x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კოპალა /კოპალე - წმინდა გიორგი თუ ხმელთ-მოურავი კვირია?!

image

ფშავ-ხევსურეთსა და რაჭაში ფართოდ ყოფილა გავრცელებული კოპალა/კოპალეს კულტი, თუმცა მისი პიროვნება ზუსტაად დადგენილი დღემდე არაა.

1.ერთი მოსაზრებით, კოპალე და მთვარის ღვთაება, წმინდა გიორგი ერთი და იგივე პიროვნებაა (საუბრობენ იმაზეც, თითქოს კოპალეს კულტს ჩაენაცვლა წმინდა გიორგი), რასაც წმინდა გიორგისადმი მიმართვაც მოწმობს: "ძალო წმიდა გიორგის, კოპალესაო!შენ გეძახიან, გეხვეწებიან... დიდება შენდა გმირო კოპალავ...

image

2.კოპალას, ასევე, აიგივებენ ხმელთ-მოურავ კვირიასთან. ფშავ-ხევსურთა დეკანოზები სუფრების კურთხევისას უსურვებენ იქ მყოფთ, სწყალობდეთ "სამართალი კვირიაესა" და უწოდებენ მას "კოპალის ჯვარს" ("დიდება და გამარჯვება ამ კოპალის ჯვარსაო").

3.არსებობს მოსაზრება იმის შესახებაც, თითქოს კოპალა ალ-ქაჯების ბატონია.სოფელ ლიკოქში დაცული იყო "კარატის წვერის ხატი", რომელიც იწოდებოდა კოპალად.მას ემორჩილებოდნენ ავი სულები:ქაჯები, მაჯლაჯუნები, ალები.

4.კოპალა ზოგჯერ მონადირე, ნადირობის ღვთაებადაც კი არის წარმოდგენილი.გადმოცემის თანახმად, კოპალა ნადირობდა და თავშესაქცევად ბურთაობდა კიდეც.

ასევე, არსებობს ცნობა, რომ ათენგის ჯვართან გათანაბრებულ კოპალას თითქოს ეჯავრება ქალები, ახლოს არ იკარებს მათ.

საკუთრივ კოპალას ხატის დღეობას ეწოდება "იხინჭობა" და ამ დღეს მას ასე მიმართავდნენ: "ღმერთო, იხინჭის წმინდა გიორგი". ხახმატის ჯვარშიც დეკანოზი ასე მოიხსენიებდა კოპალას:მტერზედ სახელი მეეცითავ, ნადირზედ ვარშამიო...წმიდაო გმირო კოპალავ..". იხინჭობის დღესასწაულის მიხედვითაც, თითქოს კოპალა მთვარის ღვთაებაა, წმინდა გიორგია. ეს ნიშნავს, რომ ყველაზე გავრცელებული მოსაზრებით, კოპალა და წმინდა გიორგი ერთი და იგივე ღვთაებაა, მთვარის ღვთაება.

image

ივანე ჯავახიშვილი მსჯელობს თვით სახელის "კოპალა/კოპალეს" წარმოშობის შესახებ და შესაძლებლად მიიჩნევს, რომ იგი უკავშირდებოდეს მცირე აზიასა და საბერძნეთ-რომში ფართოდ ცნობილ ღვთაება "კჳბელეს". უკანასკნელი მცირეაზიური ღვთაებაა, რომელსაც რომაულ-ბერძნული სამყაროც იცნობს. ქართულისაგან განსხვავებით, ბერძნულ მითოლოგიაში კჳბელე წარმოდგება ქალ-ღვთაებად, თუმცა ვერ ვიტყვით, ქართულ მითოლოგიაში აქვს მას სქესი შეცვლილი თუ ბერძნულში.ბერძნულ მითოლოგიაში კჳბელე ზოგან დედამიწის ქალღვთაებაა, ზოგან - ბუნების, ზოგან -შვილიერების, ნაყოფიერების, ხანაც -ადგილის დედა. რუსები "კუპალო"-ს დღესასწაულს მართავდნენ 24 ივნისს (ივანობის დღე), თუმცა ხალხურ სიმღერებში ხან ქალად წარმოადგენდნენ, ხან ქალად.

0
140
შეფასება არ არის
ავტორი:ლუდმილა 1988
ლუდმილა 1988
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0