x
მეტი
  • 17.10.2019
  • სტატია:95740
  • ვიდეო:343060
  • სურათი:457670
H.M., კაცი მეხსიერების გარეშე

image

ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში კარგად არის ცნობილი H.M.-ის (Henry Molaison) შემთხვევა. იგი, ალბათ, ყველაზე ცნობილი პაციენტია ნეირომეცნიერების ისტორიაში. მისი მეხსიერების გაუარესება (რომელიც გამოწვეული იყო ეპილეფსიური შეტევების გასაკონტოლებლად ჩატარებული ექსპერიმენტული ნეიროქირურგიული ჩარევის შედეგად) შესწავლის საგანი იყო ხუთი ათწლეულის მანძილზე. მისმა გამოკვლევამ გამოავლინა მნიშვნელოვანი პრინციპები მეხსიერების ფუნქციების ორგანიზაციასთან დაკავშირებით.

H.M.-ს 7 წლის ასაკში ველოსიპედი დაეჯახა, 10 წლისას დაეწყო მცირე ეპილეფსიური შეტევები, ხოლო 16 წლისთვის გაძლიერდა. საბოლოოდ, 1953 წელს, 27 წლის ასაკში იმდენად დაუქვეითდა უნარები თავისი შეტევების გამო (მიუხედავად ანტიკონვულსანტების მაღალი დოზებისა), რომ მას აღარ შეეძლო მუშაობა და ნორმალური ცხოვრების გაგრძელება. ექიმმა უილიამ სკოვილმა შესთავაზა H.M.-ს ექსპერიმენტული პროცედურა (ორივე ჰიპოკამპის ამოჭრა), რომელიც ადრე მხოლოდ რამდენიმე ფსიქოზურ პაციენტზე ჰქონდა ჩატარებული. შემდგომში ეს პროცედურა პაციენტისა და მისი ოჯახის თანხმობით ჩატარდა. ოპერაცია წარმატებული აღმოჩნდა, პაციენტს შეტევები საგრძნობლად შეუმცირდა, მაგრამ ფაქტობრივად მეხსიერების გარეშე დატოვა იგი. მაშინ, როდესაც სკოვილმა H.M.-ს ამნეზიის ნიშნები შეატყო, იგი მონრეალის ნეიროლოგიური ინსიტუტის მეცნიერებთან გააგზავნა. იმ დრომდე ცნობილი არ იყო, რომ ჰიპოკამპს არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა მოგონებების შექმაში და ორივე ჰიპოკამპის დაკარგვა იწვევდა გლობალურ ამნეზიას.

image

H.M.-ის მეხსიერების დაკარგვა არ იყო მარტივი. მას არამხოლოდ არ შეეძლო ახალი ცნობიერი მოგონებების შენახვა ოპერაციის შემდეგ, არამედ ის ასევე იტანჯებოდა რეტორგრადული ამნეზიით ოპერაციამდე 11 წლის განმავლობაში, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს გამოწვეული იყო ანტიეპილეპტიკური წამლებისა და ხშირი შეტევების შედეგად.

მისი გლობალური ამნეზია გამოწვეული იყო ორივე ჰიპოკამპის დაკარგვით და ნიშნავდა იმას, რომ ოპერაციის შემდეგ მას არ შეეძლო ესწავლა ახალი სიტყვები, სიმღერები, სახეები, მასთან საუბრისას თუ ადამიანი უბრალოდ შეტრიალდებოდა, მას ავიწყდებოდა ვის ელაპარაკებოდა; არ იცოდა რამდენი წლის იყო ან მისი მშობლები ცოცხლები იყვნენ თუ არა. ამის საპირისპიროდ, მას შეეძლო აეთვისებინა გარკვეული ახალი მოტორული უნარები, მაგრამ მხოლოდ ქვეცნობიერის დონეზე ხდებოდა მათი სწავლა. ექიმი კორკინი იხსენებდა, რომ H.M.-ს გამუდმებით ჰქონდა კამათი საკუთარ თავთან. მისი ულმობელი ამნეზიის გამო იგი აგრძელებდა დილემის წინაშე ყოფნას. ის არასდროს იყო დარწმუნებული სწორად იქცეოდა თუ არა, ვინაიდან არ ახსოვდა კონკრეტული ადამიანი უნახავს თუ არა ადრე, არ იცოდა რამდენი წლის იყო, რომელი თვე და წელი იყო. აღსანიშნავია, რომ H.M.-ს ამოაჭრეს ორივე ამიგდალა, რომელიც ემოციებზეა პასუხისმგებელია, განსაკუთრებით კი, შიშზე. შედეგად H.M.-ს, ფაქტობრივად, არაფრის ეშინოდა.

H.M.-ის მეხსიერების გაუარესება მეცნიერებმა მიიღეს, როგორც ინფორმაციის გადატანის პრობლემა უშუალო მეხსიერებიდან სტაბილურ ხანგრძლივ მეხსიერებაში. მნიშვნელოვანი ინსაიტი მეხსიერების ორგანიზაციის შესახებ მოვიდა პაციენტის შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომ მას შეეძლო გაეხსენებინა ოპერაციამდე მომხდარი ამბები. H.M.-ის ძლიერმა ამნეზიამ, მისმა ხელუხლებელმა ინტელექტმა და ნეიროქირურგიულმა დაზიანებამ H.M. იდეალურ ექსპერიმენტულ ობიექტად აქცია. 55 წლის განმავლობაში H.M. უამრავ ექსპერიმენტებში მონაწილეობდა. მაგალითად, ერთ-ერთი ექსპერიმენტის მიხედვით, H.M.-ს შეეძლო დაემახსოვრებინა სამი ციფრი 15 წუთის განმავლობაში, მათი უწყვეტი გამეორების შედეგად. და მაინც, როდესაც ის ახალ დავალებას მიაქცევდა ყურადღებას, მას ავიწყდებოდა მთლიანი პროცესი. საპირისპიროდ, მაშინ, როდესაც დავალება არ იყო ადვილად გასამეორებელი ინფორმაცია იფანტებოდა 1 წუთზე ნაწლებ დროში. ეს აღმოჩენები მიუთითებს ფუნდამენტურ განსხვავებას უშუალო მეხსიერებასა და ხანგრძლივ მეხსიერებას შორის.

სუზან კორკინის მიხედვით, H.M.-ს ჰქონდა კარგი აუტობიოგრაფიული მოგონებები, 16 წლის ასაკის და უფრო ადრეული. შესაბამისად, დაასკვნეს, რომ მისი შორეული (remote) მეხსიერება გაუარესებული იყო ოპერაციამდე 11 წლით ადრე. სიტუაცია შეიცვალა, როდესაც H.M. დაბერდა. განმეორებითმა კვლევამ, მაშინ, როდესაც H.M. 76 წლის იყო, აღმოაჩინა, რომ მას ჰქონდა შენარჩუნებული ბავშვობის დროინდელი მოგონებები, მაგრამ ისინი, როგორც უფრო დამახსოვრებული ფაქტები ისე გამოიყურებოდნენ, ვიდრე სპეციფიკური ცხოვრებისული ეპიზოდების შესახებ არსებული მოგონებები.

image

(HM, aged 60: Copyright J, Ogden, "Trouble In Mind" 2012, p.173, OUP, New York. Source: Photo credit: Jenni Ogden, author's own photo)

H.M. 2008 წელის 2 დეკემბერს გარდაიცვალა, 82 წლის ასაკში. შესაძლოა ითქვას, რომ H.M.-ის ადრეულმა აღწერებმა ბიძგი მისცა მეხსიერების კვლევის ახალ ერას. H.M.-ის შემთხვევამდე ითვლებოდა, რომ მეხსიერების ფუნქციები დიდწილად ნაწილდებოდა კორტექსში და ინტეგრირებული იყო ინტელექტუალურ და პერცეპტულ ფუნქციებთან. H.M.-ის შემთხვევის დახმარებით მეცნიერებმა აღმოაჩინეს მეხსიერების ფუნდამენტური პრინციპი, რომ მეხსიერება არის განსაზღვრული ცერებრალური ფუნქცია, განცალკევებული სხვა პერცეპტული და კოგნიტური შესაძლებლობებიდან და იდენტიფიცირებული იქნა, რომ საფეთქლის წილი მნიშვნელოვანია მეხსიერებისთვის.

H.M.-ზე კვლევებიდან რამდენიმე დასკვნის გამოტანა შეიძლება: მეხსიერება არის განცალკევებული ფსიქოლოგიური ფუნქცია; რომ ამნეზია აუარესებს დეკლარაციულ და ეპიზოდურ მეხსიერებას; ჰიპოკამპი არის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრუქტურა მეხსიერებისთვის და რომ ჰიპოკამპის საშუალებით ხდება მოგონებების პემანენტული კონსოლიდაცია. საბოლოო ჯამში, H.M.-ის შემთხვევამ გააუმჯობესა ჩვენი ცოდნა მეხსიერების ფუნქციებისა და ჰიპოკამპის სისტემის შესახებ.

H.M.-მა უდიდესი საჩუქარი უბოძა მეცნიერებას - მისი მეხსიერება. მეცნიერთა ცოდნა ტვინის დაავადებებისა და იმის შესახებ თუ როგორ მუშაობს ნორმალური ტვინი დიდად შემცირდებოდა, რომ არა H.M.-ის მსგავსი ადამიანები და მათი ოჯახები (რომლებიც ხშირად იღებდნენ მონაწილეობას ინტერვიუებში). H.M.-ის სიკვდილის შემდეგ მისი ტვინი 2000 ნაწილად გაიჭრა და სამგანზომილებიანი ტვინის რუკა შეიქმნა, რომლის გადიდებაც შეიძლება მთელი ტვინიდან ინდივდუალურ ნერვებამდე. ამდენად, მსგავსი გზით ასეთი ტრაგიკულად უნიკალური ტვინი შთამომავლობასთვის იქნა შენახული (www.psychologytoday.com).

0
205
შეფასება არ არის
ავტორი:ანა ჭირაქაძე
ანა ჭირაქაძე
205
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0