x
მეტი
  • 15.12.2019
  • სტატია:97387
  • ვიდეო:344188
  • სურათი:459394
ქართული მითოლოგია - გაცი და გაიმი
გაცი და გაიმი


გაცი და გაიმი (გა) არის ღმერთების წყვილი, რომელიც აზომ, ალექსანდრე მაკედონელის მხედართმთავარმა მოიტანა ქართლში. მათი ძეგლები დაახლოებით ძვ.წ. მე-4 საუკუნიდან, 8 საუკუნის განმავლობაში იდგა ქართლში მანამ, სანამ ახ.წ. მე-4 საუკუნეში ბიზანტიურ ქრისტიანობაზე მოქცევა არ მოხდა იბერიისა მირიან მეფის მიერ და ეს ძეგლები (კერპები) განადგურებულ იქნა სამეფო ხელისუფლების გადაწყვეტილებით. ხელნაწერ ტექსტებში გაცი და გაიმი "ყველაზე იდუმალის გამგეებად" მოიხსენებიან. გაცის კერპი მცხეთაში იყო ოქროსგან დამზადებული მთლიანად, ან მხოლოდ გარედან მოოქროვილი, ხოლო გაიმის ძეგლი ვერცხლის იყო.


გაცი და გაიმი


წარმართულ რელიგიაში ღვთაებათა წყვილების აბსოლუტური უმრავლესობა საპირისპირო სქესისანი არიან, ამიტომ მკვლევარი, ფილოლოგი და ისტორიკოსი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი მიიჩნევს, რომ გაცი მამრობითი სქესის უნდა ყოფილიყო, ხოლო გაიმი მდედრობითი. ამასთანავე, სახელი გა, იგივე გაიმ, უნდა მომდინარეობდეს ძველბერძნული მიწის ღვთაება გეადან, ხოლო გაცი - ძველბერძნული ღვთაების - გეიტესიდან (გატესიდან), რაც "მიწათმოქმედ კაცს" ან "მიწის მხვნელ კაცს" ნიშნავს.






ასევე დაგაინტერესებთ:


1. 160 სამეცნიერო სტატია

2. 100 სტატია საქართველოს ისტორიასა და კულტურაზე

3. სუმელა - უნიკლაური მონასტერი ლაზეთში (+40 სტატია)


4. ადოლფ ჰიტლერის ანდერძი

5. მცირე ეპიზოდები ქართველთა სამხედრო ცხოვრებიდან

6. უილიამ ალენი ქართველების შესახებ

7. ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში

8. ოლიმპიადის ისტორია

9. ჩაქმულის ქანდაკებები

10. ლეშანის გიგანტური ბუდა

11. მიქელანჯელოს პიეტა

12. ჰიტლერის სიტყვით გამოსვლა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში

13. ზონა 51

14. ზვიად გამსახურდია კანონიერი ქურდების შესახებ

15. ზვიად გამსახურდია ნაციონალიზმის შესახებ

16. ზვიად გამსახურდიას ლექსი მესხეთისადმი

17. ბაისანგურ ბენოელი

18. ინგუშეთის პირველი პრეზიდენტი ქართველების შესახებ

19. უცხოპლანეტური აგებულების მუმია აღმოჩენილია პერუში

20. სპარსელთა ოთხთვიანი ომი ქართველთა წინააღმდეგ

21. სერ ოსუალდ მოსლი ევროპის ბედი

22. არჩილ ჯორჯაძე კოსმოპოლიტიზმის შესახებ

23. საინტერესო ფაქტები მთვარის შესახებ



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


4
536
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
536
  
22 თებერვალი, 20:17
მეწყინება კი არა ნეტავ ბევრმა გააკეთოს ასეთი შესწორებები. საინტერესო ვერსიებია. მე უბრალოდ ინტერნეტსივრცეში რაც მოვიძიე ინფორმაცია რადენიმე სტატიიდან და ნაშრომიდან იმას ვაჯამებ ხოლმე აქ.
22 თებერვალი, 16:01
1

იმედია არ გეწყინება თორნიკე, პატარა შესწორებას შევიტან. ჯერ უნდა აღინიშნოს რომ აზო (აზონი) არავითარი ალექსანდრე მაკედონელის მხედართმთავარი არ ყოფილა და არც ბერძენ – მაკედონელთა ლაშქარი არ შემოუყვანია საქართველოში. აზო იყო ჩვეულებრივი ქართველი დიდი ალბათობით მესხი ან უფრო კონკრეტულად ლაზი და იმდროინდელი ბრძოლები, მასა და ფარნავაზ – ქუჯს შორის ჩვეულებრივი დინასტიური ბრძოლა იყო სადაც სამწუხაროდ ყველა მხარეს ქართველი იბრძოდა ერთმანეთის წინააღმდეგ.
22 თებერვალი, 16:00
2

რაც შეეხება მეორე თემას, ანუ „კერპებს“ ისინი არ უნდა ყოფილიყვნენ ბერძნული წარმოშობის არანაირად, ეს უნდა ყოფილიყო ქართულ ანბანთან და მასში მზისა და მთვარის კალენდარის მონაცვლეობა–თანადროულობასთან დაკავშირებული. ანუ გაცი (გაც) იყო ოქროსფერი ანუ მზე, ხოლო გაიმი (გა) იყო ვერცხლისფერი ანუ მთვარე. რაც შეეხება ამ მნათობებს, მათ გარკვეულ ეპოქებში გააჩნდათ სქესი რომელიც რამდენიმეჯერ შეიცვალა ნაცნობი მიზეზების გამო. ჯერ მზე იყო სრული, თავისთავადი, შეუზღუდველი (აბსოლუტი) და მთვარე დაქვემდებარებული ან თანაზიარი. შემდგომ მთვარის კალენდარის გამოყენებამ მთვარე აქვია მამრობით ძალად, შემდგომ მზის კალენდარის შემოღებამ მზეს დაუბრუნა მამრობითი ენერგია, და იყო პერიოდი როცა ორივე კალენდარი თანაარსებობდა და ამ დროს მზე მთავრობდა მთვარის თანაზიარებით.
22 თებერვალი, 16:00
3

ამავე თემას ეხება ერთი საკითხიც – ხშირად გვხვდება ეს თემა და ყველამ უნდა იცოდეს რომ ძველად როდესაც „ახალი ღმერთი“ უზენაესდებოდა გარკვეული მიზეზების გამო „ძველი ღმერთი“ აუცილებლად მდედრობით სახეს იღებდა, თითქოსდა „ახალი ღმერთის“ ანუ მამრის დაქვემდებარებისთვის (ლოგიკას მიხვდებით) – ამგვარი მაგალითია „დალი“ (დ–ალი. დ – დონ – მზე და ალი – ცეცხლი) რომელიც უძველეს დროში მამრული ძალა იყო, სწორედ ამგვარად არის შემორჩენილი ის ჩრდილო კავკასიელთა ქართველურ ხალხებში. დალიც გარკვეულ წილად ძველად მამრ ცეცხლ ნიშნავდა (ღვთიურ წინდა ცეცხლს) რომელიც მიწაზე განსაზღვრულად ეშვებოდა, ანუ მიწას „განგებდა“, ანუ ანაყოფიერებდა... მიწა კი ეს ახალი მესამე „წილი“ (ჰიპოსტასია). და ასე შემდეგ...
0 1 4