x
მეტი
  • 19.05.2019
  • სტატია:90116
  • ვიდეო:340045
  • სურათი:452458
"ვებრძვი და მებრძვის, ძალიან ძლიერი კონკურენტია" - რომელ კონკურსანტებს შორის დაიძაბა ვითარება "საქართველოს ვარსკვლავში"

image


"სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი" ფი­ნა­ლის­კენ მი­დის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კონ­კურ­სან­ტე­ბი ერ­თმა­ნე­თის კარ­გი მე­გობ­რე­ბი არი­ან, უკვე აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ იმა­საც, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­კუ­რენ­ტე­ბიც არი­ან და "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" მათ­გან მხო­ლოდ ერთი უნდა წა­ვი­დეს. ამი­ტომ მათ შო­რის ფა­რუ­ლი თუ ღია ბრძო­ლაც მიმ­დი­ნა­რე­ობს.


აი, რას ამ­ბო­ბენ ისი­ნი


ლიზა კა­ლან­და­ძე:


- ოთო­ზე მკი­თხეთ - რა უნდა ვთქვა? ძა­ლი­ან ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ტია - ვებ­რძვი და მებ­რძვის... ყვე­ლა, ვინც აქ არის, ასე ვართ - თა­ნა­ბა­რი ძა­ლე­ბის კონ­კურ­სან­ტე­ბი ვართ, მა­ღალ­ხა­რის­ხი­ა­ნი მომ­ღერ­ლე­ბი და ერ­თმა­ნე­თის კონ­კუ­რენ­ტე­ბი, ვა­ფა­სებთ და გვიყ­ვარს ერ­თმა­ნე­თი…

მინ­და, მა­ყუ­რე­ბელს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო. მათი იმე­დი კვლა­ვაც მაქვს და ვპირ­დე­ბი, რომ მო­მა­ვალ ლა­ივ­ზე უფრო მეტს ვაჩ­ვე­ნებ და იმე­დებს გა­ვუ­მარ­თლებ.


image


ნინი ცნო­ბი­ლა­ძე:


- მე­სა­მე ტუ­რია, აუტ­სა­ი­დე­რებ­ში ვხვდე­ბი და რომ მე­კი­თხე­ბი­ან, - რა ხდე­ბაო? ვერ ვპა­სუ­ხობ. არ ვიცი, რა ხდე­ბა და რა­ტომ. თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ სა­მი­ვე­ჯერ მა­ყუ­რე­ბელ­მა გა­და­მარ­ჩი­ნა და კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბე­ლი ვარ მათი. ყო­ვე­ლი ტური ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბა, ვერ გათ­ვლი, რო­დე­საც სცე­ნა­ზე გა­მო­დი­ხარ, რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. მით უმე­ტეს მა­შინ, როცა ქარ­თულ სიმ­ღე­რას ას­რუ­ლებ. ჩემ­თვის ეს ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოა და რთუ­ლიც. „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავს“ დიდი მად­ლო­ბა, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბა მომ­ცა, ქარ­თულ სიმ­ღე­რა­ში ძა­ლე­ბი მო­მე­სინ­ჯა და სხვა­თა შო­რის, მო­მე­წო­ნა - ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლა­დაც ვიგ­რძე­ნი თავი. სა­სი­ა­მოვ­ნო იყო პრო­ექ­ტში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი შიდა სა­მუ­შა­ოც, რა­საც პე­და­გოგ­თან მუ­შა­ო­ბა ჰქვია. მოკ­ლედ, მად­ლო­ბა მა­ყუ­რე­ბელს და ვნა­ხოთ, შემ­დეგ­ში რა იქ­ნე­ბა.

ჩემს აუტ­სა­ი­დე­რო­ბას მი­ვუბ­რუნ­დე­ბი... სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ ვარ სხვე­ბი­ვით აქ­ტი­უ­რი.



- რა­ტომ არ აქ­ტი­უ­რობ?


- ზო­გა­დად, არ ვარ აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ ახლა მო­მი­წევს გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, რად­გა­ნაც უკვე ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზეა კონ­კურ­სი. შემ­დეგ შა­ბათს უკვე ნა­ხე­ვარ ფი­ნალ­ში გვი­წევს ბრძო­ლა. ამი­ტომ მთე­ლი ძა­ლე­ბით გა­ვაქ­ტი­ურ­დე­ბი, რომ მა­ყუ­რე­ბელ­მა ჩემს შე­სა­ხებ მეტი გა­ი­გოს. ვნა­ხოთ, თუმ­ცა წი­ნას­წარ არა­ფე­რი ვი­ცით არას­დროს.


image


ოთო ნემ­სა­ძე:


- რო­გორც ყვე­ლა წინა ტური, ბო­ლოც ძა­ლი­ან ძლი­ე­რი იყო. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ძლი­ე­რი კონ­კურ­სან­ტე­ბი პრო­ექტს ტო­ვე­ბენ, მათ­თან ერ­თად მო­მი­წია სცე­ნა­ზე დგო­მა და ვიცი, რაც არის ეს, მაგ­რამ ძლი­ე­რე­ბი ისევ რჩე­ბი­ან პრო­ექ­ტში და ისევ მო­მი­წევს მათ­თან ერ­თად სცე­ნა­ზე დგო­მა.


- ორი ლა­ი­ვის ლი­დე­რი იყა­ვი შენ და ბოლო ორზე - ლიზა. რას იტყვი?


- წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ ლი­ზას. ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რებს დიდ წარ­მა­ტე­ბას და დაე, ღირ­სე­ულ­მა გა­ი­მარ­ჯვოს!

სა­ერ­თოდ კი, ამ კონ­კურ­სში პროგ­ნო­ზე­ბის გა­კე­თე­ბა ძნე­ლია. ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ნა­კა­დია.

გა­სულ შა­ბათს თა­თომ და­ტო­ვა კონ­კურ­სი. პო­ტენ­ცი­უ­რად ქარ­თუ­ლი სტი­ლის მომ­ღე­რა­ლია, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს იმი­ტომ, რომ ნელ-ნელა პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა. მას ბევრ ალ­ბომს, ბევრ გა­მოს­ვლას, კონ­ცერტს ვუ­სურ­ვებ.


image


0
48
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0