x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
პოპულარული მითები მთვარესა და მთვარის შუქზე
დღესდღეობით, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მთვარის შუქი, სინამდვილეში, - მზის სხივებია, რომლებიც მთვარის ზედაპირზე ირეკლება. თუმცა, ადრეულ ხანებში, ჩვენმა წინაპრებმა არ იცოდნენ, თუ რას წარმოადგენდა "ღამის მზე" და, შესაბამისად, ეს მოვლენა მათში შიშს იწვევდა. ამან კი, თავის მხრივ, გამოიწვ-ია სხვადასხვა სახის მითისა თუ ცრურწმენის ჩამოყალიბება, რომელთა შესახებ, დღეს, მე ამ სტატიაში ვისაუბრებ.

imageმთვარის გავლენა

იმდენად დიდი იყო შიში მთვარისადმი, რომ ადამიანთა უმეტესობას არ შეეძლო გახედვა მინის იქითაც კი, მიუხედავად იმისა, რომ, გარკვეულწილად, არსებობდა მცირე ინფორმაცია ამ ციურ არსებაზე. ამიტომ, ადამიანები, საკუთარი თავის "დაცვის" მიზნით, ცდილობდნენ ფანჯრების ფარდებით დაფარვას. ითვლებოდა, რომ მთვარის შუქი აზიანებს ჯანმრთელობას და იზიდავს უბედურებას. ხალხს სჯეროდა, რომ მას ქალისთვის სილამაზის წართმევა შეეძლო. მთვარის გავლენისგან იცავდენენ ორსულებსაც, რომელთაც, მათი აზრით, შესაძლოა, მუცელი მოშლოდათ.

image ადრეულ ხანებში, ასეთი შეშფოთების ახსნა, ასე თუ ისე, ადვილია, რადგან, როგორც წესი, მთვარე ასოცირდება ღამესთან, სიბნელესა და საფრთხესთან. იქიდან გამომდინარე, რომ ელექტრო განათებები, ფანარები და რაიმე ინფორმაცია მსოფლიოს შესახებ არ არსებობდა, ადამიანები მოგონილი ამბებით იწყნარებდნენ თავს.

image1) ბავშვმა არ უნდა შეხედოს მთვარეს


ითვლებოდა, რომ მთვარეზე ხანგრძლივი დაკვირვება - ბავშვებში ლუნატიზმს იწვევდა. თუმცა თანამედროვე მეცნიერებამ ვერ იპოვა კავშირი სომნაბულიზმსა და მთვარის ფაზებს შორის. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ "ძილში სიარულით" გამოირჩევიან მგრძნობიარე ნერვული სისტემის მქონე, ან კი დასტრესილი ადამიანები.

2) თუკი დიდხანს უყურებ მთვარეს, შეიძლება, რომ გაგიჟდე

მთვარისგან დიდი ენერგია ნამდვილად მოდის, თუმცა ეს გაგიჟების მიზეზი ნამდვილად არ არის. თუმცა მეტადრე მგრძნობიარე ადამიანთათვის, ამ ციურ არსებაზე მუდმივმა დაკვირვებამ შეიძლება გამოიწვიოს უძილობა, შფოთვა ან კოშმარები.

image3) არ შეილება მთვარის შუქის ქვეშ ძილი

ეს ნამდვილად საკამათო საკითხია, რადგან ერთთათვის მთვარის შუქის ქვეშ ძილი სავსეა შფოთვით ან საერთოდ შეუძლებელია, მეორეთათვის კი, ეს ერთგვარი დამაწყნარებელია, ხალისის მომტანი ან სულიერი განწყობის ამამაღლებელი.

მთვრის შუქთან დაკავშირებული ფაქტების ახსნა ნამდვილად არ არის მარტივი. თანამედროვე მეცნიერება მიგვითითებს, რომ ახალი მთვარის დროს გადაცემული სხივები სუსტია, თუმცა სავსე მთვარის დროს მისი დიაპაზონი მაქსიმუმს აღწევს. და, რაც უფრო მაღალია დიაპაზონი, მით უფრო დიდია მთვარის გავლენა ადამიანზე.

imageმთვარის ოთხივე ფაზა თავისებურად ახდენს გავლენას ცოცხალ ორგანიზმებზე, ამიტომ ასტროლოგები გვირჩევენ, რომ მუდმივად დავაკვირდეთ ფაზებს, რათა ვიცოდეთ თუ რას უნდა მოველოდოთ საკუთარი თავისგან.

მთვარის ფაზების გავლენა:

1) ახალი მთვარე

ყველაზე მეტად მოქმედებს მამაკაცებზე, რომლებიც ახალი მთვარის დროს უხეშობენ, აგრესიას გამოხატავენ და აქვთ ემოციური სტრესი. ამ დროს ძალიან კარგია ვიტამინების მიღება ან კანის პრობლემების მკურნალობა.

2) პირველი მეოთხედი

თავის ტვინის ქერქის აქტივაცია. საუკეთესო დროა, რათა მოვიშოროთ ძველი ჩვევები და შევიძინოთ რაიმე უფრო ღირებული.

3) უკანასკნელი მეოთხედი

მწვავდება ხერხემლის დაავადებები და რესპირატორული ორგანოები. საუკეთესო დროა დიეტისთვის, საუნაში ან ბასეინზე წასვლისთვის.

4) სრული მთვარე

ჩვენი პლანეტის ციური არსებების უდიდესი გავლენის დრო. ეს ფაზა ზემოქმედებს ქალებზე, რომლებიც უფრო მეტად იმართებიან ემოციებით, ვიდრე მამაკაცები. საჭიროა, რომ ერიდოთ სკანდალებს და არასასიამოვნო საუბრებს. ასევე, არ ღირს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.

imageდა მაინც, თუკი დიდხანს უყურებთ მთვარეს, შესაძლოა ამან თავის ტკივილი გამოიწვიოს. ამის გარდა, ადამიანებს, ფსიქიკური დარღვევებით, უმწვავდებათ მდგომარეობა, ამიტომ კარგი იქნება, თუკი ამ ციურ არსებასთან სიფრთხილეს გამოიჩენთ.

0
55
შეფასება არ არის
ავტორი:ინ. ოპტიმისტი
ინ. ოპტიმისტი
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0