x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორი იყო საბჭოთა რეკლამა
სანამ განიხილავენ დღევანდელ საკმაოდ კრეატიულ რეკლამებს, სადაც სუპერთანამედროვე ტექონოლოგიებია გამოყენებული, მოდით გავიხსენოთ როგორ გამოიყურებოდა საბჭოთა ტექნიკის რეკლამა, უნდა აღვვღნიშნოთ, რომ 40-50 წლის შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა, როგორც ახლა, მაშინაც სარეკლამო პლაკატები, ბროშურები, პოსტერები თუ კატალოგები ძირითადად ლამაზი გოგონების გარშემო იქმნებოდა.




მაგნიტოფონი "ვესნა"

image



მეორე თაობის სარეცხის მანქანა "რიგა". აღსანიშნავია, რომ სარეკლამო სურათში ჩანს მცირე ზომის(2, 5 კგ მოცულობა) გადასატანი სარეცხის მანქანაც.


image



ფერადი ტელევიზორის "ფოტონ-707" ის რეკლამა. დამზადებული სიმფეროპოლის ტელევიზორების ქარხანაში.(1970-იანი წლების დასასრული)

image




რადიომიმღები "ტურისტი-312" დამზადებული გროზნოს რადიოტექნიკის ქარხანაში(1986)

image



ლეგენედარული მაცივარი" მინსკი"-"იქ იმდენი პროდუქტი ეტევა"

image



კომპაქტური სტერეომაგნიტოფონი "სატურნი-401", 80-იანი წლების ახალგაზრდების ოცნება.

image



"იუნოსტი-404" -კომპაქტური გადასატანი ფერადი ტელევიზორი, შეგეძლოთ შეგეერთებინათ მაგნიტოფონი, მოგესმინათ და ხმაც ჩაგეწერათ.

image


უმაღლესი კლასის სტერეო რადიოლა "ესტონია-001". შეგეძლოთ როგორც რადიოს მოსმენა, ასევე მაღალი ხარისხით გრამფირფიტების მოსმენა.

image


მსუბუქი მოპედი "რიგა12/14", გამოდიოდა 1974 წლიდან.

image


"რომანტიკი" საბჭოთა პორტატული მაგნიტოფონების პოპულარული მარკა, რომელიც გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან გამოდიოდა.

image


"ლენინგრადი" - მცირეფორმატიანი ფოტოაპარატი, რომელიც ძირითადად ექსპორტზე გადიოდა.

image



მიკრომოტოციკლი "რიგა-19 ". გამოდიოდა 1982 წლიდან, თუმცა მცირე ტირაჟით.

image



"ვიატკა"-ლეგენდარული ავტომატური სარეცხი მანქანა. გამოვიდა 1981 წელს სწორედ ისეთი ფუნქციებით, ახლა რომ გვიდგას სახლებში უმეტესობას.

image


"მიკროშა" საბჭოთა პერსონალური კომპიუტერი, 1987 წელი, თუმცა რეკლამა მას საერთოდ არც სჭირდებოდა, რადგან მისი შოვნა ძალზე ძნელი იყო და საკმაოდ ძვირიც ღირდა.

image


სამოყვარულო ვიდეოკამერა ოჯახისთვის, რომელსაც ლენინგრადის ქარხანა უშვებდა გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან.

image




imageასევე დაგაინტერესებთ

0
271
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
271
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0