x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
აფხაზეთში შესაძლოა ნავთობის მოპოვება დაიწყოს
image
"აფხაზეთს აქვს მაღალი ხარისხის ნავთობის რეზერვები, ჩვენ ვაპირებთ ნავთობის მოპოვებას უახლოეს მომავალში. დაზვერვითი სამუშაოები მიმდინარეობს კომპანია"როსნეფტის" ხელმძღვანელობით. ასევე ჩვენ ვაპირებთ რუსი კოლეგებისგან უახლესი ნავთობის მოპოვებისა და გადამუშავების ტექნოლოგიების შეძენას" - განაცხადა ე.წ აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ჰაჯიმბამ.



რუსეთსა და აფხაზეთს შორის დაიდო ხელშეკრულება "როსნეფტ-აფხაზეთის" შექმნიშ შესახებ რომლის 51% ფლობს კომპანია "როსნეფტი" 49% აფხაზეთის მთავრობა.



აფხაზეთში ამ გადაწყვეტილებას მწვავე რეაქცია მოყვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დააანონსეს გამოსვლები და აქცია სოხუმის ცენტრში.



ე.წ აფხაზეთის პრეზიდენტმა განაცხადა: "როდესაც მეუბნებიან, რომ ეს ავნებს აფხაზეთის ეკოლოგიან მე ვპასუხობ: მე არ ვარ ჩემი ხალხის მტერი, ჩვენს ირგვლივ ყველა ქვეყანა არის დაკავებული ნავთობის მოპოვებით. საქართველოში ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებული ექვსი კომპანიაა, თურქეთში ოცზე მეტი, რუმინეთში, ბულგარეთში, უკრაინაში და რუსეთშც მუშაობენ ამაზე. თუ შავი ზღვის ამდენი ქვეყანა მუშაობს ნავთობის მოპოვებაზე მხოლოდ აფხაზეთი ხომ ვერ შეინახავს ეკოლოგიას? როდესაც დადგება საკითხი ეკოლოგიის შენახვის მიზნით ნავთობის მოპოვების შეჩერების შესახებ და მას ყველა შავი ზღვის ქვეყანა დაუჭერს მხარს ჩვენ პირველ რიგში შევაჩერებთ სამუშაოებს, მაგრამ ეს არცერთ ქვეყანას არ სურს"




ოფიციალური თბილისი აპირებს გასაჩივრებას და ამ საკითხის გაეროს სხდომაზე წამოყენებას (ინფორმაცია არ არის დადასტურებული), რადგან ირღვევა კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ"


1
115
3-ს მოსწონს
ავტორი:ჯაპან ნიუზ
ჯაპან ნიუზ
115
  
2019, 22 თებერვალი, 21:02
"მარტო ჩვენ ხომ არ დავიცავთ ეკოლოგიასო?" ამაზე დიდი სიმდიდრე არ არსებობს და აფხაზეთს ეს რესურსი ნამდვილად აქვს და ძალიან დიდი ფულის მიღება შეუძლიათ ამით ყოველთვის თუ სწორად იაზროვნებენ და შემოგვიერთდებიან ფედერაციულ ერთეულად. მილიარდობით დოლარის მოგებაზე გავლენ მარტო ტურიზმით. მაგრამ როცა გული გაქვს შხამიანი, მერე შხამავ ყველაფერს გარშემო.
0 1 1