x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დრომომანია ანუ გაუაზრებელი სწრაფვა ხეტიალისა და მოგზაურობისადმი

როდესაც საუბარია მოგაზურობაზე, ადამიანებს, როგორც წესი, სასიამოვნო და საინტერესო ასციაციები უჩნდებათ. პიროვნება შესაძლოა მოგზაურობდეს სხვადასხვა მიზნის მისაღწევად ან მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. ეს მოიცავს ახალი კულტურის გაცნობას, ცოდნის მიღებას, გამოცდილების შეძენას ან უბრალოდ სიამოვნების მიღებას. პიროვნებას შესაძლოა სულაც არ გააჩნდეს გამოკვეთილი, ერთი კონკრეტული მიზანი მოგზაურობისას, თუმცა როდესაც ადამიანები ამ გადაწყვეტილებას იღებენ, უმეტეს შემთხვევაში ეს პროცესი ცნობიერად მიმდინარეობს. ამისგან განხვავებით, ფსიქოლოგიაში არსებობს ტერმინი დრომომანია, რაც გულისხმობს პიროვნების უმიზნო ხეტიალის და მოგზაურობისადმი დაუძლეველ, აკვიატებული ლტოლვას.

უფრო კონკრეტულად, დრომომანია არის პიროვნების პერიოდულად აღძრული მისწრაფება გაიქცეს სახლიდან და იმოგზაუროს უკიდეგანოდ სათანადო მზადებისა და ფინანსური უზრუნველყოფის გარეშე. ამ ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანს სრულიად არ აღელვებს, თუ რა დაემართება მის ოჯახს, სამუშაოს და ა.შ. იგი ხშირად უფულოდ და უბილეთოდ ჯდება ტრანსპორტში სანამ სათანადო მაკონტროლებელი პირი არ ჩამოსვამს. მხოლოდ მაშინ შეიძლება მოვიდეს გონზე და გაუკვირდეს, რადგან სადმე წასვლა მას ცნობიერად არ დაუგეგმავს.

მატერიალური სახსრების უქონლობა არ თამაშობს ამ მისწრაფების შესრულებაში არსებით როლს. ფეხით სიარული შეიძლება გაგრძელდეს მანამ, სანამ მოხეტიალე სრულად არ დაიღლება და ენერგიას არ დაკარგავს. აქედან გამომდინარე დრომომანის მსგავსი გაუცნობიერებელი ქმედება შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდეს თავად ამ პიროვნებისთვის, თუმცა, როგორც წესი, ეს არ წარმოადგენს სოციალურად საშიშ პათოლოგიას.


0
7
შეფასება არ არის
ავტორი:ანანო ჭელიძე
ანანო ჭელიძე
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0