x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
Success Bar- გამოცემა vogue თბილისის ერთადერთ გეი-ბარის შესახებ წერს
imageფრანგული ქალთა ჟურნალი მოდისა და ცხოვრების შესახებ Vogue აქვეყნებს სტატიას თბილისში მდებარე ერთადერთ გეი-ბარის შესახებ, რომელიც რუსთაველის გამზირზე, ერთ წყნარ მიყუჩებულ ადგილზე მდებარეობს.


"თბილისში, საქართველო არის ერთადერთი გეი-ბარი Success(წარმატება), პაწია ოროთახიანი კლუბი, რომელიც მიმალულია დედაქალაქის მთავარი ქუჩის, რუსთაველის გამზირის გადაკვეთაზე მოქცეული ორ მაღაზიას შორის, ბარის ინტერიერი გვაგონებს ოსტინ პაუერსის მისაღებს"-ასე იწყებს სტატიას გამოცემა Vogue.


შემდეგ აღწერს ბარის ინტერიერს და საუბრობს მის მფლობელზე ნია გვათუაზე "28 წლის გოგო, რომელიც სავსეა ენერგიით".

image


"მიუხედავად იმისა, რომ Success-ი არის გეი-სათვისტომოს წარმატებული თავშესაფარი და ნია გვათუაც კარგ ხასიათზეა, ბოლო წელიწადნახევარში, ბარი ძარცვის, ვანდალიზმის და ძალადობის მსხვერპლი იყო.სულ ცოტა ხნის წინ, სექტემბერში მოხდა მორიგი ინციდენტი, მამაკაცი თავს დაესხა ბარის დაცვას და თან ჰომოფობიურ რეპლიკებს ყვიროდა"-წერს გამოცემა.

image

შეგახსენებთ, Success-ი საქართველოში პირველი და ერთადერთი გეი ბარი იყო, რომელიც 2000 წელს გაიხსნა 2016 წელს, ნია გვათუას ნიუ იორკიდან მეგობარი ეწვია, მან ნიას გეი ბარში წაყვანა სთხოვა. მაშინ ნია მიხვდა, რომ ერთადერთი ასეთი ადგილი, ჩაბნელებული და მივიწყებული Success-ი იყო, ამიტომ გადაწყვიტა ამ ადგილისთვის ახალი სიცოცხლე მიეცა. ნიამ ეს სივრცე იქირავა, გაარემონტა და 2017 წლის მარტში ბარი თავიდან გახსნა.


2017 წლის 3 ივლისს ბარი „Success“-ი გაქურდეს. ქურდებმა მშვიდად მოხსნეს მათთვის ცნობილი სიგნალიზაციის კოდი, წაიღეს 7000$-მდე ღირებულების სასმელი, ტექნიკური მოწყობილობა და ფული.


"გამოვიძახე პოლიცია, ჩატარდა ექსპერტიზა, მოიყვანეს მაძებარი ძაღლები, დაკითხვაზე ვიყავი ღამის 4 საათამდე, გამაფრთხილეს რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ გამევრცელებინა, რადგან შესაძლოა გამოძიებას შეშლოდა ხელი. თავიდან იმედიანად ვიყავი და მეც ვდუმდი. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ მივეცი ჩვენება, სადაც პირდაპირ მივუთითე ვისზეც მქონდა საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი, ამის შემდეგ კი გამომძიებელი არ იღებს ტელეფონს, არც თავად მიკავშირდება. ჩემი ახლობელი, ყოფილი პროკურორი ჩავრიე, რომ საქმე წინ წასულიყო, მას პოლიციის შიდა წრიდან მიუვიდა ინფორმაცია, რადგან ლგბტ ადამიანები დადიან ამ ბარში, გამომძიებლები დიდი ენთუზიაზმით არ არიან განწყობილებიო. ამ ამბის გარკვევიდან, ისევ დავუკავშირდი გამომძიებელს და ვუთხარი, თუ გამოძებას ყურადღებით არ მოეკიდებოდა, სხვადასხვა ორგანიზაციებს ჩავრთავდი, ამაზე საკმაოდ უხეშად მიპასუხა გამომძიებელმა, აქ მეორედ აღარ დარეკო, ვის ემუქრებიო.ამბობენ ზოგი ჭირი მარგებელია. მეზობლებისგანაც მსგავი ხმები მოვიდა რომ კი შევეცოდეთ მაგრამ ღირსები ხართო

.პ.ს ვისაც გგონიათ რომ ღირსები ვართ, იმ ძალიან პატარა ადამიანებს მინდა გადავცე, რომ ჩემი მოტივაცია ცხოვრებაში არის გააასმაგებული და ასე მარტივად ვერ გამტეხავთ და ბოლომდე მივიყვან ამა საქმეს"-ასე წერდა ამ ინციდენტის შესახებ ნია გვათუა.

image

2
610
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
610
  
2019, 26 თებერვალი, 3:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 26 თებერვალი, 0:33
:)
0 1 2