x
image
გემი დალანდი
10 სასიამოვნო ცვლილება, რასაც კეფირის ყოველდღიურად მიღება გამოიწვევს თქვენს ორგანიზმში
კეფირი ბავშვობიდან ყველასთვის კარგად ნაცნობი პროდუქტია. ბოლო წლებში მისი პოპულარობა განაპირობა პრობიოტიკებისადმი გაზრდილმა ინტერესმა.

თუ კეფირს ყოველდღე დალევთ, ეს თქვენს ორგანიზმზე შემდეგნაირად აისახება:


1.დარეგულირდება სისხლში შაქრის დონე

image


2015 წელს კვლევა ჩატარდა:3 თვის განმავლობაში ის ადამიანები, რომლებსაც სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა აღენიშნებოდათ, ყოველდღე სვამდნენ კეფირს. აღმოჩნდა, რომ კეფირი გლუკოზის მაჩვენებლებს ამცირებს, შესაბამისად, დიაბეტის დროს კეფირის მიღება სასარგებლოა.


2.მცირდება ქოლესტერინის მაჩვენებელი

imageკეფირი ქოლესტერინის დონეს ამცირებს.ექსპერიმენტში მოხალისეები მონაწილეობდნენ, რომლებიც დღეში 4 ჭიქა კეფირს სვამდნენ. 2 თვის შემდეგ დადასტურდა, რომ ე.წ. ცუდი ქოლესტერინის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იყო შემცირებული.


3. შესაძლოა ლაქტოზის აუტანლობამ გაგიაროთ

imageიმ ადამიანებს, რომელთაც ლაქტოზის აუტანლობა აქვთ, შეუძლიათ კეფირი მიიღონ, რადგან მასში არსებული ბაქტერიები სწორედ აღნიშნულ ნახშირწყალს ანადგურებენ. 2003 წელს კი კვლევებით დამტკიცდა, რომ კეფირის რეგულარულად მიღება დროთა განმავლობაში ლაქტოზის ათვისებას აუმჯობესებს და ლაქტოზის აუტანლობის სინდრომის დაძლევაში გვეხმარება.


4.ძვლები უფრო მტკიცე ხდება

imageოსტეოპოროზი ძვლოვანი ქსოვილების მდგომარეობის გაუარესებით ხასიათდება. ეს დაავადება ხანდაზმული ასაკის ადამიანებს აღენიშნებათ და მოტეხილობის რისკს ზრდის. ძვლების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ოსტეოპოროზის თავიდან ასაცილებლად ეფექტური საშუალებაა საკმარისი რაოდენობით კალციუმის მიღება. კეფირი სწორედ კალციუმის მაღალი შემცველობით გამოირჩევა და ძვლების გამაგრებას უწყობს ხელს.

5.საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის მოწესრიგება

imageკეფირში შემავალი პრობიოტიკები ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიების ბალანსს აღადგენენ და საჭმლის მონელების პროცესს აწესრიგებენ.ეს დადებითად აისახება გარეგნობაზეც: გაქრება მუცლის შებერილობა, შესაბამისად, შემცირდება წელის გარშემოშემოწერილობა. კეფირი ეფექტურია დიარეის და ანტიბიოტიკების კურსის შემდეგ, ორგანიზმის აღსადგენად, ...

ანტიბაქტერიული მოქმედების გამო კეფირი სასარგებლოა გასტრიტის, კუჭის წყლულის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროსაც.


6.ალერგიის და ასთმის სიმპტომები

imageმკვლევარები დაზიანებული ფილტვების მქონე თაგვების რეაქციებს აკვირდებოდნენ . როგორც ცდებმა უჩვენა, ცხოველებში კეფირმა ალერგიასა და ასთმასთან დაკავშირებული ანთებითი რეაქციების შესუსტება გამოიწვია. ეს სასმელი შესაძლოა ალერგიის და ბრონქული ასთმის მკურნალადაც მოგვევლინოს. ამ მიმართულებით კვლევები მიმდინარეობს.


7.აძლიერებს იმუნიტეტს

imageკეფირი იმუნური სისტემის სტიმულაციას ახდენს. კეფირს ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრები იყენებდნენ სუსტი ბავშვების მოსამაგრებლად. გარდა იმისა, რომ კეფირი ნაწლავებს მავნე მიკრობებისგან იცავს, დამცავი ანტისხეულების სინთეზსაც ახდენს სისხლში. 2005 წელს ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ეს რძემჟავა პროდუქტი სიმსივნის წინააღმდეგ ბრძოლის დროსაც ეფექტურია.


8.გამაგრდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა

imageსხვადასხვა ცდებით ირკვევა, რომ კეფირი არტერიულ წნევას დაბლა სწევს და მაღალი წნევის დროს ტაქიკარდიის განვითარებას ხლს უშლის. გარდა ამისა, კეფირი ამცირებს ათეროსკლეროზის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვა პრობლემების განვითარების რისკს.


9. ებრძვის კარიესს

imageკეფირში შემავალი პრობიოტიკები ანტიკარიოგენული მოქმედებით გამოირჩევიან, ამიტომ, რეგულარული მოხმარების დროს შესანიშნავი საშუალებაა კარიესთან წინააღმდეგ ბრძოლაში.მისი ეფექტური მოქმედება შეგვიძლია ფტორიან სავლებსაც კი შევადაროთ.


10.უმჯობესდება განწყობა

imageადამიანები, რომლებიც ყოველდღე სვამენ კეფირს, აღნიშნავენ, რომ განწყობა ზოგადად გაუუმჯობესდათ. ამ ფაქტს მეცნიერული ახსნა აქვს:რძემჟავა პროდუქტები ხელს უშლიან სტრესის ჰორმონ კორტიზოლის წარმოქმნას და ზრდიან სეროტონინის დონეს. გარდა ამისა, პრობიოტიკური სასმელები ამცირებენ სტრესთან დაკავშირებულ ფიზიკურ სიმპტომებს, როგორებიცაა მუცლის ტკივილი, გაციების ნიშნები.


0
167
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0