x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
დაიწყო თევზების ზოდიაქო. საინტერესოა, რომელ ნიშანს ეწყობა იგი?
image

24.02.2019.

თევზები ზოდიაქოს ბოლო ნიშანია. აქედან გამომდინარე, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მასში თერთმეტივე ჰოროსკოპის დამახასიათებელი თვისებები იყრის თავს. იგი ერთგულია, რომანტიკული, მგრძნობიარე, ნიჭიერი, კეთილი, ქველმოქმედი... არ უნდა გამოგვრჩეს, მისი უარყოფითი თვისებებიც, ამ ზოდიაქოს წარმომადგენლები სუსტები და უნებისყოფოები არიან.

საინტერესოა, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნები ეწყობიან მას. როგორც ცნობილია, თევზები წყლის სტიქიის წარმომადგენლები არიან. შესაბამისად, იგი ყველაზე კარგად ამავე ჰოროსკოპის ნიშნებს შეეწყობა, კირჩხიბსა და მორიელს. განვიხილოთ ცალ-ცალკე.


კირჩხიბი და თევზები: მათი წყვილი ძალიან ჰარმონიულია. უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის. ორივე მგრძნობიარეა, ემოციური. ეს მოსიყვარულე, გულწრფელი პარტნიორი საუკეთესოდ დაამშვიდებს ერთმანეთს და გვერდში დაუდგება. როცა ამ ორი ზოდიაქოს წარმომადგენელს ერთმანეთი უყვარდება, მზად არიან ნებისმიერი რამ აპატიონ და იცხოვრონ ბედნიერად. შეიძლება თამამად ითქვას, რომ მათი კავშირი სიყვარულის მაგალითია.

მორიელი და თევზები: ეს წყვილი ერთ-ერთ საუკეთესოდ არის მიჩნეული. მათი ურთიერთობა იდუმალი და ამოუცნობია. უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი ცხოვრებისეული დაბრკოლების წინაშე აღმოჩნდებიან. თუმცა, ამ ყოველივეს თუ გადალახავენ, მათი ურთიერთობა იდეალური იქნება. ორივე მოთმინების საოცარი უნარით დააჯილდოვა ღმერთმა, ეს კი ხელს შეუწყობს მათ მიერ სირთულეების გამკლავებასა და ერთად ბედნიერ ცხოვრებას.

0
46
1-ს მოსწონს
ავტორი:თამარ გოდელაშვილი
თამარ გოდელაშვილი
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0