x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134476
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
მყვინთავები ზღვაში გიგანტურ არსებას წააწყდნენ

მზის თევზი

წარმოიდგინეთ, ჩაიცვით აკვალანგი, ჩაყვინთეთ ზღვაში, ცდილობთ, თქვენი სამუშაო პირნათლად შეასრულოთ ან გულიანად გაერთოთ და ამ დროს თქვენს გვერდით მოულოდნელად ხედავთ გოლიათური ზომის არსებას, რომელსაც თავისუფლად შეუძლია, გადაგყლაპოთ.


სწორედ ასე იგრძნეს თავი პორტუგალიის სანაპირო წყლებში მომუშავე მყვინთავებმა, როცა უეცრად მათ გვერდით კოლოსალური ზომის მზის თევზი შენიშნეს.


მყვინთავები თევზს ფოტოებს უღებდნენ და თითოეულ მის მოძრაობას ვიდეოფირზე აღბეჭდავდნენ, თუმცა ქვეცნობიერად ეშინოდათ ამ გასაოცარი არსების, რომელიც 5000 კილოგრამს იწონიდა, ხოლო სიგრძით დაახლ. 3 მეტრი იყო.



მაგრამ საბედნიეროდ მზის თევზები ადამიანებს არ ჭამენ.


თავისი ზომების მიუხედავად მზის გიგანტური თევზი ძალიან წყნარად იქცეოდა; ის 15 წუთის მანძილზე ნებივრობდა წყალში, სანამ მყვინთავები მას ფირზე აღბეჭდავდნენ, შემდეგ კი გაუჩინარდა.


მზის თევზს მეორენაირად მოლა-მოლასაც უწოდებენ. მისი წონა საშუალოდ 250-დან 1000 კილოგრამამდე მერყეობს. 5-ტონიანი მზის თევზი ძალიან დიდი იშვიათობაა და მყვინთავებს ძალიან გაუმართლათ, ფირზე მისი დაფიქსირება რომ მოახერხეს.


იხილეთ ვიდეო


0
267
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
267
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0