x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
როგორ ცხოვრობენ მდიდარი და ღარიბი ადამიანები მთელ მსოფლიოში
image

DOLLAR STREET უნიკალური პროექტია, რომელიც ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრრებას იკვლევს მთელ მსოფლიოში. კურსის განმავლობაში უკვე 30 000-ზე მეტი ფოტო გადაუღეს 264 ოჯახს 50 სხვადასხვა ქვეყნიდან. როგორც აღმოჩნდა, ზოგი ადამიანის შემოსავალი თვეში მხოლოდ 27 დოლარია, სხვები კი ამავე პერიოდში 10 000 დოლარზე მეტს გამოიმუშავებენ. ეს კონტრასტი გვაიძულებს, ცხოვრებას სხვა მხრიდან შევხედოთ და ჩვეულებრივ წვრილმანებზე მეტად დავფიქრდეთ.

სტატიაში გაგაცნობთ 7 ოჯახს Dollar Street-ის პროექტიდან.









ბუტოების ოჯახი, ბურუნდი (თვიური შემოსავალი - $27)

image

იმელდა 41 წლის მარტოხელა დედა და ფერმერია. მის ოროთახიან სახლში წყალი და ელექტროობა არ არის. იმელდა თავისი შემოსავლის 80%-ს საჭმელზე ხარჯავს. მისი ოჯახი უკეთეს სახლზე ცხოვრებაზე ოცნებობს.



აი, აქ ცხოვრობენ ისინი ამჟამად.


image


ასე გამოიყურება ერთი ჩვეულებრივი ვახშამი.

image



ეს საძინებელი ოთახია.

image



წყლამდე მისასვლელად 40 წუთია საჭირო.

image



ბავშვები ამ წიგნებს ეძახიან საყვარელ სათამაშოებს.

image








გაკოტერების ოჯახი, ფილიპინები (თვიური შემოსავალი - $194)

image


40 წლის ლეო ფერმერი და ტყისმჭრელია. დაბადებიდან ამ სახლში ცხოვრობს. ლეოს ცოლი, 36 წლის მარია, არ მუშაობს. ისინი 3 შვილს ზრდიან ერთად. მათი შემოსავლის 50% საკვებზე იხარჯება. ამჟამად ლეო და მარია ფულს აგროვებენ ახალი სახურავის გასაკეთებლად და ახალ, დიდ სახლში ცხოვრებაზე ოცნებობენ.



ეს მათი სახლია.

image



მისაღები ოთახი

image



სამზარეულო

image



საყვარელი ტრანსპორტი

image



მათი ოცნების სახლი კი ასე გამოიყურება:

image








კირინების ოჯახი, რუსეთი (თვიური შემოსავალი - $578)

image

60 წლის პენსიონერი, ვასილი, და 57 წლის მასწავლებელი ოლგა, 17 წლის ვარვარასთან ერთად ცხოვრობენ, რომელიც სტუდენტია. მათ სახლს 2 საძინებელი აქვს. შემოსავლის 70%-ს ისინი საჭმელზე ხარჯავენ და ახალი ტელევიზორის ყიდვას გეგმავენ. ეს ოჯახიც ახალ ბინაში ცხოვრებაზე ოცნებობს.


კირინების ოჯახი ამ სახლში ცხოვრობს.

image



საძინებელი ოთახი

image



სამეცადინო კუთხე

image



სამზარეულო

image


კატა - მათი საყვარელი შინაური ცხოველი

image







ჰილგენსტილერების ოჯახი, ბრაზილია (თვიური შემოსავალი - $956)

image

28 წლის ვიტტორი მექანიკოსია, 37 წლის შელინა კი გაყიდვებზე მუშაობს. წყვილს 4 წლის ქალიშვილი, ჰელენა ჰყავს. ოჯახი სამ საძინებლიან სახლში ცხოვრობს და შემოსავლის 40%-ს ხარჯავს საკვებზე. ისინი მანქანის ყიდვაზე ოცნებობენ.



ეს მათი სახლია.

image



მისაღები ოთახი

image


სამზარეულო

image



საძინებელი ოთახი

image



ჰელენას საყვარელი სათამაშოები

image








მულეფერების ოჯახი, საფრანგეთი (თვიური შემოსავალი - $2, 895)

image

სიმო, 42 წლის ტექნიკოსი და კაროლინა, 39 წლის არქიტექტორი, ერთად 2 შვილს ზრდიან. ოჯახი კერძო სახლში ცხოვრობს, რომელსაც 4 საძინებელი აქვს. სიმო და კაროლინა თვეში $600 ქირის ფულს იხდიან, შემოსავლის დაახლოებით 30%-ს ხარჯავენ საჭმელზე, მოგზაურობენ ხოლმე და არ ზოგავენ ფულს.



ეს მათი სახლია.

image



მისაღები ოთახი

image



სამზარეულო

image



ბავშვების ოთახი

image



და ბოლოს - კატა

image








ვესტიბაკენების ოჯახი, შვედეთი (თვიური შემოსავალი - $4, 883)

image

35 წლის ჯონასი და მისი 38 წლის ცოლი, ტოვი, მენეჯერები არიან. წყვილს 2 ვაჟიშვილი ჰყავს. ისინი კერძო სახლში ცხოვრობენ, რომელსაც 4 საძინებელი აქვს და შემოსავლის 30%-ს ხარჯავენ კვებაზე. ჯონასს და ტოვს მოგზაურობა მოსწონთ და ამჟამად ფულს აგროვებენ ახალი მანქანისთვის. სახლში არსებულ ნივთებს შორის ყველაზე ღირებულად საოჯახო ალბომი მიაჩნიათ.



ეს მათი სახლია.

image



საძინებელი ოთახი

image


სამზარეულო

image



ბავშვების ოთახი

image



წიგნების თარო

image








ბიების ოჯახი, ჩინეთი (თვიური შემოსავალი - $10, 098)

image

ოჯახის ყველა ზრდასრული წევრი (57 წლის ბი ჰუა, მისი ცოლი იუი ჰენი და მათი ძმისშვილი მენგი ქმართან ერთად) საოჯახო ბიზნესში მუშაობს. ისინი ცხოვრობენ სამ საძინებლიან ბინაში და შემოსავლის 30%-ს ხარჯავენ საჭმელზე.



ასე გამოიყურება მათი ბინა.

image



მისაღები ოთახი

image



ვახშამი

image



ერთ-ერთი საძინებელი

image



მათთვის ყველაზე ღირებული ნივთი სახლში ეს გიტარაა.

image


რა თქმა უნდა, ბედნიერებას მხოლოდ ფული არ განსაზღვრავს. არსებობს უფრო მნიშვნელოვანი რაღაცებიც, როგორიცაა სიყვარული, ერთმანეთის გაგება, პატივისცემა და მეგობრობა. თუმცა, ალბათ არავინ იქნება წინააღმდეგი, თუ ვიტყვით, რომ რთულია ისეთ სახლში ცხოვრება, სადაც წყალი და საჭმელი არ გაქვს და მუდმივად გეშინია, ძლიერი წვიმის დროს სახურავიდან წყალი არ ჩამოვიდეს.








ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ გამოიყურება ბავშვების სათამაშოები სხვადასხვა ქვეყნებში

image


2. 15 სასარგებლო მცენარე თქვენი სახლის ყოველი ოთახისთვის

image


3. 13 იდეა პატარა სააბაზანოების მოსაწყობად

image


2
454
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
454
  
2019, 26 თებერვალი, 23:12
მე სულ ამ წყაროდან ვწერ... თან, შენ ხომ ინგლისურიდან არ წერ.
2019, 26 თებერვალი, 19:39
ჩვენ მგონი ერტი და იგივე წყაროებიდან ვწერთ :)
0 1 2