x
image
Yoona
14 რამ, რომლებიც თქვენს კომპიუტერს ანადგურებენ
ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე კომპიუტერები უკვე ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ადამიანები საათობით მასთან მუშაობენ, რომ სამუშაო დღის დასრულების შემდეგ სახლში დაბრუდნენ და კვლავ კომპიუტერთან დასხდნენ.

სამწუხაროდ, ხშირად ადამიანების ქმედებები კომპიუტერებს ზიანს აყენებენ. მსგავსი შეცდომები, როგორც მინიმუმ, ერთხელ მაინც ყველას აქვს ჩადენილი. ეცადეთ, რომ მსგავსი ქმედებისგან თავი შეიკავო, რომ კომპიუტერის შეკეთება არ მოგიწიოთ.


1.ვენტილაციის ბლოკირება

ზოგჯერ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ პერსონალურ კომპიუტერ დიდ ადგილს იკავებს, განსაკუთრებით ეს სისტემურ ბლოკს ეხება. სწორედ ამიტომ ბევრი მას კედელთან, ფარდასთან, ან ავეჯთან ახლოს დებს, ამით კი კომპიუტერის ვენტილაციას ბლოკავს.

აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი კომპიუტერისთვის გაგრილება ძალიან სჭირდება და ყველაფერი, რაც მას ხელს უშლის, მის გადახურებას იწვევს. მაღალი ტემპერატურა ზოგიერთი დეტალის მუშაობას აზიანებს, ამიტომ ეცადეთ, კომპიუტერს გაგრილებისთვის საჭირო სივრცე მისცეთ.


2.სისტემური ფაილების წაშლა


კომპიუტერის გამოყენების დროს მყარ დისკს ხშირად ფოტოებით, ვიდეოებით, მუსიკით და სხვადასხვა ფაილებით ვტვირთავთ. როცა მყარი დისკი ივსება, ის შენელებას იწყებს. გამოუცდელი მომხმარებელი ცდილობს კომპიუტერზე ადგილი გაათავისუფლოს და შლის ფაილებს, რომელთა შესახებ არაფერი იცის. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად მნიშვნელოვან სისტემურ ფაილებს შლიან.

ეს კომპიუტერის არასწორ მუშაობას იწვევს, ხოლო ზოგიერთმა პროგრამამ შეიძლება მუშაობა საერთოდ შეწყვიტოს. მაგ., ხმასთან დაკავშირებული ფაილების წაშლის შემთხვევაში მუსიკის მოსმენას ვერ შეძლებთ. ეცადეთ, არ წაშალოთ ფაილები, რომლებიც მთავრდება .SYS, .DLL, ან .EXE, მით უმეტეს, თუ ისეთ ფაილებშია მოცემული, როგორიცაა Program Files, System32, Windows, Users.


3.მონიტორის სხვადასხვა სითხეებით გაწმენდა

image

სავარაუდოდ, მონიტორის გასაწმენდად თქვენ იყენებთ სველ ჩვარს, სალფეთქს, ან რომელიმე საწმენდ საშუალებას. მათ კი მონიტორის დაზიანება შეუძლიათ. ნებისმიერ სითხეს შეუძლია გამოიწვიოს კოროზია და მისი სპეციალური საფარი დაშალოს.

უმჯობესია, თუ გაწმენდთ ეკრანს მიკროფიბრით ან ჩვრით, რომლითაც სათვალის გაწმენდას შეძლებთ.


4.ერთი და იგივე პაროლის გამოყენება

image

რა თქმა უნდა, ერთი და იმავე პაროლის დამახსოვრება ადვილია, მაგრამ ასე თქვენს პირად მონაცემებზე წვდომაც ადვილი ხდება. ბინის, მანქანის და საბანკო ყუთისთვის ერთი გასაღების ქონას ხომ არ ისურვებდით?

თუ ყველა პაროლის დამახსოვრება გიჭირთ, შეგიძლიათ პაროლების მართვის სპეციალური პროგრამები გამოიყენოთ, მაგალითად LastPass ან LogMeOnce.


5.ახალი პროგრამის დაყენების შემდეგ კომპიუტერს არ ტვირთავთ

პროგრამული უზრუნველყოფის დაყენების შემდეგ ხშირად კომპიუტერი გადატვირთავს ითხოვს. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს დროის ფუჭი ხარჯვაა, მაგრამ ასეთი მოთხოვნები უბრალო ახირებას არ წარმოადგენს.

ზოგიერთ პროგრამას კომპიუტერთან ერთად გადატვირთვა სჭირდება, რომ სწორად იმუშაოს. ასე რომ, თუ მათ გადატვირთვის გარეშე გამოიყენებთ, ისინი არასწორად იმუშავებენ და ბევრ პრობლემას შეგიქმნიან.


6.ინტერნეტში „ბოდიალი“ გიყვართ, თან განახლებულ ანტივირუსს არ იყენებთ

ასე არასდროს მოიქცეთ. ანტივირუსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც თქვენს კომპიუტერზე უნდა იყოს დაყენებული.

ანტივირუსის გარეშე თქვენი კომპიუტერი რისკის ქვეშ არის - ზოგს თქვენი პირადი ინფორმაციის მოპარვა შეუძლიათ, ზოგს კი თქვენზე ინფორმაციის შეგროვება, სხვას მოტყუებით თანხის წართმევა.


7.ცხოველებს კომპიუტერთან ახლოს მისვლის საშუალებას აძლევთ

image

ზოგიერთ ცხოველს ბალიშის ნაცვლად კომპიუტერის გამოყენება უყვართ - ის კომფორტული და თბილია. განა შეიძლება ამაში დავადანაშაულოთ? სინამდვილეში, ეს კომპიუტერისთვის საზიანოა. საქმე იმაშია, რომ ბეწვი შეიძლება კომპიუტერის შიგნით მოხვდეს და მისი მუშაობა შეაფერხოს.

შინაური ცხოველები კომპიუტერიდან შორს გყავდეთ.


8.პროგრამული უზრუნველყოფის ავტომატური განახლება

ეკრანზე ახალ ფანჯარაში გამოსული ინფორმაციის წაკითხვა ბევრს არ უყვარს. სწორედ ამიტომ ბევრს სურს, რომ დროის დაზოგვის მიზნით ყველაფერი ავტომატურად დაყენდეს.

პრობლემები წარმოიქმნება, როცა თქვენს კომპიუტერში გაუგებარ და უცნობ პროგრამებს ამჩნევთ, რომლებიც სულ მცირე კომპიუტერის მუშაობას ამცირებს, ყველაზე უარესი თქვენს ინფორმაციას იპარავს.

შემდეგში ყველაფერი კარგად წაიკითხეთ, სანამ ok ღილაკს დააჭერთ.


9.სისტემურ ბლოკს ხსნით, როცა კომპიუტერი დენის წყაროზე შეერთებულია

რეკომენდებულია კომპიუტერი თვეში რამდენჯერმე გაწმინდოთ, მტვერი და ბეწვი მოაშოროთ. ზოგიერთი ამას თავად, სახლში აკეთებს, მაგრამ კომპიუტერის დენის წყაროდან გამორთვა ავიწყდებათ. ეს კი ძალიან სახიფათოა.

გამორთული კომპიუტერის შემთხვევაშიც (მაგრამ დენის წყაროდან გათიშული არაა) ზოგიერთი მისი ნაწილში დენი მაინც გადის და მასთან შეხებამ შეიძლება მოკლე ჩართვა გამოიწვიოს, რაც კომპიუტერს აზიანებს და შეიძლება თქვენს დაგტოკოთ.


10.კომპიუტერი ხშირად გადახურებულია

კომპიუტერზე პირდაპირი სითბოს, მაგალითად მზის ან გამათბობლის, მოქმედებამ, შეიძლება სერიოზული ზიანი გამოიწვიოს. ელექტრონული მოწყობილობები, როგორიცაა კომპიუტერი, სითბოს თავად გამოყოფენ, ამიტომ ზედმეტი სითბო მისი დეტალების დეფორმაციას იწვევს.

სწორედ ამიტომ დარწმუნდით, რომ თქვენი კომპიუტერი სათანადოდ გრილდება და სითბოს წყაროსთან ახლოს არ იმყოფება.


11.სისტემურ ბლოკზე აკაკუნებთ

ქეისიდან გამოსული უცნაური ხმების გამო ზოგიერთი ადამიანი მას ურტყამს, რომ ზედმეტი ხმის პრობლემა გადაჭრას. აღსანიშნავია, რომ კომპიუტერები მყიფე ნაწილებისგან შედგება და ასეთი დარტყმები კაბელების ნაწილების გატეხვას იწვევს.

შემდეგში, როცა კომპიუტერზე დარტყმის სურვილი გაგიჩნდებათ, ღრმად ჩაისუნთქეთ, გამორთეთ და ოდნავ დაასვენეთ, სანამ კვლავ ჩართავთ. თუ უცნაური ხმები გესმით, ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ შიგნით რაღაც შესუსტებულია, ამიტომ სპეციალისტთან შემოწმებაზე წაიღეთ.


12. სამუშაოს დასრულების შემდეგ ელექტრონული ფოსტიდან არ გამოდიხართ

თუ ელექტრონულ ფოსტაში მუშაობა დაასრულეთ, ეცადეთ ფოსტიდან გამოხვიდეთ მაშინაც კი, თუ სახლში ან საკუთარ კაბინეტში იმყოფებით. თუ ამას არ გააკეთებთ, თქვენი ფოსტიდან შეიძლება პერსონალური მონაცემები მოიპარონ.


13.usb სატენის გამოყენებისას ძალას ატანთ

image

USB-კავშირები კომპიუტერში სხვადასხვა მოწყობილობებთან დაკავშირების საშუალებას გაძლევთ. მას ხშირად ვიყენებთ ფლეშ-დამტენებისთვის, სმარტფონების დასატენად, კლავიატურის და თაგვის შესაერთებლად. USB შეიძლება იმედგაცრუების მიზეზი გახდეს, თუ მათ არასწორად შევაერთებთ.

2-3-ჯერ არასწორად შეერთების შემთხვევაში ძალა არასდროს გამოიყენოთ, ამან შეიძლება კომპიუტერის დაზიანება გამოიწვიოს.


14.ერთდროულად ბევრ საიტს ხსნით

ხშირად ინტერნეტ ბრაუზერში რამდენიმე ფანჯარას ან ჩანართს ხსნით (მაგ., ელ.ფოსტა, ვიდეო, Facebook, Youtube).

ყოველივე ამისთვის კომპიუტერს უფრო მეტი რესურსი სჭირდება, მაგრამ კომპიუტერს შეზღუდული რესურსები აქვს და ზედმეტად დატვირთვის შემთხვევაში შეიძლება ნელა მუშაობა დაიწყოს. ერთდროულად ბევრი ფანჯარა არ გახსნათ, კომპიუტერი მადლობას გეტყვით.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. 8 რამ, რაც შეტყობინებაში არ უნდა დაწეროთ

2. რომელი ნივთები გაქრება 20 წლის შემდეგ და რატომ აღარ დაგვჭირდება

3. 15 ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა, რომელთაც თანამედროვე ტექნოლოგიები იწვევს

4. რა იცის თქვენს შესახებ Google-მა, Facebook-მა და Apple-მა ერთად აღებულმა?

5. 10 რამ, რასაც მხოლოდ ღარიბი ადამიანი აკეთებს, მდიდარი - არასდროს

6. 25 მტკიცებულება, რომ იაპონელები 3018 წელში ცხოვრობენ

7. 5 რამ, რასაც მდიდარი ადამიანები არასდროს ყიდულობენ, ხოლო ღარიბები მასში ფულს ყრიან

8. რისი თქმა არ შეიძლება სამსახურში: 5 ფრაზა, რაც კარიერას საფრთხეს უქმნის

9. რა გავაკეთოთ საცობში მოხვედრის დროს?

10. შეცდომები, რომელთაც სუპერმარკეტში ვუშვებთ, შეიძლება მთელი ქონების ფასად დაგვიჯდეს

11. 6 სახიფათო აქსესუარი მანქანაში, რომლებიც უნდა მოიშოროთ

12. 6 რამ, რაც საბანკო ბარათების შესახებ უნდა იცოდეთ

13. 4 შვილიანმა ოჯახმა სასკოლო ავტობუსი სახლად გადააკეთა! შედეგი შესანიშნავია


უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
662
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
662
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0