x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134395
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
კონსტანტინე მელაძემ და ვერა ბრეჟნევამ საზღვარგარეთ ცხოვრება გადაწყვიტეს
imageქვეყანა, რომელიც წყვილმა საცხოვრებლად აირჩია, შემთხვევითი არ არის, სწორედ ამ ქვეყანაში იქორწინა წყვილმა 2015 წლის ნოემბერში.


კომპოზიტორმა და ჯგუფ "ВИА Гра"-ს პროდიუსერმა, კონსტანტინე მელაძემ განაცხადა, რომ რუსეთს ტოვებს მეუღლესთან, მომღერალ ვერა ბრეჟნევასთან ერთად და საცხოვრებლად გადადის ჩრდილოეთ იტალიაში. მისივე სიტყვები რომ მოვიშველიოთ, იმ ადგილას, სადაც "რაღაც მაგნეტიზმია."

წყვილს იქ ფეშენებლური სასახლე აქვს, სადაც გადაიხადეს კიდეც ქორწილი მხოლოდ ახლო მეგობრების წრეში.


მელაძემ განაცხადა, რომ აქვთ სამი სახლი, სამივე სხვადასხვა ქვეყანაშია, თუმცა ძირითად საცხოვრებლად სწორედ იტალიის სახლს თვლის.



აღსანიშნავია, რომ ვერა ბრეჟნევას წელს საკმაოდ დატვირთული საკონცერტო გრაფიკი აქვს, ამიტომ საეჭვოა ბრეჟნევამ ხშირად იცხოვროს იტალიურ სასახლეში.


შეგახსენებთ, შარშან დეკემბერში ვერა ბრეჟნევამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სკანდალური ფოტო , რის გამოც ლესბოსური ურთიერთობის პროპაგანდაში დასდეს ბრალი.


კომპოზიტორი და პროდიუსერი კონსტანტინე შოთას ძე მელაძე 1963 წლის 11 მაისს დაიბადა ბათუმში, თუმცა ზრდასრული ცხოვრება რუსეთში და უკრაინაში გაატარა.მუსიკალური კარიერა ჯგუფ"დიალოგში" დაიწყო 1989 წელს უმცროს ძმასთან, ვალერთან ერთად. მას შემდეგ იგი წერს კომპოზიციებს ისეთი ცნობილი მომღერლებისთვის, როგორებიც არიან:სოფია როტარუ, ალა პუგაჩოვა, კრისტინა ორბაკაიდე, ვალერია, ანი ლორაკი, გრიგორი ლეპსი, პოლინა გაგარინა და მრავალი სხვა. 2000 წლიდან არის ჯგუფ «ВИА Гра»-ს პროდიუსერი.


მისი უმცროსი ძმა ვალერი მელაძე, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერალია პოსტ-საბჭოთა სივრცეში, შარშან ზაფხულში ვალერი მელაძემ გააკეთა განაცხადი საქართველოს მოქალაქეობის მიღების შესახებ.მან ოფიციალურად მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.


image



"ქმართან ერთად 8 წელი ვიცხოვრე, გვყავს ორი ვაჟი, 7 და 4 წლის. დალხინებული ცხოვრება არ გვქონდა, ხშირად ვკამათობდით, მღალატობდა კიდეც(როგორც მოგვიანებით შევიტყვე), თუმცა კარგი მამაა და ოჯახზეც გადაყოლილია, უყვარს შვილები და სახლშიც ფული მოაქვს. წელიწად-ნახევრის წინ მას დავშორდი მორიგი ღალატის გამო. პრაქტიკულად, მყისვე გავიცანი მამაკაცი, რომელიც...


ახალმა ბიოგრაფიულმა ფილმმა "ბოჰემური რაფსოდია" ჯგუფ "Queen"-ზე ფრედი მერკურის ყოფილი შეყვარებული მერი ოსტინი კიდევ უფრო გაამდიდრა, ქალმა ფილმიდან სოლიდური ჰონორარი - 50 მილიონი დოლარი ჩაიჯიბა. ამ ფილმის კინოგაქირავება საკმაოდ წარმატებული გამოდგა და მის გადამღებ ჯგუფს 771, 1 მილიონი დოლარი მოუტანა. ფრედი


სასამართლოს შემდეგ სამიდან ორმა შვილმა მამასთან კონტაქტი გაწყვიტა, ხოლო მესამემ გამოსამშვიდობებელი წერილი დაუტოვა. მილიონერმა რიჩარდ მეისონმა 21 წლის შემდეგ შეიტყო, რომ სამი შვილი, რომელსაც ის ზრდიდა, მისი არ არის, სიმართლე მას შემდეგ გამოაშკარავდა, როდესაც ექიმთან ვიზიტის დროს გაარკვია, რომ იგი ბავშვობიდანვე უნა...


დიდი ხნის განმავლობაში ქეთა თოფურიას თაყვანისმცემლები თვლიდნენ, რომ ქმართან, ლევ გაიხმანთან გაყრის მიზეზი იყო ღალატი, - რომანი რეპერ გუფთან. ეს მოხდა მას შედეგ, როცა პაპარაცებმა ისინი ერთად დააფიქსირეს ტაილანდში დასვენების დროს. ტაილანდიდან დაბრუნებისთანავე ბიზნესმენმა გაყრა მოითხოვა, თვითონ ქეთამ ეს ამბავი მაშინ, 2017 წლის ზაფხულში კომენ...


გოგონას დედამ სულის შემძვრელი პოსტი დადო ფეისბუქზე: "განადგურებული ვარ, უნდა გაცნობოთ, რომ ჩემი მშვენიერი ქალიშვილი იმდენად გამწარებული იყო, რომ მას არ შეეძლო საყვარელი ჯეისის გარეშე ცხოვრება და გადაწყვიტა, თავი მოეკლა". ალისა რობინოსონის გვამი აღმოჩენილი იქნა პერტში(მოუნტ ჰაუტორნი, დასავ...

0
962
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
962
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0