x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134342
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
რა აკლია? ამოცანა 10 წამში ამოხსენით და შეამოწმეთ, რამდენად ჯანმრთელი ტვინი გაქვთ
image

ამ რიცხვების თანმიმდევრობას შეხედეთ. რა აკლია? რამდენად სწრაფად შეძლებთ მის აღმოჩენას?

ლოგიკური აზროვნება ადამიანს სხვა ცხოველებისგან განასხვავებს. ჩვენი ტვინი და ანალიზის უნარი ასაკთან ერთად ვითარდება და ზრდასრულ ასაკში მწვერვალს აღწევს.

თუმცა ტვინის იმ ნაწილმა, რომელიც ლოგიკურ აზროვნებაზე პასუხისმგებელია, ზოგჯერ შეიძლება მოგვატყუოს. ლოგიკა ყოველთვის ცდილობს შეხედოს სიტუაციას ისე, როგორც უნდა იყოს, და არა ისე, როგორც არის.


მათემატიკური ამოცანების ამოხსნის დროს ჩვენ ლოგიკას ვიყენებთ, რომელმაც შეიძლება დაგვეხმაროს ან მნიშვნელოვანი დეტალის დანახვაში ხელი შეგვიშალოს.

ეს ამოცანა ერთი შეხედვით მარტივია, მაგრამ პირველივე ცდაზე მის ამოხსნას ყველა ვერ ახერხებს. უფრო მეტიც, მასთან გამკლავება მხოლოდ 100-დან ერთს შეუძლია.

სურათს შეხედეთ - თქვენ წინაშეა 1-დან 53-მდე თანმიმდევრობა, თუმცა რომელიღაც რიცხვი აკლია. შეგიძლიათ გამოიცნოთ, თანმიმდევრობას ზუსტად რომელი რიცხვი აკლია?

სცადეთ, 10 წამში ამოხსნათ.

ამოცანა ყურადღებაზე

image

შეძელით ამ ციფრის დანახვა?

თუ არა, ქვემოთ მოცემულია მინიშნება.

რატომ უჭირს ბევრს ამ ამოცანის ამოხსნა? საქმე იმაშია, რომ ადამიანის ტვინი ადვილად ახდენს ადაპტაციას სურათებსა და აზრებზე, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვეულ საქმეს წარმოადგენს. შედეგად, ამ ფიზიკური და ვირტუალური სურათების ანალიზს აღარ ვცდილობთ.

ჩვენ ვთვლით, რომ ისინი ჩვეულებრივად ითვლება და ეს ამ თანმიმდევრობაში ნათლად ჩანს.

ერთი შეხედვით, მხოლოდ ცოტა თუ შეძლებს იმის აღმოჩენას, რომ აქ ორი რიცხვი აკლია. ზოგიერთი თანმიმდევრობას რამდენჯერმე უყურებს, სანამ გამოტოვებულ რიცხვებს იპოვის.


image

სავარაუდოდ, პირველად სურათს თვალი სწრაფად გადაავლეთ. როცა ტვინი სურათზე პირველ რიგში 4-5 რიცხვს აანალიზებს, ის მეორე რიგს ტოვებს. როცა ხედავს რომ პირველი რიცხვები იგივეა, ის დანარჩენ რიცხვებს უბრალოდ სწრაფად თვალს ავლებს და ამბობს, რომ 1-დან 53-მდე ყველა რიცხვს ხედავს.

თუ ციფრებს განცალკევებით არ შეხედავთ, სავარაუდოდ, იფიქრებთ, რომ ყველა ციფრი ადგილზეა.

თუ მეორე გადახედვის შემდეგაც ვერ შეძლებთ დაკარგული ციფრის აღმოჩენას, თქვენ პირველი კლასის მოსწავლესავით მოთმინებით ყველა ციფრის დათვლას დაიწყებთ. მაშინ აღმოაჩენთ, რომ 10-ს მოსდევს 12. აკლია 11.


image

თუ კიდევ უფრო ბეჯითად თვლას გააგრძელებთ, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ 31-ს 33 მოსდის. აკლია 32.


image

ამ რიცხვების თანმიმდევრობა საკმაოდ რთულია, რადგან რიცხვები ფართო ჰორიზონტალურ ჯგუფებში მდებარეობს. პირველ რიგში 15 რიცხვია, მეორე რიგში 10, მესამე რიგში კი 9. თითოეულ რიგში 5-5 რიცხვი რომ იყოს, დაკარგული რიცხვების პოვნას უფრო მარტივად შეძლებდით.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. ლოგიკური ამოცანა: რომელ სურათზეა ყველაზე ბედნიერი ოჯახი?

2. ამოცანა გენიოსებისთვის - გენიოსი მის ამოხსნას 10 წამში ახერხებს, ბილ გეითსი 20 წამში, თქვენ?

3. ტესტი: რომელი ქვეყანაა დაშიფრული სმაილებით?

4. მარტივი მათემატიკური ამოცანა ჩინელი მოსწავლეებისთვის, რომელიც თქვენს ტვინს დაძაბავს

5. ტესტი: გამოიცანით ცნობილი წიგნები სმაილებით

6. მხოლოდ ვუნდერკინდი შეძლებს ამ ტესტის გავლას. თქვენი ცოდნა შეამოწმეთ!

7. თუ ყველა ამოცანას ამოხსნით, თქვენ ძალიან მაღალი ინტელექტის მფლობელი ხართ

8. ამ ამოცანის ამოხსნას მხოლოდ მაღალი IQ-ს მქონე ადამიანები შეძლებენ

9. ტესტი: რა გახსოვთ საბჭოთა კავშირის დროინდელი ცხოვრებიდან?

10. ამოცანა ყურადღებაზე: ეცადეთ 1 წუთზე ნაკლებ დროში ამოხსნათ

11. 3 ამოცანა, რომლებიც ჩიხში მოგაქცევთ




უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

1
1408
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
1408
  
2020, 18 ოქტომბერი, 21:28
პასუხი მარტივია თან ძალიან, თუმცა აშკარა პრობლემაა ტექსტში
შეკითხვაზე: შეძელით ამ ციფრის დანახვა?
გპასუხობთ ვერავინ შევძელით, იმიტომ რომ მიმდევრობაში აბსოლიტურად ყველა ციფრია გამოყენებული.
ძალიან გთხოვთ,
გაიხსენეთ რა განსხვავებაა ციფრსა და რიცხვს, შორის. თქვენ (ვგულისხმობ ზოგადად მედიას) მთელი საქართველო გიყურებთ მსგავსი ტიპის შეცდომებმა კი ამ ბოლო დროს მასიური სახე მიიღო.
დავამკვიდროთ სწორი ტერმინები.
0 1 1