x
image
რუსო ჩარექიშვილი
რას ნიშნავს ინ და იანი? ყველასთვის ცნობილი სიმბოლო, რომლის რეალური მნიშვნელობაც დღემდე არ იცოდით
დღესდღეობით ალბათ იშვიათად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ ჰქონდეს ნანახი მოცემული სიმბოლო.

რას შეიძლება ნიშნავდეს ინი და იანი-ს ეს ძალზედ გავრცელებული და პოპულარული სიმბოლო? image

იქიდან გამომდინარე, რომ იგი ყველასთვის ასე თუ ისე კარგადაა ცნობილი მის მნიშვნელობასთქნ დაკავშირებით მრავალი მოსაზრება არსებობს, თუმცა მხოლოდ ცოტამ თუ იცის მისი რეალური განმარტება.

ძველი ჩინური და ტიბეტური მოძღვრების თანახმად, ცხოვრების ძალა - "ცი" წარმოიქმნება "ინი" და "იანი" ძალების გარდაქმნის შედეგად. ისინი წარმოადგენენ ორ ფუნდამენტურ ძალას, რომლებიც ქმნიან სამყაროს და მათი ურთიერთხემიქმედების შედეგად მოჰყავთ ის წესრიგში და ჰარმონიაში. ეს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ძალები არსებობენ თითქმის ყველა მოქმედებაში. ისინი სიმბოლიზდებიან ორ საწინააღმდეგო ენერგიად, რომლებიც თავიანთი მინაცვლეობითა და ურთიერთმოქმედებით წარმოადგენენ სამყაროს დინამიკას.


ინი და იანი გამოხატავს იდეას, რომ რაც არ უნდა ურთიერთსაწინააღმდეგო და პოლარული ჩანდნენ სხვადასხვა ძალები, ისინი მაინც ერთმანეთ დაკავშირებულ-დამოკიდებული არიან. ეს პრინციპი გამოიყენება თითქმის ყველა ჩინურ მიმდევრობაში: ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში, საბრძოლო ხელოვნებაში და ა.შ.

თანახმად ძველჩინური წარმოდგენისა, სამყაროში არსებობენ ერთმანეთისაგან განუყოფელი საპირისპირო ძალები: ინ – წყვდიადი, ქალური, უარყოფითი; იან – ნათელი, კაცური, დადებითი.image

ინი და იანი წარმოადგენენ ყოველი არსის ცვალებადობისა და განვითარების შემოქმედებით საწყისებს. ძვ. ჩინური წარმოდგენით, ეს ძალები არის ქაოსის თვისება, რომლებიც არსებობდა სამყაროს შექმნამდე. მათი მეოხებით ქაოსი იყოფა ორ ნაწილად: დადებითი ნაწილაკების მასად იან–ცი და უარყოფითი ნაწილაკების მასად – ინ–ცი. შედედების პროცესში იან–ცის მსუბუქი ნაწილაკები ზევით მიილტვიან, ხოლო ინ–ცის მძიმე ნაწილაკები – ქვევით ეშვებიან. თავად ცნება „ცი“ უღრმეს და ურთულეს შინაარსს მოიცავს. „ცის“ ცნებაში ჩინური წარმოდგენა გულისხმობს არა მხოლოდ მატერიალურ სუბსტანციას, არამედ რაღაც სულიერ საწყის ელემენტაბსაც. ეს არის სამყაროს სული, რაც არ ექვემდებარება გრძნობებს, თუმცა ამასთან იგი მატერიალურიცაა. იგია ქაოსი, ხოლო მასში წესრიგი შეაქვს დაოს. ამრიგად, როცა არაცხადიერი მასა „ცი“ გაიყო, ნაწილაკებისაგან (იან) წარმოიქმნა ცა, ხოლო დაბინდილი ნაწილაკებისაგან (ინ) მიწა.

ცისა და მიწის წარმოშობის შემდეგ ისინი ასხივებენ თავთავიანთ შესაბამის „ცის“. ცა ასხივებს დადებით ნაწილაკებს – იან–ცის, ხოლო მიწა უარყოფით ნაწილაკებს ინ–ცის. მათი ურეთიერთქმედებით წარმოიშობა სიცოცხლე, ადამიანი და ყოველი არსი.

0
299
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
299
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0