x
მეტი
  • 22.07.2019
  • სტატია:92616
  • ვიდეო:341578
  • სურათი:454645
ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული პირი გამართლდა

image


2019 წლის 20 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული პირი გ.ა 7 თვიანი პატიმრობის შემდეგ გაამართლა და სხდომის დარბაზიდან განთავისუფლდა. ამის შესახებ ვესაუბრეთ ადვოკატ ნინო ლომინაძეს, რომელმაც განმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამოიტანილ იქნა სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილება.


ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ, ნამდვილად კანონიერი გადაწყვეტილება გამოვიდა, ვინაიდან საქმეში არ არსებობდა მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა, რომ მან ჩაიდინა დანაშაული. მიხარია, რომ არსებობს ამგვარი ტენდენცია. მინდა განვმარტო, რომ 2018 წლის ბოლოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსმა განიცადა ცვლილება, კერძოდ 126-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის გამკაცრდა სასჯელი.


აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდია საკმაოდ აქტუალურია ოჯახში ძალადობის საკითხი, რის გამოც ოფიციალურად 4000 პირზე მეტი იხდის სასჯელს ან მიმდინარეობს მის წინააღდეგ სასმართლო განხილვა. აქვე ხაზგასასმელია

საქართველოს სისხლის სამართლის მოქმედი რედაქციით:

მუხლი 126​1. ოჯახში ძალადობა

1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, −

ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;

ბ) არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

გ) ორი ან მეტი პირის მიმართ;

დ) ჯგუფურად;

ე) არაერთგზის, –

ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით - ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.“.

0
109
3-ს მოსწონს
ავტორი:ellen murani
ellen murani
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0