x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
სტალინს პოლიტიკის წარმართვის თითქმის იდეალური რეცეპტად მაკიაველის წიგნი "მთავარი " მიაჩნდა

image
სტალინს ორი აბსოლუტურად ერთნაირი ბიბლიოთეკა ჰქონდა კუნცევოს აგარაკსა და კრემლის ბინაში. თითოეული 35-35 ათასი წიგნისგან შედგებოდა. სწორედ ამ ბიბლიოთეკის შესწავლამ გააოგნა მისი ბიოგრაფები. სტალინს ჩვევად ჰქონდა, რომ ყოველ წაკითხულ წიგნს, სხვადასხვა გვერდზე საკუთარ კომენტარებს ურთავდა და ამას წითელი და ლურჯი ფანქრებით აღნიშნავდა.

სტალინის ბიბლიოთეკაში არსებული პირველი შენიშვნებიანი წიგნი 1889 წლით თარიღდება. ამან მის ბიოგრაფებს საშუალება მისცა, დაედგინათ, რომ ის ათი წლის ასაკიდან უკვე ძალიან აქტიური მკითხველი იყო. ეს წიგნი გახლდათ ილია ჭავჭავაძის პატრიოტული ლექსების მცირე კრებული, გამოცემული 1887 წელს. ამ თხელტანიანი წიგნის შიდა ყდაზე ათი წლის სოსო ჯუღაშვილს წითელი ფანქრით მიეწერა: „დიდებულია და ფრიად სასარგებლო ბატონი ილია ჭავჭავაძის ლექსები“.

იმ პერიოდში, ანუ ათი წლის ასაკიდან სტალინი რუსი და ფრანგი მწერლების შედარებით მსუბუქ ნაწარმოებებს ეცნობა. ხოლო 1894-1895 წლებში 15-16 წლის სტალინი საფუძვლიანად ეცნობა ფრანგი განმანათლებლების ნაწარმოებებს, კლასიკურ გერმანულ ფილოსოფიასა და აკრძალულ ლიტერატურას. სხვათა შორის, სტალინის პირად ბიბლიოთეკაში მრავალი ისეთი წიგნი აღმოჩნდა, რომელიც პირადად სტალინის მიერ იყო აკრძალული საბჭოთა კავშირში.

სტალინის ბიოგრაფიის ყველა სერიოზული მკვლევარი თითქმის ერთხმად აღნიშნავს, რომ დიდ ბელადს განსაკუთრებულად ორი წიგნი ხიბლავდა. ნიკოლო მაკიაველის „მთავარი“ და ალექსანდრე დიუმას „გრაფი მონტე კრისტო“. "მთავარის" ყდაზე აქვს გაკეთებული წარწერა:


„პოლიტიკის წარმართვის თითქმის იდეალური რეცეპტი“.

სტალინის ბიბლიოთეკაში ბიბლიის ძალიან საინტერესო ეგზემპლარია და ესაა ერთადერთი წიგნი, რომელსაც არანაირი კომენტარი არ აქვს დართული. ეს წიგნი სხვა მხრივაა საინტერესო და საგულისხმოა, რომ მასზე თბილისის ჟანდარმერიის სამმართველოს შტამპია.

5
388
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
388
  
2019, 25 თებერვალი, 15:54
სრული ჭეშმარიტება!
ჩვენი მენტალიტეტია ჩვენი უპირველესი მტერი, ქართველს ხომ ქართველზე მეტად ვერავინ გაიმეტებს?
ბევრჯერ მომიწია სეპარატისტებთან და ოკუპანტებთან შეტაკებამ და არასდროს გამკვირვებია მტრისგან მუხანათური საქციელი, მაგრამ როცა ქართველი გიმუხთლებს ეს ტრაგედიაა.
დავით მეოთხემ შესძლო საქართველოს გაერთიანება, მუხანათის თვისება ძალით ამოძირკვა და ამის მერე რაც გააკეთა ერმაც და ბერმაც ყველამ ვიცით, "დიდგორის ომიც" საკმარისია.
გათითოკაცება გვიყვარს ქართველებს და მუდამ ვიღაცისტი ვართ, ხან ზვიადისტი, ხან შევარდნაძისტი, ხან მიშისტი და ხან ბიძინას ვუკმევთ გუნდრუკს.
არ შეიძლება ასე ოჯახი უნდა გიყვარდეს უპირველესად და შენი სამშობლო, ხელისუფლება იცვლება სამშობლო და ოჯახი კი რჩება.
შეხედავ ნაციონალები დედას აგინებენ ოცნებას და პირიქით, ძულს ქართველების დიდ ნაწილს ერთმანეთი-ამაშია ჩVენი უბედურება და ტრაგედია.
2019, 25 თებერვალი, 15:44
კანონგარეშე და კანონმორჩილი - ბატონებო, თქვენს მიერ წამოჭრილ საკითხზე არაერთგზის მიფიქრია... - ანუ საქართველო რომ არ გასაბჭოებულიყო, როგორ გავნვითარდებოდით?.. პირველად ვიტყვი, რომ სტალინი ჩემი აზრით, მაინც მიზანთროპი იყო, იმისდა მიუხედავად, რომ ტროცკისა და ზოგადად სიონისტების ასპექტში გეთანხმებით. ნოე ჟორდანიასა და მის მთავრობაზე არაფერს ვიტყვი, იმის გარდა, რომ თურმე გაქცევისას, კაბინეტებში ტომრებით სიმინდი, ფქვილი და ა.შ დარჩენიათ, ქრთამად აღებული.
მაშ ასე, გასაბჭოების გარეშე შეძლებდა კი საქართველო იმ თავისი პოტენციალის სრულად წარმოჩენას, რაც შეძლო საბჭოეთის პერიოდში - ყველაფერს თავი გავანებოთ, აშენდებოდა კი ენგურჰესი, შეძლებდა კი აკაკი შანიძე და ჩვენი მშობლიური ენისა და ისტორიის კორიფეები ქართული ენის ისეთ სიღრმეებში გაჭრას დაფინანსების გარეშე, რაც მან მოახერხა. სამართლიანობისთვის ვთქვათ, რომ ივანე ჯავახიშვილმა თითქმის ფინანსების გარეშე შეძლო ის, რაც შეძლო, მაგრამ ის თანხები იქნებოდა "დამოუკიდებელ საქართველოში", რაც საბჭოთა პერიოდის დროინდელ არქეოლოგიურ გათხრებს, შიგნითა და გარეთ მოხმარდა? დაიდგმებოდა კი "ვახტანგ გორგასლის", "ალგეთის ლეკვებისა" და "ქართლის დედის" უმშვენიერესი ძეგლები? ქართველი კაცის სიხარბიდან (რაც ზემოთ აღვნიშნე, მაშინდელი მთავრობისა თუ დღევანდელი ჩინოვნიკების შემხედვარე) გამომდინარე, დიდი ალბათობით არა! აქვე აღვნიშნოთ, რომ ჩვენს დამოუკიდებლობას, რუსეთის გარდა, თურქეთიც არანაკლებ ემუქრებოდა, ყოველ შემთხვევაში ტერიტორიების დიდ ნაწილზე რომ გამოთქვამდა პრეტენზიებს, ეს ცხდია, და თუ მხოლოდ პრეტენზიას დასჯერდებოდა, ვინ იცის?
მაგრამ... ერთი და მთავარი უნდა აღინიშნოს - ერის განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა თავისუფლება! მის გარეშე, შესაძლოა შეიქმნას "რაღაც", თუმცა ეს "რაღაც" სრულყოფილი მაინც ვერ (და არ) იქნება სამწუხაროდ (თუ საბედნიეროდ)?! თავად საბჭოთა პერიოდის ქართველ შემოქმედებს, ყველას განურჩევლად, თავისუფლება ეწერათ შუბლზე, რადგანაც უკეთ იცოდნენ ყველაფერი ეს!
და საერთოდ, ეს ანექსია ძალიან საფიქრალი და საკამათო თემაა, ოღონდ არა ისე, რომ ერთმანეთი მტრად და მოღალატედ ვაცხადოთ:)
2019, 25 თებერვალი, 12:04
ტროცკი ბევრად საშიში იქნებოდა სტალინის ძალაუფლება, რომ ჰქონოდა.
ის იყო ძალისმიერი სოციალიზმის მომხრე, რაც რეპრესიებს ერთიასად გაზრდიდა.
სტალინის ერთ დადებით მხარედ ვთვლი, ებრაული კლანის განადგურებას.
"სიონის ბრძენთა ოქმების" წაკითხვისას ხვდები ადამიანი რამხელა საფრთხეს წარმოადგენდა მაშინ საქართველოსთვის მათი უმაღლეს ხელისუფლებაში მოსვლა.
ჟორდანია უნიათო, მაგრამ მიზანდასახული ავაზაკი იყო როცა საქმე მის პირად ინტერესებს ეხებოდა.
2019, 25 თებერვალი, 5:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2019, 23 თებერვალი, 20:27
ნეტა ჩაეძაღლებინა ეს ნაბუშარი ადრევე ვინმეს, საქართველოს ანექსია არ მოხდებოდა.
0 1 5