x
image
Teklamaisuraze
საუკუნის სიყვარული, ოლღა ოკუჯავას წერილები გალაქტიონზე მიწერილი

გალაქტიონი და ოლღა ერთმანეთს 1912 წელს გაეცნენ და დამეგობრდნენ. ეს იყო პოეტური ბუნების მქონე ორი ადამიანის დიდი სულიერი მეგობრობა, რაც მალე თავდავიწყებულ სიყვარულში გადაიზარდა. მათ ეს დიდი გრძნობა ათას განსაცდელში გამოატარეს, მაგრამ თითოეული მათგანის შინაგანი ბუნებიდან გამომდინარე, სხვადახვანაირია ამ გრძნობის გამჟღავნების ფორმა. ვინც დიდ პოეტად იცნობდა, იცის, თუ რაოდენ გულდახურული და სიტყვაძუნწი იყო. ხასიათის ეს თავისებურება მჟღავნდებოდა მისთვის ყველაზე ძვირფას მეგობართან, ოლღასთან ურთიერთობის დროსაც.

image

ოლღას დღიურებსა და წერილებში ნათლად ჩანს ის დარდი და გულის ტკივილი, რასაც გალაქტიონის წერილის დაგვიანების ყოველი წამი იწვევდა მასში, ამიტომ არის, რომ ოლღა ხშირად გულნატკენია, უჩივის გალაქტიონს, დარწმუნებულია, რომ იგი დაივიწყეს.

ოლღა ოკუჯავას დღიურები

1910 წ. 6 ოქტომბერი

დილით ადრე ავდექი. ძალიან მოთენთილი ვიყავი. გარეთ ქარი ხმაურობდა .

რაღაც შიში მიპყრობს. _ ძალიან არ მინდა გაკვეთილებზე წასვლა, მინდა ვიწვე და თავდავიწყებას მივეცე.

image

წერილი გავაგზავნე. ველი პასუხს. საღამოა, ამხანაგის წერილი მივიღე, _ მშვიდობით ვიმგზავრეო. გაკვეთილების შემდეგ ბნელ ოთახში ვიწექი, მაგრამ ვერაფრით ვერ დავიძინე. მოგონებებში ხელახლა განვიცდი ერთხელ უკვე განცდილს .

ახლა დიასახლისის ოთახში სტუმრები მხიარულობენ. - გიტარაზე უკრავენ, მღერიან, გაცხარებით საუბრობენ. მე ამხანაგებთან ერთად ჩემს ოთახში ვარ. საღამოა - წყნარი, მთვარიანი.

0
127
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0