x
მეტი
  • 19.06.2019
  • სტატია:91335
  • ვიდეო:340894
  • სურათი:453297
პოლიციამ ირინა ონაშვილის სახლის გაქურდვისთვის 39 წლის ქალი დააკავა
image„მის საქართველო 2003"-ის ირინა ონაშვილის სახლი გასული წლის ოქტომბერში გაქურდეს, დაიკარგა დაახლოებით 10000 ლარის ღირებულების სამკაული, სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით 39 წლის ქალი დააკავეს, რომელიც ონაშვილის სახლში დამლაგებლად მუშაობდა. აგრეთვე პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა, რომელიც ადრე ნასამართლევია და ჭავჭავაძის გამზირზე ორი ბინის გაქურდვაში ედება ბრალი.
ამ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.მ.-მ თბილისში, ფანჯიკიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი ბინიდან, სადაც დამლაგებლად მუშაობდა, ოქროს ძვირფასი სამკაულები და საათები მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ იგი მომხდარიდან მალევე დააკავა, ნაქურდალი ნივთები კი ნივთმტკიცებად ამოიღო.


რაც შეეხება ა.ჩ.-ს, ის სამართალდამცველებმა თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი ბინის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ მოპარული ნივთები, ასევე, ამოღებულია ნივთმტკიცებად. გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ჩ.-მ ჭავჭავაძის გამზირზე კიდევ ერთი მოქალაქის ბინა გაქურდა.


გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

0
78
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0