x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ჯოჯოხეთური ბაყაყი, რომელიც დინოზავრებით იკვებებოდა

ბელზებუფო

ბელზებუფო (ლათ. Beelzebub ეშმაკი, Bufo – კუ) არის ბაყაყის გადაშენებული სახეობა, რომელიც 65 მილიონი წლის წინ, კუნძულ მადაგასკარზე სახლობდა.


ამ ამფიბიის სხეულის ნარჩენები პირველად 1993 წელს აღმოაჩინეს და დაადგინეს, რომ ეს იყო სამყაროს ისტორიაში ყველაზე დიდი ზომის ბაყაყი, 40 სანტიმეტრამდე სიგრძით და 5 კილოგრამამდე წონით.


თავისი გიგანტური ზომებით ბელზებუფო აღემატებოდა აფრიკულ გიგანტურ ბაყაყს, რომლის სხეულის სიგრძე 32-33 სანტიმეტრს შეადგენს.



ბელზებუფოს ჰქონდა უძლიერესი ყბები: ის მსხვერპლს 2200 ნიუტონის ძალით კბენდა!


იცით, ეს რა ძალაა?


ძუ ვეფხვის და მოზრდილი ხვადი მგლის ყბების ძალა.


ამიტომ მსხვერპლისთვის ბელზებუფოს ხახაში მოხვედრა უეჭველ სიკვდილს უდრიდა.


მაგრამ ეს გასაოცარი ბაყაყი მხოლოდ ყბების სიძლიერით და გიგანტური ზომებით არ გამოირჩეოდა. მას გააჩნდა უძლიერესი ჯავშანი – მყარი ძვლოვანი ქერცლით და კერატინის ვეებერთელა ფირფიტებით დაფარული სხეული, რომელიც პრაქტიკულად მოუხელთებელს ხდიდა მას საკუთარი მტრებისთვის.


ჯოჯოხეთური ბაყაყი დაუდარაჯდებოდა მსხვერპლს (ძირითადად, მცირე ზომის დინოზავრებს და მათ ნაშიერებს) და როგორც თანამედროვე ბაყაყი სტყორცნის საკუთარ ენას და იჭერს ბუზებს, პეპლებს, ფუტკრებს თუ ხოჭოებს, ანალოგიურად იჭერდა მომცრო ზომის დინოზავრებს.


შემოხვევდა ხოლმე თავის გრძელ, სველ, ლორწოვან ენას საბრალო მსხვერპლს და მიაქანებდა უძლიერესი ყბებისკენ, რათა ბედკრული ცხოველი რაც შეიძლება ჩქარა გაესრისა და დაენაწევრებინა.


ჯერჯერობით ბელზებუფოს სხეულის ნარჩენები პალეონტოლოგებმა მხოლოდ 26 ადგილას, 1, 8 კილომეტრის რადიუსში აღმოაჩინეს. ამიტომ გვაქვს დღეს ასეთი მწირი ცნობები "ეშმაკის ბაყაყის" შესახებ.


თუმცა რაც გვაქვს, ისიც საკმარისია, რათა განვცვიფრდეთ და გავოგნდეთ იმით, თუ როგორი არაჩვეულებრივი მონსტრების პლანეტა იყო დედამიწა ოდესღაც.


0
247
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
247
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0