x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
თურქეთში 5 ქართველი ფეხბურთელი ქურდობისთვის დააკავეს
image

თურქეთში ცხინვალის "სპარტაკის" 5 ფეხბურთელი ქურდობის პრალდებით დააკავეს.ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.


როგორც ირკვევა, ქართველი ფეხბურთელები გიორგი ბ, კახა კ, პაპუნა მ, დათა ს. და გურამ მ.ანტალიის სავაჭრო ცენტრში, სპორტული აქსესუარების მაღაზიაში შევიდნენ. მაღაზიის დახურვის შემდეგ, კი კონსულტანტებმა აღმოაჩინეს, რომ მათ სხვადასხვა ნივთი აკლდათ, მათ შორის სპორტული ფეხსაცმელი, შორტი და შარვალი, მთლიანად 9 ერთეული. გამოიძახეს პოლიცია, რა დროსაც მათ ვიდეოთვალით დაფიქსირებული კლიენტების გადამოწმება დაიწყეს და აღმოჩინეს ხუთი პიროვნება, , რომლებიც მაღაზიიდან გასულები ავტომობილით წავიდნენ, ხუთივე ფეხბურთელი სამართალმდაცველებმა 5 ვარსკვლავიან სასტუმრო "ბელეკში" აიყვანა.

image


პირველი ლიგის გუნდი, ცხინვალის "სპარტაკი" ბელეკში სეზონის წინ მოსამზადებლად ჩავიდა.



საფეხბურთო კლუბი ცხინვალის "სპარტაკი" 2007 წელს დაარსდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მიერ, 2015 წელს გუნდს სახელი შეეცვალა და გუნდს ცხინვალის “ცხინვალი” ეწოდა. შარშან გუნდი საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდიდან 757 186 ათასი ლარით დაფინანსდა.


1
106
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
106
  
2019, 22 თებერვალი, 10:50
რა ჭირს ამ ხალხს, შანსს არ უშვებენ საქართველოს შესარცხვენად.
0 1 1