x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
თვითმფრინავი ცაში კარის გარეშე
image

30 წლის წინ, 1989 წლის 24 თებერვალს ავიალაინერზე Boeing 747-122, რომელიც სან-ფრანცისკოდან სიდნეიში მიფრინავდა, მოხდა არაორდინალური შემთხვევა, რომელმაც 9 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.


1989 წლის 24 თებერვალს United Airlines-ის რეისი 811-მა სან ფრანცისკოს აეროპორტიდან გეზი აიღო სიდნეისკენ, თუმცა მანამდე რამდენჯერმე დაჯდომა უწევდა ჯერ ლოს-ანჯელესში, შემდეგ ჰონოლულუში და ოკლენდში.


Boeing 747 ჰონოლულუს აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 01:52-ზე აფრინდა და გეზი ოკლენდისკენ აიღო, ბორტზე იმყოფებოდა 355 ადამიანი(337 მგზავრი და 18 ეკიპაჟის წევრი).ამინდის გაუარესების გამო მოსალოდნელი იყო, თვითმფრინავი ტურბულენტობის ქვეშ მოყოლილიყო, სწორედ ამიტომ ეკიპაჟმა გადაწყვიტა, არ გამოერთო ტაბლო "შეიკარით ღვედი"(FASTEN SEATBELT), სწორედ ამან გადაარჩინა ბევრი მგზავრი.დაახლოებით 02:08 წუთზე, 7000 მეტრის სიმაღლეზე ბიზნეს-კლასის სალონში გაისმა ჯერ ღრჭიალის მაგვარი, შემდეგ კი ძლიერი კაკუნის ხმა, 1, 5 წამის შემდეგ ლაინერს წინა ნაწილის სატვირთო კარი მოძვრა, რამაც ფუზელაჟზე უზარმაზარი ხვრელი გააჩინა, დეკომპრესიის შედეგად ლაინერიდან ერთბაშად 11 სავარძელი მოწყდა, რამაც 9 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია(აქედან ორზე -G8 და G12 -ზე არავინ იჯდა).


ავარიამ ავტომატურად გამოიწვია ჟანგბადის მიწოდების სისტემის დაზიანება, ამის გარდა დაზიანდა მარჯვენა ფრთა და №3 - 4 ძრავა, რამაც გამოიწვია ხანძარი.

image

ეკიპაჟმა მოახერხა 180 გრადუსით მობრუნება და გეზი უკან, ჰონოლულუსკენ აიღო, ხანძრის გამო გამორთო ჯერ №3, შემდეგ კი №4 ძრავა, შემდეგ კი საწვავი ჰაერშივე მოიშორა .02:34 წუთზე თვითმფრინავმა ავარიული დაშვება მოახდინა ჰონოლულუს აეროპორტში, ავარიის გამო ფრთების დაფები ბოლომდე არ გაიხსნა, ამიტომ ხომალდს მოუწია 350 კმ/სთ- სიჩქარით აეროპორტზე დაშვება. მიუხედავად ამისა, ეკიპაჟმა შეძლო საფრენი ბილიკის ბოლოში გაჩერება.ყველა მგზავრი 45 წამში იქნა ევაკუირებული.


დაიღუპა 9 მგზავრი, 38-მა სერიოზული ტრავმები მიიღო.

image

კომისიამ დაადგინა, რომ კარის ჩაკეტვის კონსტრუქცია სრულყოფილი არ იყო, მსგავსი ინციდენტები ჯერ კიდევ 1970-იანი წლებიდან McDonnell Douglas DC-10 -საც შეემთხვა, თუმცა მაშინ ამას სერიოზული ყურადღება არ დაეთმო.

image

ამის შემდეგ ტრანსპორტის უსაფრთხოების ნაციონალურმა საბჭომ(NTSB) რეკომენდაცია მისცა, ყველა Boeing 747-ზე გამოცვლილიყო კარის ჩაკეტვის კონსტრუქცია.




0
595
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
595
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0