთან სიახლოვის საკითხში. მაგალითად, რუსო თეატრთან შედარებით უპირატესობას ანიჭებდა ხალხურ სანახაობებს და გოეთეც კი, ჰერდერის რჩევით, სოფელ-სოფელ დადიოდა ხალხური სიმღერების ჩასაწერად.


ბიბლიოგრაფია

  • ნაკუდაშვილი - „ლიტერატურული მიმდინარეობები“ ;
  • https://en.wikipedia.org/wiki/Jean-Jacques_Rousseau ;
  • https://en.wikipedia.org/wiki/The_Deserted_Village ;
  • https://library.iliauni.edu.ge/ebooks/zhan-zhak-ruso/ ;
  • სენ პიერი - „პოლი და ვირჟინი“ ;
  • ჟან- ჟაკ რუსო - „იულია, ანუ ახალი ელოიზა“;
  • ჟან-ჟაკ რუსო - „ემილი, ანუ აღზრდის შესახებ“ ;
  • „სარდიონ მესხიევის კრიტიკის გამო, ტ.5 ;
  • „სფირიდონის და თადეოზის ბაასი“, ტ.5 ;
  • http://www.nplg.gov.ge/saskolo/index.php?a=term&d=43&t=371

  • მარიამ რაქვიაშვილი

    3
    239
    შეფასება არ არის
    ავტორი:მარიამ რაქვიაშვილი
    მარიამ რაქვიაშვილი
    239
      
    2019, 26 თებერვალი, 15:30
    მშვენიერია, მიუხედავად იმისა რომ, ავტორს შეეძლო უფრო გაეშალა-განევრცო თემა, თუმცა ალბათ ფორმატი არ აძლევდა ამის საშუალებას.
    ასეა თუ ისე, მე ძალიან, ძალიან მომეწონა
    2019, 26 თებერვალი, 3:56
    კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

    0 1 3