x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„26-ის ხარ, ჩემ­ზე ცოტა დიდი, ეს ცივი სამ­ყა­რო არ ყო­ფი­ლა შენ­თვის“ - სანდრო სანაიას ემოციური პოსტი მამას

image


ჟურ­ნა­ლისტ გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას 44-ე იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, მისი ვაჟი, რუსთავი2-ის დილის გადაცემის წამყვანი სან­დრო სა­ნა­ია სოციალურ ქსელში ემო­ცი­ურ პოსტს აქვეყნებს:


“არ ით­ქმის მარ­ტი­ვად, არც მოკ­ლედ. თუმ­ცა ამ ნათ­ქვამს არც და­სა­წყი­სი აქვს, არც ბოლო. უფრო სწო­რად, და­სა­წყი­სი არ უნდა ჰქო­ნო­და, მაგ­რამ ასე გა­მო­ვი­და. დაი­წყო, მაგ­რამ არ დას­რულ­დე­ბა. რამ­დე­ნი სი­ტყვაც არ­სე­ბობს, იმ­დენ კომ­ბი­ნა­ცი­ას შევ­ქმნი. ჯერ არ მო­სუ­ლა 24 თე­ბერ­ვა­ლი, ჰო, არც მინ­და, რომ მო­ვი­დეს. იქ­ნებ ერთხე­ლაც პირ­და­პირ 25 გა­თენ­დეს. იქ­ნებ ერთხელ სიკ­ვდი­ლიც მოკ­ვდეს. ყო­ველ­თვის დარ­ჩე­ნი­ლი რამ­დე­ნი­მე დღეა სხვა­ნა­ი­რი. ზო­გა­დად, ყვე­ლას­თვის ხომ და­ბა­დე­ბის დღემ­დე დარ­ჩე­ნი­ლი რამ­დე­ნი­მე დღე რა­ღაც­ნა­ი­რად იწე­ლე­ბა. ჰოდა ეგაა. არ მიყ­ვარს რა­ღა­ცებ­ზე ლა­პა­რა­კი. მხო­ლოდ ჩემ­თვის ვფიქ­რობ. მე-18 წე­ლია, პირ­ვე­ლი ბგე­რის ამოშ­ვე­ბი­სას სი­ტყვე­ბი ყელ­ში მე­ჩხი­რება.


“გახ­სოვს რამე?”, “სულ არა­ფე­რი?”. ხო, არა­ფე­რი. არც ხმა, არც შე­ხე­ბა. ანუ, ვერც მო­მე­ნატ­რე­ბი, ვერც და­მაკ­ლდე­ბი. ეს სა­ა­თი ახლა მე მი­კე­თია. მეც დიდი მაქვს, მეც წვრი­ლი ძვა­ლი მაქვს. რამ­დენ­ჯე­რაც და­გი­ხე­დავს, ახლა მე უფრო მეტ­ჯერ დავ­ხე­დავ. არც 18 წელი გა­სუ­ლა, არც 44-ის ხდე­ბი. 26-ის ხარ, ჩემ­ზე ცოტა დიდი. მერე უკვე ჩემ­ზე პა­ტა­რაც იქ­ნე­ბი. მაგ­რამ თურ­მე ძა­ლი­ან დიდი დრო გა­ვი­და. ეს ცივი სამ­ყა­რო არ ყო­ფი­ლა შენ­თვის”, – წერს სანდრო სანაია.

0
184
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
184
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0