x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
" ჩვენ გადავწყვიტეთ გავხდეთ მსოფლიოს იდეოლოგიური ძალა..თუ ვინმე უარს იტყვის და ჩვენს გზას გადაუხვევს, ჩვენ გვაქვს ბომბები, სანქციები,
image
ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დაძაბული ურთიერთობა არასდროს უკეთსი არ გახდება, რადგან რუსეთთან კონფრონტაცია ამერიკის იდეოლოგიას შეესაბამება. ეს მოსაზრებას გამოხატა ყოფილმა ამერიკელმა დიპლომატმა და სენატის ყოფილმა მრჩეველმა, რესპუბლიკელმა ჯეიმს ჯატრამ.

მისი თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, რომ არ დაბრუნებულიყო ყოფილ მულტიპოლარულ სამყაროში, მტრის ადგილი დაიკავა და მთელს მსოფლიოში თავისი გავლენის გავრცელება დაიწყო.

განსხვავება საბჭოთა კავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის იყო ის, რომ პირველი ქვეყანა ეფუძნებოდა მშვიდობას, პროგრესს და სოციალიზმს, მეორე დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და თავისუფალ ბაზარს. თუმცა, საბჭოთა კავშირის მსგავსად, შეერთებული შტატები ცდილობს, აღმოფხვრას ისინი, ვინც არ ეთანხმებიან მათი ფასეულობების პროპაგანდას.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გავხდეთ იდეოლოგიური ძალა, რომელსაც სურს შეცვალოს მსოფლიო. თუ ვინმეს უარს იტყვის და ჩვენს გზას გადაუხვევს, ჩვენ გვაქვს ბომბები და სანქციები, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შეიცვალოს რეჟიმი. " - თქვა ჯეიმზ ჯატრამ


რესპუბლიკელი მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატების რუსეთისადმი მტრული დამოკიდებულება ამით აიხსნება. რუსეთმა, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ, უარი უთხრა ვაშინგტონიდან ნაკარნახევ ნებას და ამერიკულ გავლენას.

რესპუბლიკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპმა, რომელიც თავდაპირველად ცდილობდა ურთიერთობების გაუმჯობესებას, ვერ შეძლო ცვლილებების შეტანა, რადგან პოლიტიკაში არიან რესპუბლიკელების ისტებლიშმენტი და ნეო-კონსერვატორები.

0
51
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0