x
image
თორ ნიკე
Mediator image
ქართველი მეომრები - მხატვარი გიორგი წიკლაური (ნაწილი II)
image


უკვე შექმნილია ქართველი მეომრების რამდენიმე მაღალმხატვრული ნამუშევარი მხატვარ გიორგი წიკლაურის მიერ, რომელიც წარმოგიდგინეთ ამ კოლექციის პირველ ნაწილში (იხ. ქართველი მეომრები - ნაწილი I) ძალიან მნიშვნელოვანია შეიქმნას ქართული მითოლოგიის პერსონაჟების, ღმერთების, ქალღმერთების, გმირების, ნახევარღმერთების, ქართული ზღაპრული არსებების, ურჩხულების და ა.შ. მაღალხარისხიანი არტი. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე შეიქმნას სხვადასხვა ქართული სახელმწიფოს, სამეფოსა და სამთავროს მმართველთა, მეფეების, მთავრების, გმირების, მოწამეების და სხვა დიდ მეომართა პორტრეტები. ასევე ცნობილი თუ უცნობი ქართული ბრძოლების და დიდი ქართული ომების ეპიზოდები. მინდა მივმართო ყველა მხატვარს, რომელიც ამ სტატიებს წაიკითხავს: მიბაძეთ ქართველ მხატვარს - გიორგი წიკლაურს და გაამდიდრეთ საქართველოს კულტურა და ისტორია. აღადგინეთ ჩვენი მიძინებული მრავალათასწლოვანი წარსული და გააცოცხლეთ მისი ხსოვნა, მოახდნეთ საქართველოს ისტორიის და კულტურის პოპულარიზაცია თვალსაჩინოების შექმნით. ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს ისტორიული სინამდვილე და ნახატები უნდა ეყრდნობოდეს როგორც წერილობით აღწერილობებს, ასევე არქეოლოგიურ მასალას, რომელიც ათიათასობით გვაქვს უკვე აღმოჩენილი და საშუალებას გვაძლევს ნათლად აღვადგინოთ ყოველი ეპოქა. მაგალითად:


მეოცე საუკუნის შუა ხანებში ასეთი საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა ცნობილმა ქართველმა არქეოლოგმა გიორგი ლომთათიძემ. მისი მითითებით დაიხატა პროტოქართველი მეომარი სრული საბრძოლო აღჭურვილობით, რომელიც რეალობასთან ძალიან ახლოს დგას: ჩაფხუტი აღდგენილია წალკის ერთ-ერთ სამარხში აღმოჩენილი მასალის მიხედვით, იარაღი და სარტყელი კი მცხეთაში, სამთავროში აღმოჩენილი მახვილის ტარისა და ქარქაშის, სატევრის, ცულის პირის, შუბის პირისა და სარტყლის ანალოგია. მეომრის სახის ნაკვთები აღებულია სამთავროსა და წალკაში აღმოჩენილი ბრინჯაოს ქანდაკებებიდან. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი კი წინა აზიაში აღმოჩენილ გამოსახულებათა მიხედვითაა დახატული. წარმოგიდგენთ ამ ნახატს:


იბერიელი მეომარი



სწორედ ასეთი პრინციპით, ისტორიული მონაცემების გათვალისწინებით და დაცვით ქმნის მხატვარი გიორგი წიკლაური იმ ნახატებს, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ:


1) XI - XIII საუკუნეების ქართველი აზნაური


XI-XIII საუკუნეების ქართველი აზნაური. მხატვარი - გიორგი წიკლაური



2) მისიმიელი (სვანი) მეომარი


მისიმიელი (სვანი) მეომარი.  ავტ. გიორგი წიკლაური



3) იბერიელი მეომარი. ახ.წ. IV-V საუკუნეებში


იბერიელი მეომარი. ახ.წ. IV-V საუკუნეებში.  ავტ. გიორგი წიკლაური



4) ფხოველი მეომარი


ფხოველი მეომარი. ავტ. გიორგი წიკლაური



5) ხალიბი მეომარი პონტოს სამეფოდან


ხალიბი მეომარი პონტოს სამეფოდან. ავტ. გიორგი წიკლაური




6) ქართველი გლეხი მეომარი XI-XIII საუკუნეებში


ქართველი გლეხი მეომარი XI-XIII საუკუნეებში



7) იბერიელი მეომარი


იბერიელი მეომარი. ავტ. გიორგი წიკლაური



8) კოლხი მეომარი


კოლხი მეომარი. ავტ. გიორგი წიკლაური



9) კოლხი მეომარი


კოლხი მეომარი. ავტ. გიორგი წიკლაური



10) შუა საუკუნეების ქართველი ქვეითი


შუა საუკუნეების ქართველი ქვეითი. ავტ. გიორგი წიკლაური







ასევე დაგაინტერესებთ:


1. 160 სამეცნიერო სტატია

2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

3. სუმელა - უნიკალური მონასტერი ლაზეთში (+40 სტატია)

4. ქართული მითოლოგია - მამბერი (+14 სტატია)


1. ქართული მითოლოგია - თეთრი გიორგი

2. ქართული მითოლოგია - თევდორე



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


3
611
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
611
  
2020, 31 დეკემბერი, 1:32
ილუსტრაციები შესრულებულია სამეცნიერო ნაშრომებსა და არქეოლოგიურ მასალაზე დაყრდნობით. შუა საუკუნეებზე: მ. წურწუმიას ნაშრომზე (მ. წურწუმია, შუა საუკუნეების ქართული ლაშქარი (900-1700): ორგანიზაცია, ტაქტიკა, შეიარაღება. დისერტაცია. თბილისი, 2014) დაყრდნობით; ანტიკურ ხანაზე გელა გამყრელიძის ნაშრომის (ომი და შეიარაღება იბერია-კოლხეთში. თბილისი, 2010) მიხედვით.
2020, 19 ოქტომბერი, 21:07
"Every year, the depths of Persia overwhelm these horrible people in great numbers, and they cover almost the entire surface of the world. but our torment moved even the heart of The God and he have risen a competitor Kingdom of Iberians. dei gratia, they grew and strengthened as they broke and overthrew the arrogance of the Persians!

Earlier the Iberians themselves feared these people and shunned them, but now they far surpass the Persians in strength and military experience. Thus the Persians, who for a long time feared even the most distant kingdoms, are now content with whether they will have at least temporary peace within their dominions. The Kingdom of Iberia is located in the north. It is also known as Abkhazia.

Its inhabitants are distinguished by high stature, supreme strength and their military qualities. With frequent wars and incessant attacks, they broke the forces of the Persians, so that the latter no longer considered themselves equal to them. Therefore, those who are concerned about their own situation have stopped looting and robbing other countries."

Willelmus Tyrensis (1130-1186 AD)
2020, 19 ოქტომბერი, 20:53
"ლამის ყოველ წელიწადს სპარსეთის სიღრმეები აურაცხელი რაოდენობით გადმოანთხევენ ამ საზარელ ხალხს და ისინი ფარავენ ქვეყნიერების თითქმის მთელს ზედაპირს. მაგრამ ჩვენმა ტანჯვამ ღვთაებრივი განგებაც შეძრა და ღმერთის მოწყალებამ სპარსელთა ამპარტავნული თავხედობის წინააღმდეგ აღაზევა მათი მეტოქე სამეფო - იბერთა მოდგმის სახით. ღვთის მადლით, მუდმივი გამარჯვებებით ეს ერი ისე გაიზარდა და გაძლიერდა, რომ მათ გატეხეს და დაამხეს სპარსელთა ამპარტავნება!

ადრე იბერებს თვითონ ეშინოდათ ამ ხალხის და ერიდებოდნენ მათ, ახლა კი ისინი ბევრად აღემატებიან სპარსელებს ძალითა და სამხედრო გამოცდილებით. ამგვარად, სპარსელები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში თვით შორეულ სამეფოებსაც კი შიშის ზარს სცემდნენ, ახლა უკვე იმითაც კმაყოფილნი არიან, თავიანთი სამფლობელოების ფარგლებში დროებითი მშვიდობა მაინც თუ ექნებათ. იბერიის სამეფო მდებარეობს ჩრდილოეთში. ის აგრეთვე აფხაზეთის სახელით არის ცნობილი.

მისი მცხოვრებლები გამოირჩევიან მაღალი აღნაგობით, უაღრესი სიძლიერით და თავიანთი მხედრული თვისებებით. ხშირი ომებით და განუწყვეტელი თავდასხმებით მათ გატეხეს სპარსელთა ძალები, ისე რომ, ეს უკანასკნელნი თავიანთ თავს მათ ტოლად უკვე აღარ თვლიდნენ. ამიტომ, საკუთარი მდგომარეობით შეშფოთებულებმა, თავი დაანებეს სხვა ქვეყნების რბევას და ძარცვას”.
0 1 3