x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
სამეფო კობრა – ყველაზე დიდი შხამიანი გველი მსოფლიოში

კობრა

ეს გველი თავისი შთამბეჭდავი ზომებით და გასაოცარი ფორმებით მითიურ ლერნეს ჰიდრას უფრო ჰგავს, ვიდრე მიწიერ არსებას. სიგრძით 5, 6 მეტრამდე აღწევს, ხოლო წონით – 6 კილოგრამამდე.


სამეფო კობრა ყველაზე დიდი ზომის შხამიანი გველია მსოფლიოში, თუმცა, მისი ცხოვრების ჩაკეტილი სტილის გათვალისწინებით ეს რეპტილია იშვიათად ესხმის ადამიანს თავს და სწორედ ამ მიზეზის გამო ის ნაკლებად წარმოადგენს საფრთხეს ჩვენთვის.


სამეფო კობრას თავი 9 მოზრდილი, სიმეტრიული ჯავშნოვანი ქერცლისგან შედგება, ხოლო მუცელი – 240-დან 254-მდე ჯავშნოვანი ქერცლისგან. სხეულის შეფერილობა მერყეობს ღია ყავისფერიდან ზეთისხილისფრამდე. დებს 20-დან 40-მდე კვერცხს. ახალგამოჩეკილი წიწილები 50-53 სანტიმეტრის სიგრძისანი არიან.



სამეფო კობრას რაციონი ძირითადად გველებისგან შედგება. ჭამს როგორც შხამიან, ასევე შხამის არმქონე გველებს და ხვლიკებს. მსხვერპლს კბენს, ხოლო შემდეგ გარს შემოეხვევა და ელოდება, შხამი როდის იმოქმედებს, რაც დაახლ. 10-30 წუთის მანძილზე გრძელდება. მიწაზე მოწყობილ ბუდეში დებს 20-40 კვერცხს. მდედრი ყოველთვის ბუდის სიახლოვეს არის და კვერცხების პოტენციურ ქურდებს უთვალთვალებს, შემდეგ კი უეცრად ესხმის თავს და კბენს.


მისი შხამი ნეიროტოქსიკური თვისებების მატარებელია, თუმცა მოქმედებს ასევე როგორც სისხლძარღვების კედლების დამაზიანებელი.


ამ გველის ნაკბენი ადამიანისთვის მომაკვდინებელია. ტიპურ სიმპტომს წარმოადგენს ძლიერი შეშუპება, რაც ნაკბენი ადგილის ირგვლივ ვრცელდება, რასაც მოსდევს სუნთქვის შეჩერება. სიკვდილი დგება დაკბენიდან 20 წუთის ან 12 საათის შემდეგ.


თუმცა ერთ-ერთ სამედიცინო შემთხვევაში პაციენტს სუნთქვა შეუჩერდა დაკბენიდან 90 წუთის გასვლის შემდეგ, მაგრამ 65 საათის მანძილზე იყო მიერთებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, რა დროსაც სპეციალური ანტიდოტი მხოლოდ დაკბენიდან 30 საათის გასვლის შემდეგ მიეწოდა. 10 დღეში პაციენტი განიკურნა და საავადმყოფოდან გაწერეს.


სამედიცინო მასალებში აღწერილია ადამიანის დაკბენის 35 შემთხვევა, საიდანაც 10 სიკვდილით დასრულდა.კობრა

0
509
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
509
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0