x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508412
ამერიკელი, რომელმაც ციხეში 39 წელი უდანაშაულოდ გაატარა, 21 მილიონ $ კომპენსაციას მიიღებს
image

71 წლის გრეკ კოული(Craig Richard Coley ) 21 მილიონ დოლარს კომპენსაციას მიიღებს იმის გამო, რომ 39 წელი ციხეში უდანაშაულოდ გაატარა. 2017 წელს კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა იგი მას შემდეგ შეიწყალა, როდესაც დადგინდა, რომ მისი დნმ-ს ანალიზი არ დაემთხვა დანაშაულის ადგილზე დატოვებულ ბიომასალას.


1978 წელს გრეგ კოულის ყოფილი მეგობარი გოგონა რონდა ვიქტი და მისი 4 წლის შვილი დონალდი მოკლული იპოვეს. კოული დააკავეს, გაასამართლეს და მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.



image



1989 წელს დეტექტივმა მაიკლ ბენდერმა კოულის საქმე განაახლა მას შემდეგ, როდესაც საქმეში ბევრი ხარვეზი და უზუსტობა აღმოაჩინა, იგი თითქმის 30 წელი იბრძოდა იმისთვის, რომ კოული გაენთავისუფლებინათ.

image

აღსანიშნავია, რომ Innocence Project-ის წყალობით, რომელიც ძველი საქმეების დნმ-ანალიზებს ატარებს, აშშ-ში ბოლო წლებში ციხიდან განთავისუფლდა 350 უდანაშაულო პატიმარი, მათი ციხეში გატარებული საშუალო ხანგრძლივობა 14 წელიწადი იყო.



მართლმსაჯულების ისტორიაში გრეგ კოულის ყველაზე მსხვილი კომპენსაცია გადაუხადეს. მარტო ბოლო ერთ წელიწადში კოულს ყოველდღიურად 145$ ერიცხებოდა.

image

0
649
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
649
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0